მოგესალმებით CARGO2GEORGIA,
ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთი, ჩინეთი და აშშ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში წამყვან პოზიციებს უცვლელად იკავებენ. სწორედ ამიტომ, ამანათების გადაზიდვის სფეროს ლიდერმა კომპანია USA2GEORGIA-მ მომსახურების გაფართოება გადაწყვიტა. USA2GEORGIA-ს ჰოლდინგურ კომპანიას დაემატა ახალი ბრენდი CARGO2GEORGIA, რომელიც ახორციელებს ტვირთების ტრანს-კონტინენტურ გადაზიდვებს.
CARGO2GEORGIA მომხმარებელს სთავაზობს როგორც ჩინეთიდან და ამერიკიდან საზღვაო/საკონტეინერო, ასევე თურქეთიდან სატრაილერო გადაზიდვებს, როგორც სრული, ისე – ჯგუფური ტვირთებისთვის.
თქვენ, როგორც თურქეთიდან სატრაილერო გადაზიდვებით დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ქართული ეკონომიკის აღმასვლაში, გვსურს, შემოგთავაზოთ ტრანპორტირების განსაკუთრებული სააქციო პირობები:
- სახმელეთო გზით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება თურქეთიდან – ნაკრები ტვირთის შემთხვევაში, 1 კუბის საფასური შეადგენს მხოლოდ $70 -ს;
- ტვირთის ჩვენს საწყობში მიტანიდან, დაახლოებით ერთ კვირაში გამოიგზავნება საქართველოს მიმართულებით;
- თურქეთში, ჩვენი საწყობი მდებარეობს თექირდაგში.
- საზღვაო გზით ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება (FOB) ჩინეთიდან – 1 კუბის საფასური შეადგენს მხოლოდ $150 -ს;
- ჩინეთში, ჩვენი საწყობი მდებარეობს დონგუანში.
აღნიშნული აქცია, ტრანსპორტირების განსაკუთრებულად დაბალ ფასებზე, უკვე აქტიურია და ძალაშია 1-ელ სექტემბრამდე.
მოასწარით აქციის პირობებით სარგებლობა! დაგეგმეთ, თქვენი ტვირთების ტრანსპორტირება ჩვენთან ერთად და მიიღეთ ტრანსპორტირების საუკეთესო პირობები.
ჩვენთან თანამშრომლობისა და ტვირთის ტრანსპორტირების პროცედურის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, შეგვიძლია, ჩავნიშნოთ საკონსულტაციო შეხვედრა ან სატელეფონო გასაუბრება.
ჩვენ ვქმნით თქვენს ტვირთზე მორგებულ სერვისებს, მსოფლიოს სამი კონტინეტიდან.
პატივისცემით,
CARGO2GEORGIA