გაცნობებთ, რომ 9, 12 და 26 მაისს უქმე დღეებთან დაკავშირებით, კომპანია USA2GEORGIA-ს ფილიალები, საკურიერო მომსახურება, ცხელი ხაზი, საინფორმაციო სამსახურის გუნდი და საბაჟო დეპარტამენტი არ იმუშავებს! *თუ გსურთ ჩამოსული ამანათ(ებ)ის გატანა – არასამუშაო საათებისას, გთხოვთ, გადადით მითითებულ ბმულზე და გაეცანით შესაბამის ინსტრუქციას. გმადლობთ ყურადღებისთვის!
Author: Tatia
ჩინეთიდან გადაზიდვის მეთოდის (სახმელეთო/საჰაერო) არჩევა, თრექინგ-კოდის დამატებისას აღარ იქნება სავალდებულო. საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვის მისამართები გაიმიჯნა, შესაბამისად, ამანათის/ტვირთის ტრანსპორტირებისთვის შერჩეული მისამართი უკვე ნიშნავს გადაზიდვის სახეობის (საჰაეროს თუ სახმელეთოს) არჩევას. *დამატებით იხილეთ – ჩინეთის მისამართების განყოფილება თქვენს ექაუნთში. **გადაზიდვის სახეობის ძველი მეთოდით არჩევა, ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით. წესის უგულებელყოფის შემთხვევაში, 2025 წლის 1 აპრილიდან, ჩინეთის საწყობში ძველ მისამართზე მიღებული ამანათები/ტვირთები გამოიგზავნება – საჰაერო გზით.
CHINA2GEORGIA – გთავაზობთ სააქციო ტარიფს ჩინეთიდან საქართველოში სახმელეთო გზით სატვირთო გადაზიდვაზე. სააქციო ტარიფი: 1მ³ – $220*მინიმალური მოცულობა: 1მ³ აქციის ხანგრძლივობა: 2025 წლის 20 მარტიდან – 2025 წლის 1 ივნისამდე! სპეციალური შეთავაზება ხელმისაწვდომია – როგორც ბიზნესებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის. *გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტარიფი არ მოიცავს საბაჟო დოკუმენტაციის მომზადებას ჩინეთში და საბაჟო მოსაკრებლებს. დამატებითი ინფორმაციისთვის: [email protected]
Amazon-მა ახალი თაობის Alexa წარმოადგინა, რომელიც გენერაციული ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი. გიგანტ კომპანიაში იუწყებიან, რომ ახალი AI სისტემა შეუფერხებლად აერთიანებს მსხვილ ენობრივ მოდელებს, აგენტურ შესაძლებლობებს და სერვისებისა და მოწყობილობების უზარმაზარ ქსელს, რომელიც შეიქმნა საუბრის, პერსონალიზაციისა და ამოცანების შესრულების გასაუმჯობესებლად. ახალი თაობის Alexa სრულიად ახალი არქიტექტურული დიზაინით აიგო, რომელიც რობოტს ათასობით API-სთან აკავშირებს. ეს კი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდნენ ისეთ პლატფორმებს, როგორებიცაა GrubHub, Uber, Spotify და ჭკვიანი სახლის მოწყობილობები. Alexa-ს ასევე შეეძლება მრავალსაფეხურიანი დავალებების შესრულებაც, რაც მას კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს რეალურ პერსონალურ ასისტენტს – Alexa ახლა უკვე ისეთ რთულ დავალებებს შეასრულებს, როგორიცაა დაჯავშნა და კონტაქტებისთვის სხვადასხვა შეტყობინების გაგზავნა. ამ ყოველივეს გარდა,…
ᲡᲐᲡᲘᲐᲛᲝᲕᲜᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔ USA2GEORGIA-Ს ᲛᲔᲒᲝᲑᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ!ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲡᲐᲰᲐᲔᲠᲝ ᲓᲐ ᲡᲐᲮᲛᲔᲚᲔᲗᲝ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲐᲥᲪᲘᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘ ᲒᲠᲫᲔᲚᲓᲔᲑᲐ! CHINA2GEORGIA – ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲔᲑᲘ ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ (ᲡᲐᲰᲐᲔᲠᲝ ᲠᲔᲘᲡᲔᲑᲘᲗ): 1KG=$9 ▪️ტრანსპორტირების ღირებულება 1კგ-ზე $9 იქნება (მოცულობით და სასწორის წონებს შორის მაქსიმალურით). CHINA2GEORGIA – ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲔᲑᲘ ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲓᲐᲜ (ᲡᲐᲮᲛᲔᲚᲔᲗᲝ ᲠᲔᲘᲡᲔᲑᲘᲗ): ▪️30კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათები – $3.5/კგ (მხოლოდ რეალური/სასწორის