ჯერ კიდევ შარშან ანონსირებული იდეა დღეს უკვე რეალობად იქცა და კომპანია StarShip Technologies-მა დაიწყო უპილოტო, ავტონომიური რობოტების გამოცდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ივლიან და ამანათებს დაარიგებენ. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს რამოდენიმე ათეული ასეთი რობოტის გამოცდა. რობოტები საბაზისო ცენტრიდან 3-5 კმ-ის რადიუსით იმოძრავებენ და მიიტანენ ამანათს ადრესატამდე. გადაუჭრელი რჩება საკითხი, ივლიან თუ არა რობოტები ქუჩაში მანქანებთან ერთად. რამდენად არის საქართველო მზად ამ სიახლის მისაღებად?
Author: admin
USA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობა კომფორტულთან ერთად სასიამოვნოც გახდა. დღეიდან USA2GEORGIA-ში ნატურალური ეთერზეთებით გაჟღენთილი კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო გელით. ნატურალური ეთერზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობამ უკვე რამდენიმე ათასი წელია, იცის. ის მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, სტრესს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. ჩვენი სურვილია, ის რამდენიმე წუთი, რასაც USA2GEORGIA-ში გაატარებთ, თქვენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო გახდეს. იმედი გვაქვს, ნატურალური სურნელი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის შეიქმნა, პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ის მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.
ახალი დრონი 89კმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომელიც ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდებას შეკვეთიდან 30 წუთის განმავლობაში შესძლებს. დრონი-კურიერი შვეულმფრენის და თვითფრინავის ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდია, რაც საშუალებას აძლევს მას გადაფრინდეს 24კმ-ზე 89კმ/სთ სიჩქარით. წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, ახალი მოდელი შედარებით დიდი ზომისაა. ის ხმელეთიდან ვერტიკალურად ფრინდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურად მიფრინავს დანიშნულების პუნქტისკენ. ადგილზე მიფრენისას დრონი ასკანერებს მიმდებარე ტერიტორიას და არჩევს შესაბამის ადგილს დასაჯდომად.
USA2GEORGIA-ს ტერმინალებით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა – 24 ივლისიდან ტერმინალის კოდთან ერთად ასევე მიიღებთ შტრიხ კოდს, რომელიც შეგიძლიათ ტერმინალს მობილურიდან პირდაპირ მიანათოთ და ამანათები ტერმინალის კოდის აკრეფის გარეშე გაიტანოთ.
გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექაუნთიდან პლასტიკური ბარათებით გადახდები აღდგენილია. დამატებით შეგახსენებთ, რომ პლასტიკური ბარათებით გადახდა ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდებიდან: www.paybox.ge, www.gadaixade.ge, www.ipay.ge, www.mypay.ge, www.pay.ge, www.unipay.com
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ტერმინალების დადგმა დასრულდა და 25 მაისიდან ახალი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენს ფილიალში იქნება შესაძლებელია ამ ინოვაციური სერვისის დანერგვით, ამანათების მოლოდინის დრო მომსახურების ოფისებში 3-ჯერ შემცირდა. კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მათი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელს ელ-ფოსტით და SMS-ით ეგზავნება 10 ციფრიანი კოდი, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს. კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე…
დაპირებისამებრ, ტერმინალების მოწყობა სხვა ფილიალებშიც გრძელდება და უკვე დღეიდან, 18 მაისიდან ტერმინალებით სარგებლობა მიცკევიჩის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.
მოხარული ვართ, რომ USA2GEORGIA-ს ტერმინალებმა ვაჟა-ფშაველას ფილიალში ჩვენს მომხმარებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა! დაპირებისამებრ, მათი სხვა ფილიალებში განთავსება გრძელდება და უკვე ორშაბათს, 11 მაისიდან, ტერიმალებით სარგებლობა დიღმის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-მ თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვა დაიწყო. მათი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ. ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება. დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.
გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, ამანათის დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი ასე განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო ჯერზე – 100%-ით. მაგ.: თუ პროდუქცია $20 ღირს, ანუ მცირე ღირებულებისაა და მომხმარებელი $25 ან სულაც $15-ად დაადეკლარირებს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია 300 ლარზე მეტი ღირს, მაგ.: $400 და მომხმარებელი $30-ს მიუთითებს, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა, თუ პროდუქცია განბაჟებას ექვემდებარება. ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში, ამანათის მიღება დეკლარირებიდან 1 კვირით შეფერხდება, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება…