Author: Tatia
მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ კომპანია USA2GEORGIA გაფართოებას აგრძელებს და მომხმარებლებს ახალ, თურქულ მისამართსაც გთავაზობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ შოპინგი უკვე თურქეთიდანაც შესაძლებელი გახდება – ამჯერად, სახმელეთო გზით. ამ მიზნით მომუშავე ბრენდის სახელწოდება კი TURKEY2GEORGIA-ა. ახალი, მთლიანად ავტომატიზებული, ულტრათანამედროვე საფოსტო საწყობი სტამბოლთან ახლოს მოეწყო. ლოკაციის შერჩევის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტრანსკონტიტენტური ქალაქი თურქეთის ეკონომიკური და კულტურული ცენტრია, სადაც უმსხვილესი სავაჭრო ობიექტების სათავო და ადმინისტრაციული ოფისები მდებარეობს, რაც საბოლოოდ ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების სწრაფი და მარტივი გარანტია. ბოლო რამდენიმე თვეა, ტრანსკონტინენტურ ქალაქში საფოსტო ქსელის განვითარებაზე აქტიურად ვმუშაობთ. დელავერის შტატის შემდეგ მეორე, დიდი და ულტრათანამედროვე, მთლიანად ავტომატიზებული საფოსტო საწყობი – თურქეთის უდიდეს ქალაქ…
სტარტაპ კომპანია Zipline-მა თვითმართვადი დრონი შექმნა, რომლის საშუალებითაც ამანათების მიღებაა შესაძლებელი. ასეთი ტიპის ჭკვიანი მოწყობილობა თავდაპირველად რუანდაში გაიტესტა, სადაც დრონმა საავადმყოფოებში სხვადასხვა სამედიცინო მასალა მიიტანა. ამის შემდეგ, სულ მალე კი სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა სტარტაპმა სამომხმარებლო არეალი 6 ქვეყანაში გააფართოვა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNBC წერს. რაც შეეხება Zipline-ის დრონის ბოლო მოდელს, მისი პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ახალ მოდელში გაუმჯობესებულია გადაადგილების დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს დღეიდან ამანათების მიღება გაცილებით უფრო სწრაფად შეეძლებათ და ეს პირობა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქშიც კი შესრულდება. Zipline-ის ახალ დრონს სახელად P2 Zip-ი ჰქვია და მას 3.6 კგ-მდე წონის ტვირთის ტრანსპორტირება…