ქუთაისში უკვე ორი ლოქერია - აიღეთ ამანათი თქვენთვის მოსახერხებელ დროს

სწრაფი. მარტივი. შენს გზაზე.
ჩვენი ლოქერების ქსელი კიდევ უფრო ფართოვდება. ქუთაისში მცხოვრებ USA2GEORGIA-ს მომხმარებლებს ამანათის ასაღებად კურიერის ლოდინი აღარ სჭირდებათ - ქალაქში უკვე ორი ლოქერი გემსახურებათ და ამანათს დღის ნებისმიერ დროს გაიტანთ.
📍 „ფემილი ფუდი ნიკეა“, ნიკეას ქ. N4
📍 „ფემილი ფუდი გამსახურდია“, გამსახურდიას ქ. N35

ლოქერით მიღება ფასიანი მომსახურებაა - 4 ლარი. აირჩიეთ ის მისამართი, რომელიც თქვენს ყოველდღიურ მარშრუტს უკეთ ერგება, შეიარეთ გზად და გაიტანეთ ამანათი რიგის გარეშე.
როგორ ავირჩიო ლოქერი?
✅ ყველა შემდეგი ამანათისთვის - ანგარიშში გადადით პარამეტრები → ფილიალი/ლოქერი, აირჩიეთ ქუთაისის ლოქერი და შეინახეთ. ახალი ამანათები ავტომატურად იქ მოვა.
ჩამოსვლის შემდეგ უჯრას SMS-ით ან აპლიკაციით მიღებული კოდით გახსნით. ლოქერში ხვდება ამანათი, რომელიც უჯრაში ეტევა. ყველა მოქმედი ლოქერის ნახვა ჩვენი აპლიკაციის რუკაზე შეგიძლიათ.
შეგახსენებთ, რომ ლოქერის საშუალებით ამანათის მიღება ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე - თქვენთან უფრო ახლოს შეგიძლიათ.



