ელ-ფოსტაზე წარმატებული მუშაობის შემდეგ, K-AI-A მზადაა, კიდევ უფრო მეტი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით დაგეხმაროთ, რათა თქვენი გამოცდილება USA2GEORGIA-სთან უფრო მოსახერხებელი და მარტივი იყოს! K-AI-A უკვე ხელმისაწვდომია USA2GEORGIA-ს აპლიკაციაში, Facebook Messenger-სა და WhatsApp-ში. დიახ, სწორად წაიკითხეთ – K-AI-A-ს უკვე საკუთარი ტელეფონის ნომერი და Whatsapp აქვს! შეგიძლიათ, ის თქვენს Whatsapp-ის კონტაქტებში დაამატოთ ამ ბმულის ან QR კოდის მეშვეობით: https://wa.me/+14344235441 ეს საშუალებას მოგცემთ, მას დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24/7-ზე ეჩეთაოთ! K-AI-A არ არის უბრალოდ ჩატბოტი სტანდარტული პასუხებით. მისი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მას აქვს სრული წვდომა მონაცემთა ბაზასთან:K-AI-A-ს შეუძლია, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია თქვენი ამანათების შესახებ, მათ შორის ამანათის ზომა-წონის, დეკლარირების, განბაჟების, ფინანსური თუ სხვა მონაცემები. Ბევრი…
Author: admin
Amazon-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, კომპანიამ ამ დრომდე მსოფლიოს მასშტაბით ხუთ მილიარდზე მეტი ამანათის მიწოდება შეძლო. ეს მაჩვენებელი კი ნამდვილად რეკორდულია! ამ ყველაფრის მიზეზი ისაა, რომ გიგანტი კომპანია მუდმივად ცდილობს, ერთგულ მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი სერვისი შესთავაზოს, რაც გულისხმობს ამანათების ყველაზე სწრაფ მიწოდებას, რითაც უმეტესად Amazon Prime-ის წევრები სარგებლობენ. ამ სტატიაში გაგაცნობთ, როგორ ახერხებს მსოფლიო მასშტაბით ერთერთი ყველაზე მსხვილი კომპანია ლოგისტიკური პროცესების შეუფერხებელ მართვას. კომპანიის საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბოლო პერიოდში Amazon-ის მიწოდების ეფექტურობა ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიის მეშვეობით გაუმჯობესდა. სწორედ AI-ის საშუალებით, Amazon-ში შესაძლებელი გახდა ამანათების უფრო სწრაფი დახარისხება, დამუშავება და მათი შორ მანძილზე ტრანსპორტირების ორგანიზებაც იმგვარად, რომ ლოგისტიკური ჯაჭვი არ…
დღეიდან USA2GEORGIA-ს ანალიტიკურ-საინფორმაციო გუნდს მომხმარებელთათვის სწრაფი და ეფექტური უკუკავშირის გასაცემად – ინოვაციური AI ასისტენტი K-AI-A დაეხმარება, რომელიც თანამედროვე Machine Learning ალგორითმების წყალობით თავად სწავლობს ყოველი ახალი წერილიდან! ჩვენი უნიკალური AI მოდელი განსაკუთრებულია, რადგან ის 12 მილიონზე მეტი ქართული წინადადების კომბინაციის გამოყენებითაა გადამზადებული. ტრენინგის პროცესი Nvidia A100 GPU სერვერებზე ჩატარდა, რაც ამ მიზნისთვის ყველაზე მაღალი კლასის აპარატურაა, შედეგად, მივიღეთ სისტემა, რომელსაც ქართულად დასმული შეკითხვების სწორად გაგება და შესაბამისი პასუხების გაცემა შეუძლია. ხელოვნური ინტელექტი თქვენ მიერ გაგზავნილ მეილებს წაიკითხავს, გააანალიზებს და ჩვენს მუდმივად განახლებად ცოდნის ბაზაზე დაყრდნობით ყველაზე ზუსტ პასუხს მოამზადებს. AI სისტემის მთავარი მიზანია, მომხმარებელს მაქსიმალურად სწრაფად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე გასცეს…
მორიგი სასიამოვნო სიახლე მათ, ვინც ჩინური ონლაინ მაღაზიებიდან შოპინგითაა გატაცებული – გაგაცნობთ Pinbaba.com-ს – პლატფორმას, სადაც 4 გიგანტი კომპანიის პროდუქციაა თავმოყრილი. ესენია: მოგეხსენებათ, ჩინეთში ონლაინ შოპინგი არც ისე მარტივია, რადგან ონლაინ მაღაზიების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ჩინურ ენაზე ფუნქციონირებს; ამასთან ხშირად გადახდის საშუალებები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, CHINA2GEORGIA გახდა Pinbaba.com-ის პარტნიორი, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჩინეთში შოპინგი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს! პლატფორმა Pinbaba-თი სარგებლობა სტანდარტული ეტაპების გავლის შემდეგაა შესაძლებელი: მას შემდეგ, რაც Pinbaba-ზე პროდუქციას შეიძენთ, ის პირდაპირ თქვენს ჩინურ მისამართზე გამოიგზავნება, ხოლო CHINA2GEORGIA ამანათს საქართველოში ჩამოგიტანთ! გაითვალისწინეთ, რომ Pinbaba-ზე შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, CHINA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობისას, 2024 წლის 1 სექტემბრამდე ტრანსპორტირების ღირებულებაზე ფასდაკლებაა…
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაინტერესებული კომპანიების რიგებს ახლა უკვე სწრაფი კვების ინდუსტრიაც შეუერთდა: ამ შემთხვევაშიც AI-ს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და რიგი ოპერაციების გამარტივება აკისრია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ კარგი პროგრესი აჩვენა, რიგი გამოწვევები მაინც რჩება… CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში McDonald’s-მა ცოტა ხნის წინ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ავტომატური შეკვეთის ტექნოლოგიის გამოყენება დროებით შეაჩერა. ეს მოწყობილობა შტატების მასშტაბით McDonald’s Thru-ს 100-ზე მეტ ობიექტში გადიოდა ტესტირებას. სწრაფი კვების კომპანიის ინფორმაციით, რესტორნის ქსელებში AI-ის ინტეგრაციის შეჩერების მიზეზი “ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ამჟამინდელი შეზღუდვები და სირთულეებია”. შეკვეთების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, 2021 წლიდან McDonald’s-ი და IBM-ი შეკვეთების ავტომატური აღების ტექნოლოგიაზე მუშაობენ. “თუმცა, იმის მიუხედავად, რომ…