ᲩᲕᲔᲜ ᲓᲐᲕᲜᲔᲠᲒᲔᲗ ᲓᲐ ᲩᲕᲔᲜᲕᲔ ᲕᲐᲕᲘᲗᲐᲠᲔᲑᲗ!

USA2GEORGIA-ს თვითმომსახურების ტერმინალს კიდევ ერთი შესაძლებლობა დაემატა. ამანათის საფასურის გადახდა ახლა იქვე, ტერმინალიდანაც შეგიძლიათ - პლასტიკური ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით.

გადახდა Flitt - თიბისი ბანკის საგადამხდელო არხით ხორციელდება და წამებში აისახება. ამანათს მაშინვე გაიტანთ - ოპერატორისა და რიგის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ თვითმომსახურების ტერმინალი 2015 წელს პირველად USA2GEORGIA-მ შექმნა და დანერგა მსოფლიო საფოსტო ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვაგრძობთ მის განვითარებას.

მოხარული ვართ, რომ ამ ტექნოლოგიას სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი კომპანია დღეს წარმატებით იყენებს, მათ შორის საქართველოშიც.

ᲓᲠᲝ ᲫᲕᲘᲠᲤᲐᲡᲘᲐ - ᲒᲐᲓᲐᲘᲮᲐᲓᲔ ᲓᲐ ᲛᲘᲘᲦᲔ ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲘ ᲬᲐᲛᲔᲑᲨᲘ!