მოგეხსენებათ, რომ USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ ზაფხულში გამოკითხვა ჩატარდა, რომელში მონაწილე მომხმარებლებსაც დიდ მადლობას ვუხდით. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფილიალი – მიცკევიჩის ქუჩაზე, N27-ში.

ახალი ფილიალის გახსნა ქავთარაძის სათავო ოფისთან საცობებს განტვირთავს და ამანათის ოფისებიდან გატანას უფრო კომფორტულს გახდის.

ფილიალის არჩევა შესაძლებელია ამანათების მართვის გვერდზე, რეისების გასწვრივ.

გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ:

  • ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები;
  • ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
  • განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
  • ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონული).

აქვე მოგახსენებთ, რომ ფილიალში ამანათების გადანაწილების გამოცდილება ჯერ არ გვაქვს, ამიტომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში ფილიალი ტესტურ რეჟიმში, მხოლოდ მომხმარებელთა შეზღუდულ რაოდენობაზე იმუშავებს. გთხოვთ, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდოთ.

ასევე, გთხოვთ, ელ-ფოსტაზე: [email protected] მოგვწეროთ შენიშვნები და კომენტარები ფილიალის შესახებ. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, მომსახურების პირობები უფრო დავხვეწოთ და გავაუმჯობესოთ.

იხილეთ ფილიალის რუკა: