კითხვები, რომლებსაც ელ-ფოსტით და ტელეფონით პერიოდულად ვიღებთ:
1. ეს “ამაზონი” რა არის, ანუ პირდაპირ ბრაზილიიდან მოდის ამანათი?
2. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხუთშაბათს რომ გამოიგზავნება, მეორე დღეს თბილისში რატომ არ არის?
3. იცით, ქალის ჩექმას ველოდები და დუტის კურტკას. ვერ დაახვევთ და ჩექმაში ვერ გაჭედავთ რომ ტრანსპორტირება ნაკლები დამიჯდეს?
4. სათამაშოები უფროსებისთვის შეიძლება გამოვიწერო? – შერცხვა და გაწითლდა 🙂 – შეიძლება, რა თქმა უნდა.
5. კურიერი რო “დამეხვოსტოს” არ შეიძლება? ჭავჭავაძეზე ვარ.
6. 300 ლარი უკვე ჩაგირიცხეთ, “ამაზონზეც” ავირჩიე რაც მინდა, უკვე 1 კვირა გავიდა და რატომ არ მიგზავნიან?
7. 52 ზომა შარვალი უნდა გამოვიწერო და ხო კარგად მომივა?
8. მაშველი არ გაქვთ? ბარემ აქვე ჩავიცვამდი.
დიალოგი ნაბახუსევ სტუმართან, რომელიც საერთოდ შემთხვევით მოხვდა ოფისში და ალბათ ვერ მიხვდა სად იყო.
სტუმარი: 129 ლარი გადამიხადეთ!
ოპერატორი: ჰმმმ… ნაკლები არ გაწყობთ? (გაეხუმრა)
სტუმარი: არა! 129 ლარი გადამიხადეთ!