თუ თქვენ 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციის გამოგზავნას გადაწყვეტთ, გთხოვთ, GLS ჯგუფის მეორე კომპანიით შპს ჯიელეს “GLS LLC” www.gls.ge-ით ისარგებლოთ, სადაც ამანათების და ტვირთის უპირობო განბაჟება ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში საბაჟომ შეიძლება გამოიყენოს საჯარიმო სანქციები იმ მომხმარებლებზე, რომლებიც 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას USA2GEORGIA-ს საშუალებით გამოგზავნიან.
ორშაბათიდან www.gls.ge ვებგვერდზე ავტომატურ რეგისტრაციაც შესაძლებელი გახდება, მანამდე კი საკონტატქო მონაცემები შეგიძლიათ გაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
ორივე რესურსი მუშაობს პრაქტიკულად ერთნაირად, განსხვავება ის არის, რომ U ოთახის ნომრის ნაცვლად, თქვენ მოგენიჭებათ ახალი ნომერი B სიმბოლოთი (ბიზნესი). რეგისტრაციისათვის საჭირო იქნება მეორე ელ-ფოსტა. ანუ შედეგად გექნებათ რეგისტრაცია USA2GEORGIA შიც და GLS-შიც. 300 ლარამდე პროდუქციის შემთხვევაში გაგზავნით USA2GEORGIA-ს მისამართზე, ხოლო 300 ლარზე მეტის შემთხვევაში GLS-ზე.