USA2GEORGIA-ს გუნდმა სერვის-ცენტრების გარე პერიმეტრზე 24-საათიანი ლოქერები დაამონტაჟა. გარეთ განთავსებული ლოქერები შესაძლებლობას მოგცემთ, ამანათი არასამუშაო საათებისას გაიტანოთ!
ამანათის გარე ლოქერში განთავსებისათვის საჭიროა:
USA2GEORGIA-ს თქვენი ექაუნთიდან მოითხოვოთ ამანათის ლოქერში გადამისამართება.
თუ გსურთ, რომ ამანათი იმავე ღამეს დაგხვდეთ გარე ლოქერში, გთხოვთ, სამუშაო საათებისას დააფიქსიროთ აღიშნული მოთხოვნა;
მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ:
მიიღებთ შეტყობინებას თქვენი ამანათის ლოქერში განთავსების შესახებ;
ლოქერის კოდის საშუალებით, გახსნით უჯრას და მიიღებთ ამანათს თქვენთვის ხელსაყრელ დროს – მომდევნო 24 საათის განმავლობაში!
ლოქერის უჯრები ლიმიტირებულია, შესაბამისად, ლიმიტირებულია განთავსების დროც:
გარე ლოქერში ამანათის განთავსების შესახებ მიღებული SMS-შეტყობინებიდან – 24 საათის განმავლობაში შეძლებთ ლოქერის უჯრით სარგებლობას!
*24 საათის გასვლის შემდეგ კი, ამანათის არ-გატანის შემთხვევაში, ამანათი იმავე ლოკაციის ფილიალში დაბრუნდება.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ:
გარე ლოქერით სარგებლობას ვერ შეძლებთ:
თუ ერთ უჯრაში ფიზიკურად ვერ განთავსდა თქვენს სახელზე ჩამოსული – ყველა გასატანი ამანათი;
ასევე, თუ ამანათის ყუთის ზომა აღემატება – ლოქერის უჯრის მოცულობით სივრცეს.
ფილიალების გარე ლოქერებით სარგებლობა – ფასიანია. გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის გაეცნოთ სახელშეკრულებო პირობებს (პარაგრაფი 7.7 24-საათიანი გარე ლოქერებიდან ამანათის გატანის მომსახურება).
*ფილიალში დაბრუნებული ამანათის მომსახურების საფასური უკან არ დაბრუნდება.
გიტოვებთ დეტალურ და მარტივ ვიდეო-ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ აღნიშნული მომსახურებით!