სიხარულით გაცნობებთ, რომ უკვე ბათუმშიც შესაძლებელია ქალაქის შიდა საკურიერო სერვისით – ექსპრესკურიერით სარგებლობა. USA2GEORGIA-ს მომსახურების პირობების თანახმად, ბათუმშიც, ისევე როგორც თბილისში, ექსპრესკურიერის მომსახურების ღირებულება ყოველ 10 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 6 ლარს. 10 კგ-დან 20 კგ.მდე – 12 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 20 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე – 1.00 ლარით. ექსპრესკურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში “ჩამოსულია” უნდა გაკეთდეს მოთხოვნა “საკურიერო მომსახურება” ღილაკზე დაჭერით. საკურიერო სერვისი ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 2 სამუშაო დღეს.
Author: Tatia
ალბათ, გახსოვთ ის დრო, როცა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის თუ სამოსის შესაძენად თურქეთში წასვლა ერთადერთი ალტერნატივა იყო იმისთვის, რომ შოპინგისას თანხა დაგეზოგათ. თამამად უნდა ითქვას, რომ ეს დრო დასრულდა და TURKEY2GEORGIA-მ ახალი ეპოქა დაიწყო! ახლა უკვე აღარ დაგჭირდებათ საქართველო-თურქეთის საზღვრის დამღლელი გზის და უამრავი პროცედურის გავლა, საჭირო საბუთების შეგროვება, ტვირთის წონისა და მოცულობის შეზღუდვის და საბაჟო გადასახადების გათვალისწინება და შოპინგის პროცესი თქვენთვის ნამდვილად სასიამოვნო და კომფორტული გახდება! თუკი თქვენთვის თურქეთში შოპინგი ერთგვარი რუტინაა, ჩათვალეთ, რომ ეს ყველაფერი ახლა სახლიდან გაუსვლელად შეგეძლებათ და, რაც მთავარია, თქვენთვის სასურველ დროს! დაუჯერებლად ჟღერს, არა? არადა, ეს უკვე შესაძლებელია! ამ ყველაფერს კი რეალობად ლოგისტიკის სფეროში 15-წლიანი…
ბათუმს, რომელიც საქართველოს ერთერთი მთავარი ურბანული ცენტრია და მრავალფეროვანი კომერციული დაწესებულებებითაა განთქმული, ახლა TURKEY2GEORGIA-სთან ერთად, ახალი შესაძლებლობები ეხსნება – კომპანია USA2GEORGIA ამაყია, რომ ახალი ბრენდის ფილიალი სწორედ აჭარის ამ უმშვენიერეს ცენტრში, ბიზნეს ჰაბში გაიხსნა! ჩვენს მომხმარებლებს – როგორც კერძო პირებს, ასევე ორგანიზაციებს ამანათების მიღება უკვე ბათუმის ფილიალიდან ბევრად კომფორტულად და მოხერხებულად შეუძლიათ. ბათუმშიც, ისევე როგორც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალებში, ამანათების დისტანციური განბაჟების გამარტივებულ პროცედურებთან ერთად, თვითმომსახურების ტერმინალებით სარგებლობაც შესაძლებელია! გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ ბათუმში “ვისოლის” (ტბელ აბუსერიძის ქ. #24) და “სოკარის” (შერიფ ხიმშიაშვილის ქ. #9) ბენზინგასამართ სადგურებზე USA2GEORGIA-ს ლოქერები მდებარეობს, საიდანაც ამანათების მიღება კიდევ უფრო ხელსაყრელად – დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ.…
USA2GEORGIA-ს თქვენთვის სასიხარულო სიახლე აქვს: დღეს, 8 სექტემბერს, კომპანია ახალ ფილიალს აჭარის უმშვენიერეს ქალაქ ბათუმში ხსნის! USA2GEORGIA-ს ბათუმის ფილიალის მისამართია – პეტრე მელიქიშვილის ქუჩა N73. ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე გავლენა ისევ და ისევ კომპანიის ურიცხვი მომხმარებლის თხოვნამ მოახდინა, მორიგი ფილიალის ბათუმში გახსნით, USA2GEORGIA მომსახურების და ინოვაციების გაფართოების ერთგული რჩება! ბათუმში, პეტრე მელიქიშვილის N73-ში მომხმარებელს კომფორტული გარემო დახვდება, სადაც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალების მსგავსად, ამანათების დისტანციური განბაჟების გამარტივებულ პროცედურებთან ერთად, თვითმომსახურების ტერმინალებით სარგებლობაც შესაძლებელია!სწორედ ამ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპანია USA2GEORGIA მომხმარებლისთვის ამანათების სწრაფად, მარტივად და კომფორტულად მიღებას უზრუნველყოფს. რამდენადაც ბრენდი ფართოვდება, აშკარაა, რომ USA2GEORGIA-ს სერვისებით სარგებლობა არა მხოლოდ ამანათების აშშ-დან და თურქეთიდან მიღებას…