წონით);▪️30კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათები – $2.5/კგ (მოცულობით და სასწორის წონებს შორის მაქსიმალურით). ᲠᲐᲪ ᲨᲔᲔᲮᲔᲑᲐ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲐᲥᲪᲘᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲡ: TURKEY2GEORGIA – ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲔᲑᲘ ᲗᲣᲠᲥᲔᲗᲘᲓᲐᲜ▪️50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება რეალური/სასწორის წონით – 1კგ = $3▪️50კგ და მეტი მოცულობითი წონის ამანათების – ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება მოცულობით და სასწორის წონებს შორის მაქსიმალურით – 1კგ = $1 *ᲡᲐᲐᲥᲪᲘᲝ ᲢᲐᲠᲘᲤᲔᲑᲘᲡ ᲮᲐᲜᲒᲠᲫᲚᲘᲕᲝᲑᲐ:…
Amazon-ი ამანათების მიწოდების სისწრაფითაა ცნობილი, თუმცა ალბათ ხშირად დაინტერესებულხართ, მაინც რამდენად სწრაფია ამ გიგანტი კომპანიის მიწოდების სერვისი? თუ თქვენ Amazon Prime-ის წევრი ხართ, როგორც იცით, ეს პრიორიტეტული სერვისი ამანათების მიღებას მაქსიმალურად მცირე დროში გთავაზობთ. თუ წევრი არ ხართ, შეგიძლიათ, რეგისტრაციის მარტივი წესები ამ სტატიაში წაიკითხოთ. ჯერ კიდევ 2015 წელს Amazon-მა Prime სერვისის წევრებს ამანათების შესყიდვის დღესვე მიწოდების სერვისი შესთავაზა. ამ 10 წლის განმავლობაში სწრაფი მიწოდების სერვისმა აშშ-ის მეტროპოლიტენის 140-ზე მეტი ზონა დაფარა, რაც საშუალებას აძლევს Prime-ის კიდევ უფრო მეტ წევრს, ამანათები არა მხოლოდ მოხერხებულად, არამედ სწრაფადაც მიიღონ. ამანათების შესყიდვის დღესვე მიწოდება მილიონობით პროდუქტზე ვრცელდება, მათ შორის ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე, საოჯახო ნივთებზე, სილამაზისა…
Amazon Prime წლებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. Prime-ის წევრებს ხელი მიუწვდებათ ამანათების სწრაფ და უფასო მიწოდებაზე, მნიშვნელოვან დანაზოგებზე, კომფორტულ მომსახურებასა და გასართობ კონტენტზე. თუ ჯერ არ გისარგებლიათ ამ სერვისით, ეს სტატია თქვენთვისაა – გასწავლით, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Amazon Prime-ის საწევროში. სმარტფონით Amazon Prime-ზე რეგისტრაციისთვის, მიჰყევით შემდეგ ეტაპებს: ამერიკული მისამართით რეგისტრაციისას, Amazon Prime-ის ყოველთვიური საფასური $14,99-ს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური – $139-ს. Amazon ასევე გთავაზობთ დამატებით, ფასდაკლებულ წევრობის ვარიანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულარული Prime წევრობის ზუსტად იგივე ღირებულ სარგებელს, პლუს ამას – 300 მილიონზე მეტი ნივთის შეძენის შემდეგ – უფასო მიწოდებას. განსაკუთრებული ტარიფი მოქმედებს ახალგაზრდებისთვის – 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს…
USA2GEORGIA-ს გუნდმა სერვის-ცენტრების გარე პერიმეტრზე 24-საათიანი ლოქერები დაამონტაჟა. გარეთ განთავსებული ლოქერები შესაძლებლობას მოგცემთ, ამანათი არასამუშაო საათებისას გაიტანოთ! ამანათის გარე ლოქერში განთავსებისათვის საჭიროა: USA2GEORGIA-ს თქვენი ექაუნთიდან მოითხოვოთ ამანათის ლოქერში გადამისამართება.თუ გსურთ, რომ ამანათი იმავე ღამეს დაგხვდეთ გარე ლოქერში, გთხოვთ, სამუშაო საათებისას დააფიქსიროთ აღიშნული მოთხოვნა; მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ: მიიღებთ შეტყობინებას თქვენი ამანათის ლოქერში განთავსების შესახებ;ლოქერის კოდის საშუალებით, გახსნით უჯრას და მიიღებთ ამანათს თქვენთვის ხელსაყრელ დროს – მომდევნო 24 საათის განმავლობაში! ლოქერის უჯრები ლიმიტირებულია, შესაბამისად, ლიმიტირებულია განთავსების დროც: გარე ლოქერში ამანათის განთავსების შესახებ მიღებული SMS-შეტყობინებიდან – 24 საათის განმავლობაში შეძლებთ ლოქერის უჯრით სარგებლობას! *24 საათის გასვლის შემდეგ კი, ამანათის არ-გატანის შემთხვევაში, ამანათი იმავე…