Author: Tatia

Amazon-ი ამანათების მიწოდების სისწრაფითაა ცნობილი, თუმცა ალბათ ხშირად დაინტერესებულხართ, მაინც რამდენად სწრაფია ამ გიგანტი კომპანიის მიწოდების სერვისი? თუ თქვენ Amazon Prime-ის წევრი ხართ, როგორც იცით, ეს პრიორიტეტული სერვისი ამანათების მიღებას მაქსიმალურად მცირე დროში გთავაზობთ. თუ წევრი არ ხართ, შეგიძლიათ, რეგისტრაციის მარტივი წესები ამ სტატიაში წაიკითხოთ. ჯერ კიდევ 2015 წელს Amazon-მა Prime სერვისის წევრებს ამანათების შესყიდვის დღესვე მიწოდების სერვისი შესთავაზა. ამ 10 წლის განმავლობაში სწრაფი მიწოდების სერვისმა აშშ-ის მეტროპოლიტენის 140-ზე მეტი ზონა დაფარა, რაც საშუალებას აძლევს Prime-ის კიდევ უფრო მეტ წევრს, ამანათები არა მხოლოდ მოხერხებულად, არამედ სწრაფადაც მიიღონ. ამანათების შესყიდვის დღესვე მიწოდება მილიონობით პროდუქტზე ვრცელდება, მათ შორის ტანსაცმელ-ფეხსაცმელზე, საოჯახო ნივთებზე, სილამაზისა…

Read More

Amazon Prime წლებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. Prime-ის წევრებს ხელი მიუწვდებათ ამანათების სწრაფ და უფასო მიწოდებაზე, მნიშვნელოვან დანაზოგებზე, კომფორტულ მომსახურებასა და გასართობ კონტენტზე. თუ ჯერ არ გისარგებლიათ ამ სერვისით, ეს სტატია თქვენთვისაა – გასწავლით, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Amazon Prime-ის საწევროში. სმარტფონით Amazon Prime-ზე რეგისტრაციისთვის, მიჰყევით შემდეგ ეტაპებს: ამერიკული მისამართით რეგისტრაციისას, Amazon Prime-ის ყოველთვიური საფასური $14,99-ს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური – $139-ს. Amazon ასევე გთავაზობთ დამატებით, ფასდაკლებულ წევრობის ვარიანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულარული Prime წევრობის ზუსტად იგივე ღირებულ სარგებელს, პლუს ამას – 300 მილიონზე მეტი ნივთის შეძენის შემდეგ – უფასო მიწოდებას. განსაკუთრებული ტარიფი მოქმედებს ახალგაზრდებისთვის – 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს…

Read More

USA2GEORGIA-ს გუნდმა სერვის-ცენტრების გარე პერიმეტრზე 24-საათიანი ლოქერები დაამონტაჟა. გარეთ განთავსებული ლოქერები შესაძლებლობას მოგცემთ, ამანათი არასამუშაო საათებისას გაიტანოთ! ამანათის გარე ლოქერში განთავსებისათვის საჭიროა: USA2GEORGIA-ს თქვენი ექაუნთიდან მოითხოვოთ ამანათის ლოქერში გადამისამართება.თუ გსურთ, რომ ამანათი იმავე ღამეს დაგხვდეთ გარე ლოქერში, გთხოვთ, სამუშაო საათებისას დააფიქსიროთ აღიშნული მოთხოვნა; მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ: მიიღებთ შეტყობინებას თქვენი ამანათის ლოქერში განთავსების შესახებ;ლოქერის კოდის საშუალებით, გახსნით უჯრას და მიიღებთ ამანათს თქვენთვის ხელსაყრელ დროს – მომდევნო 24 საათის განმავლობაში! ლოქერის უჯრები ლიმიტირებულია, შესაბამისად, ლიმიტირებულია განთავსების დროც: გარე ლოქერში ამანათის განთავსების შესახებ მიღებული SMS-შეტყობინებიდან – 24 საათის განმავლობაში შეძლებთ ლოქერის უჯრით სარგებლობას! *24 საათის გასვლის შემდეგ კი, ამანათის არ-გატანის შემთხვევაში, ამანათი იმავე…