ამერიკული გიგანტი კომპანია Amazon-ი მომხმარებლებთან გასაგზავნი ამანათების შიგთავსის შესამოწმებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. უფრო ზუსტად, AI კომპანიის თანამშრომლებს დეფექტური პროდუქციის აღმოჩენაში ეხმარება. ამის შესახებ თავად Amazon-ის საინფორმაციო პორტალზე წერენ. Amazon-ის თანამშრომელთა განმარტებით, კომპანიის საწყობში განთავსების შემდეგ, თითოეულ ამანათზე ექვსპუნქტიანი ვიზუალური შემოწმების პროცედურა ტარდება. თანამშრომლების თქმითვე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი ამოცანაა, ამ საქმის შესრულება მათ ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცილებით ეფექტურია. მსგავსი დავალებით დაპროგრამებული ხელოვნური ინტელექტი გერმანიაში, ბერლინში Amazon Fulfillment Technologies-ის მეცნიერთა გუნდის მიერ შეიქმნა. მკვლევარები AI-ის მოწინავე შესაძლებლობებს მუდმივად ავითარებენ, რათა საბოლოოდ Amazon-ის ამანათებმა მომხმარებლამდე სრულიად უდეფექტოდ მიაღწიოს. რაც შეეხება უშუალოდ დაზიანების გამოვლენის ტექნოლოგიას, ის მონაცემთა ფართო ბაზას ეყრდნობა…
სიხარულით გაცნობებთ, რომ მრავალრიცხოვან მომხმარებელთა თხოვნით, TURKEY2GEORGIA სააქციო ფასდაკლებას ახანგრძლივებს – მთელი ზაფხულის განმავლობაში 1კგ ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება $2 იქნება! შეგახსენებთ, რომ აქცია 1 მაისს დაიწყო და ახლა უკვე ივნისის, ივლისისა და აგვისტოს განმავლობაშიც ძალაში იქნება. ასევე შეგახსენებთ, რომ 50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება რეალური (სასწორის) წონით დაითვლება, ხოლო 50კგ-ის ზემოთ – მოცულობითი წონის გათვალისწინებით. ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!
ლოქერით სარგებლობა უკვე ზუგდიდსა და გორშიც შესაძლებელია. ზუგდიდში ახალი ლოქერი რუსთაველის ქ. #328-ში მდებარეობს, ხოლო გორში – ცხინვალის გზატკეცილი #8-ში.ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.ლოქერები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ახლა უკვე ზუგდიდსა და გორში ფუნქციონირებს. სულ მალე კი ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს!
სიხარულით გაცნობებთ, რომ ლოქერით სარგებლობა უკვე რუსთავსა და თელავშიც შეგიძლიათ! რუსთავში ახალი ლოქერი ჟ. შარტავას 4-ში, ხოლო თელავში – დავით აღმაშენებლის 60ა-ში მდებარეობს. ორივე ლოქერიდან ამანათების გატანა კვირაში 7 დღე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ! შეგახსენებთ, რომ ლოქერით სარგებლობის ღირებულება 4 ლარია, ხოლო თქვენი ამანათები ლოქერებში 4 დღით განთავსდება.შეგახსენებთ, რომ ლოქერები უკვე ფუნქციონირებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში და მალე ქსელი მთელ საქართველოს დაფარავს. გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
თურქულ ონლაინ მაღაზიებში თითქმის ყველა სახის პროდუქცია ადგილობრივ ბაზართან შედარებით, ბევრად იაფია! სწორედ ამიტომ, თქვენთვის სასურველი პროდუქციის იაფად შესაძენად, კომპანია USA2GEORGIA-მ Facebook ჯგუფი შექმნა, სადაც საინტერესო პროდუქტებს მუდმივად გაგაცნობთ. გარდა ამისა, პორტალზე news.usa2georgia.com კატეგორიაში “საინტერესო პროდუქტები” – როგორც ამერიკული, ასევე თურქული ონლაინ მაღაზიების და პროდუქტების შესახებ მუდმივად განახლებადი სიახლეები კონკრეტული ბმულებითაა ხელმისაწვდომი. ასე რომ, წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!
USA2GEORGIA-ს ახალი ბრენდის TURKEY2GEORGIA-ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება – ამანათების ნაკადის ზრდამ თურქეთიდან ყოველდღიური რეისების დანიშვნა განაპირობა, რაც ამანათების მიღების პროცესს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს! ორ ქვეყანას შორის რეისები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყოველდღე შესრულდება. აქვე შეგახსენებთ, რომ მაისში კომპანია სააქციო ტარიფით – $2-ად მოგემსახურებათ. მადლობას გიხდით მცირე დროში TURKEY2GEORGIA-ს შეყვარებისთვის და სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!