სიხარულით გაცნობებთ, რომ მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნით, TURKEY2GEORGIA სააქციო ფასდაკლებას ახანგრძლივებს – მთელი ზაფხულის განმავლობაში 1კგ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება $2 იქნება! შეგახსენებთ, რომ აქცია 1 მაისს დაიწყო და ახლა უკვე ივნისის, ივლისისა და აგვისტოს განმავლობაშიც ძალაში იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ 50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება რეალური (სასწორის) წონით დაითვლება, ხოლო 50კგ-ის ზემოთ – მოცულობითი წონის გათვალისწინებით. ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!
Author: admin
ლოქერით სარგებლობა უკვე ზუგდიდსა და გორშიც შესაძლებელია. ზუგდიდში ახალი ლოქერი რუსთაველის ქ. #328-ში მდებარეობს, ხოლო გორში – ცხინვალის გზატკეცილი #8-ში.ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.ლოქერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ახლა უკვე ზუგდიდსა და გორში ფუნქციონირებს. სულ მალე კი ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს!
სიხარულით გაცნობებთ, რომ ლოქერით სარგებლობა უკვე რუსთავსა და თელავშიც შეგიძლიათ! რუსთავში ახალი ლოქერი ჟ. შარტავას 4-ში, ხოლო თელავში – დავით აღმაშენებლის 60ა-ში მდებარეობს. ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.შეგახსენებთ, რომ ლოქერები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში და მალე ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
თურქულ ონლაინ მაღაზიებში თითქმის ყველა სახის პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ბევრად იაფია! სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასურველი პროდუქციის იაფად შესაძენად, კომპანია USA2GEORGIA-მ Facebook ჯგუფი შექმნა, სადაც საინტერესო პროდუქტებს მუდმივად გაგაცნობთ. გარდა ამისა, პორტალზე news.usa2georgia.com კატეგორიაში “საინტერესო პროდუქტები” – როგორც ამერიკული, ასევე თურქული ონლაინ მაღაზიების და პროდუქტების შესახებ მუდმივად განახლებადი სიახლეები კონკრეტული ბმულებითაა ხელმისაწვდომი. ასე რომ, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!
სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეიდან ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში ლოქერები ამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ LOCKER.GE-ს საშუალებით ამანათების მიღებას შეუფერხებლად შეძლებთ! ამასთან, ლოქერები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონშიც ჩაირთვება. შეგახსენებთ, რომ ლოქერიდან ამანათის გატანა ფასიანია. სერვისის ღირებულება 4 ლარით განისაზღვრება, ამანათი კი ლოქერში 48 საათით განთავსდება, რეგიონების შემთხვევაში – 4 დღით. დამატებითი კითხვების შემთხვევაში იხილეთ LOCKER.GE – ხშირად დასმული კითხვების კატეგორია. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
USA2GEORGIA-ს ახალი ბრენდის TURKEY2GEORGIA-ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება – ამანათების ნაკადის ზრდამ თურქეთიდან ყოველდღიური რეისების დანიშვნა განაპირობა, რაც ამანათების მიღების პროცესს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს! ორ ქვეყანას შორის რეისები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე შესრულდება. აქვე შეგახსენებთ, რომ მაისში კომპანია სააქციო ტარიფით – $2-ად მოგემსახურებათ. მადლობას გიხდით მცირე დროში TURKEY2GEORGIA-ს შეყვარებისთვის და სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!
გაცნობებთ, რომ 9, 12 და 26 მაისს კომპანია USA2GEORGIA-ს ფილიალები, საკურიერო მომსახურება, ლოქერები, ცხელი ხაზი, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი და საბაჟო დეპარტამენტი ვერ მოგემსახურებათ. გმადლობთ ყურადღებისთვის!
რა შეიძლება, $2-ად შეიძინოთ? საყოფაცხოვრებო ნივთი, წიგნი თუ რაიმე გემრიელი სასუსნავი? ალბათ სამივე, მაგრამ იფიქრებდით, რომ ამ თანხად ტრანსკონტიტენტური ქალაქიდან საქართველოში 1კგ ამანათების ტრანსპორტირება შეგიძლიათ? სწორედ ამიტომ, სიხარულით გაცნობებთ USA2GEORGIA-ს ახალი ბრენდის – TURKEY2GEORGIA-ს სააქციო სიახლეს – 2 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თურქეთის საწყობში მიღებული ამანათების საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება $2 იქნება. ეს თანხა გავრცელდება თქვენთვის სასურველ სხვადასხვა პროდუქციაზე: ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, აქსესუარებზე, ავტომობილის ნაწილებზე და ა.შ. შეგახსენებთ, 50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება – მხოლოდ სასწორის/რეალური წონით ითვლება! თუ შოპინგის ხასიათზე დადექით, შეგახსენებთ იმ თურქულ ონლაინ მაღაზიებს, სადაც სხვადასხვა სახეობის პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველს შეარჩევთ. ხოლო თუ რომელიმე თურქულ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას დახმარება გჭირდებათ, მიჰყევით ინსტრუქციას.
გამოსცადეთ გადაზიდვების მომავალი USA2GEORGIA-სთან ერთად: AI-ზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მაღალი ეფექტურობის და კომფორტისთვისკეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაზიდვების და ლოგისტიკის მომავალში – ინდუსტრიაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი (AI) დიდი რევოლუციის წინამორბედია! ამ სტატიაში გაგაცნობთ, როგორ ახდენს AI ჩვენი სერვისების ტრანსფორმაციას – აშშ-ში ამანათების მიღებიდან საქართველოში მათ მიწოდებამდე, ეფექტურობის და მოხერხებულობის ახალი სტანდარტებით! სწრაფი შეტყობინებები – USA2GEORGIA-ს AI-ის სკანირების სისტემით USA2GEORGIA-ს მოწინავე AI ხელოვნური ინტელექტის სისტემა აღჭურვილია “თვალებით”, რომელიც თხევადი ლინზების ტექნოლოგიით ამანათების და მაინდენტიფიცირებელი ინფორმაციის დანახვას მყისიერად ახდენს. დამატებით, ის მაღალი სიხშირის 120 fps 8K ინდუსტრიულ ვიდეოკამერებს და ამანათების 3D ლაზერულ გამზომებს იყენებს, რათა სწრაფად ამოიცნოს, გააანალიზოს და შეგატყობინოთ საწყობში მიღებული ამანათების შესახებ,…