გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 18 იანვრიდან ამანათის გასატანად აუცილებელი იქნება მიმღები პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. მიმღები ნიშნავს პიროვნების სახელს და გვარს, რაც აწერია უშუალოდ ამანათზე, მაღაზიის ორიგინალ სტიკერზე – “Shipping Label”.
თუ მიმღები პირი USA2GEORGIA-ს ფილიალში ამანათის მისაღებად ვერ მოდის, შეუძლია მის ნდობით აღჭურვილ პირს გამოატანოს პირადობა ან პასპორტი. ქსეროასლი არ მიიღება. თუ ეს შესაძლებელი არ არის, მაშინ ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რომელიც შეინახება ჩვენთან, შემდეგ კი მისი წამოღება საჭირო აღარ იქნება.
თუ ამანათზე დაწერილი მიმღების სახელი და გვარი USA2GEORGIA-ში დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარისგან განსხვავდება, მაშინ ამანათის მისაღებად საჭირო იქნება ორივე პიროვნების პირადობა ან პასპორტი.