Read More

გვსურს, გაგაცნოთ თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზება: 2025 წლის 1-ელ მარტამდე CHINA2GEORGIA პარტნიორი კომპანია PINBABA-ს ამანათებზე სახმელეთო შეკვეთის მიწოდებას – სრულიად უფასოდ გთავაზობთ! ონლაინ-მაღაზია PINBABA გთავაზობთ:▪️კონკურენტულ საბითუმო ფასებს – სანდო ჩინური მომწოდებლებისგან;▪️ათასობით საბითუმო პროდუქტზე წვდომას;▪️მოქნილ საგადახდო სისტემას (მათ შორის, ქართული საბანკო ბარათით);▪️და, რაც მთავარია აქციის ფარგლებში – უფასო სახმელეთო ტრანსპორტირებას PINBABA-ს ამანათებზე. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა მარტივია: პროდუქციის არჩევანი მოიცავს: *გთხოვთ, გაითვალისწინეთ – აქციის ფარგლებში უფასო ტრანსპორტირება ვრცელდება მხოლოდ – სახმელეთო გადაზიდვაზე! კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელ-ფოსტაზე, E-mail: [email protected] პატივისცემით,CHINA2GEORGIA-ს გუნდი P.S. თუ კონკრეტულ პროდუქტებს ეძებთ, მოგვწერეთ და ჩვენ მოვიძიებთ მათ კონკურენტულ ფასად – უფასო სახმელეთო მიწოდების პირობით!

Read More

Amazon Nova – გიგანტი ამერიკული კომპანია Amazon-ის მორიგი ინოვაციური პროექტია. ის ბოლო თაობის გენერაციული ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც განახლებული შესაძლებლობები აქვს – Amazon Nova-ს საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ AI სხვადასხვა ამოცანებისთვის გამოიყენონ (ვიდეოების, სქემების და დოკუმენტების გაგება ან მულტიმედიური კონტენტის შექმნა). ამ ინოვაციური უნარების წყალობით, Amazon Nova მომხმარელებისთვის, საწარმოებისა და დეველოპერებისთვის რთულ AI აპლიკაციებს გაამარტივებს. Amazon Nova სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ მოდელებს გვთავაზობს. მის ფუნქციებს შორისაა სწრაფი, მოკლეტექსტური შეტყობინებების შექმნა მაღალი სიჩქარით და დაბალი ღირებულებით. Amazon Nova Premier გამოირჩევა რთული მსჯელობითა და სხვადასხვა მოდელის სწავლებით, ხოლო Amazon Nova Canvas და Reel სპეციალიზირებულია სურათებისა და ვიდეოების გენერირებაში. ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელები, კონკურენტებთან შედარებით, რამდენიმე…

Read More

გსურთ, იცოდეთ, ზუსტად როდის მიიღებთ Amazon-ის ამანათს? ეს შეგიძლიათ, მარტივად შეამოწმოთ სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებით. აი, რა უნდა იცოდეთ Amazon-ის ამანათების მდებარეობის კონტროლის შესახებ: თუ კომპიუტერს იყენებთ, შედით ვებ-გვერდზე amazon.com და შემდეგ დაკლიკეთ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში – “Returns & Orders”-ზე. Amazon-ის ამანათის კონტროლი მობილურიდანაც შესაძლებელია: გადმოწერეთ Amazon-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდით, შემდეგ დაკლიკეთ person icon-ზე. განყოფილება “Your Orders”-ში შეგიძლიათ, არსებულ და სამომავლოდ მისაწოდებენ შეკვეთებს გადახედოთ, მეტი ინფორმაციისთვის კი დაკლიკეთ “see all”-ზე. თუ აპლიკაციის გადმოწერა არ გსურთ, შეგიძლიათ amazon.com-ზე ნებისმიერი მობილური ბრაუზერით შეხვიდეთ, მაგალითად, safari-ით. ამ შემთხვევაში, მარჯვენა ზედა კუთხეში დაკლიკეთ person icon-ზე და შემდეგ “Track & Manage Your Orders”-ზე. იცით თუ არა,…

Read More

ამანათის დეკლარაცია გაქვთ შესავსები და ამისთვის ვერ მოიცალეთ? არ იდარდოთ, ამას თქვენს ნაცვლად USA2GEORGIA-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი K-AI-A გააკეთებს! დღეიდან USA2GEORGIA-ს ექაუნთში ამანათების დეკლარაციის შევსება K-AI-A-ს საშუალებით შეგეძლებათ და ამისთვის თქვენგან მხოლოდ ამანათის შესყიდვის ორდერის ატვირთვაა საჭირო. გაგაცნობთ უფრო დეტალურ ინსტრუქციას: მარტივია, არა? სწორედ ესაა კომპანია USA2GEORGIA-ს მიზანიც – რომ თქვენთვის, მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისებით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს! ვიდეო ინსტრუქციას იხილავთ აქ. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მრავალფეროვანი შოპინგი გისურვოთ!

Read More