Author: Tatia

ყოველწლიურად, 15 მარტს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს USA2GEORGIA-ც უერთდება და, უპირველეს ყოვლისა, ყველა მომხმარებელს მადლობას გიხდით ერთგულებისთვის! დაარსების დღიდან USA2GEORGIA საუკეთესო საფოსტო სერვისის შეთავაზებაზე იყო ორიენტირებული. ჯერ კიდევ 2008 წელს, ანუ მაშინ, როცა კომპანია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მისი მთავარი მისია და მიზანი მკაცრად განისაზღვრა – USA2GEORGIA უნდა ყოფილიყო მუდმივად მომხმარებელზე ფოკუსირებული კომპანია. დღესაც ზუსტად ისე, როგორც 15 წლის წინ, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი აგრძელებს დაუღალავ შრომას იმისთვის, რომ თქვენ ერთერთი საუკეთესო სერვისი მიიღოთ. თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება კი ემსახურება იმას, რომ მომხმარებლებს USA2GEORGIA-ს მიმართ სანდოობა ჰქონდეთ და კომპანიას იცნობდნენ, როგორც საფოსტო ინდუსტრიის მნიშვნელოვან ინოვატორს. ეს კი იმას…

Read More

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ დღეიდან მუშაობას ახალი საინფორმაცია პორტალი – news.usa2georgia.com იწყებს. ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია კომპანიის სიახლეებზე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სიახლეებზე, საინტერესო პროდუქტებზე და ა.შ. ამავე ვებ-გვერდზე მიიღებთ ცნობებს რეისების შესახებ. ასე რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს!

Read More

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველოში ონლაინ გაყიდვებმა მნიშვნელოვნად მოიმატა – ხალხი თითქმის ყველა სახეობის პროდუქციას ვირტუალურად, ონლაინ მაღაზიებში იძენს და რამდენიმე დღეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამანათის სახით მათთვის სასურველ ლოკაციაზე – გადამზიდი კომპანიის ფილიალში, საკურიერო სერვისით ან ელექტრონული კარადის – იგივე ლოქერის საშუალებით იღებს. ლოქერი საქართველოში 2019 წელს გამოჩნდა და ის ამერიკული გიგანტის – Amazon Locker-ის ანალოგია. ამ მაღალტექნოლოგიური ინოვაციის ჩვენს ქვეყანაში დანერგვით, საფოსტო-საექსპედიტორო ინდუსტრიაში კომპანია USA2GEORGIA-მ კიდევ ერთი სიტყვა თქვა. საინტერესო კი ისაა, რა მსგავსება და განსხვავებებია ქართულ და ამერიკულ ლოქერებს შორის. ონლაინ მაღაზიაში პროდუქციის შეძენის შემდეგ მის მიღებას, როგორც წესი, მოუთმენლად ველით ხოლმე. თუმცა, ყოველთვის ზუსტად არ ვიცით, ამანათის…

Read More

სამხრეთ კორეული სატელეკომუნიკაციო კომპანია SK Telecom-ი 2025 წლისთვის მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას გეგმავს და ელის, რომ სამომავლოდ, ტაქსი კომპანიისთვის “მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანას” შეძლებს. ამის შესახებ CNBC წერს. ამერიკული გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის ბაზრისთვის საჰაერო ტაქსის შესაქმნელად გასულ წელს, SK Telecom-ი ამერიკულ კომპანია Joby Aviation-თან დაკონტრაქტდა, ეს უკანასკნელი ე.წ. ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო მანქანების მწარმოებელი კომპანიაა. რაც შეეხება ელექტრონულ მფრინავ ტაქსს, ის განიხილება, როგორც ხალხის გადაადგილების საშუალება, რომლის მისიაც დიდ ქალაქებში სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა იქნება. “2025 წელს საჰაერო ტაქსები ჩაეშვება, ხოლო მაშინ, როცა მისი მომსახურების ხარისხი ფართო საზოგადოებისთვის მისაღები გახდება, მომსახურების სფეროს გაფართოების პოტენციალიც გაჩნდება, რაც ლოგისტიკის და ტურიზმის სექტორების…

Read More

ამერიკელ მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის (ACSI) ბოლო მონაცემებით, Amazon-ი რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის ღირებულების და მრავალფეროვნების კრიტერიუმებით, ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია მომხმარებელთა რჩეულია. Amazon-ში აცხადებენ, რომ დაარსებიდან დღემდე კომპანიის საცალო ვაჭრობის სტრატეგია სამ ძირითად პრიორიტეტზეა ორიენტირებული, ესენია: პროდუქციის ღირებულება, ფასი და მათი შეძენის კომფორტულობა. ამას გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ადასტურებს. ACSI მომხმარებელთა კმაყოფილების ობიექტური საზომია, რომელშიც ამა თუ იმ კომპანიის რეიტინგი სამომხმარებლო გამოცდილების მიხედვით დგება. ACSI-ის გამოკითხვაში Amazon-ი პირველ პოზიციაზე შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: მომხმარებელთა ლოიალობა, მომსახურების ხარისხი, მომხმარებელთა მოლოდინების დაკმაყოფილება და ასევე ის ფაქტორი, თუ რამდენად ხშირად უწევენ მომხმარებლები Amazon-ს რეკომენდაციას. “დღეს, როცა გლობალურად მომხმარებელს უამრავი არჩევანი…

Read More

Amazon-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Zoox-ის შექმნილი რობოტაქსი კალიფორნიის ქუჩებში გაუშვა. სპეციალისტებმა რობოტი ტაქსის სატესტო რეჟიმზე მუშაობა 11 თებერვალს დაიწყეს. ეს კი, კომპანიის განცხადებით, თვითმართვადი ავტომობილების ხელმისაწვდომობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. “თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალების პირველი გაშვების გამოცხადებით, ჩვენ ამ ინდუსტრიის პროგრესს ვაუმჯობესებთ. Zoox-ის მიერ შექმნილი რობოტაქსის კალიფორნიის ქუჩებში საცდელად გაშვება კი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მთავარ მიზანთან – თვითმართვადი ტაქსის სერვისით ხალხმა რაც შეიძლება მალე ისარგებლოს,” – წერია Zoox-ის აღმასრულებელი დირექტორის აიჩა ევანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ ეტაპზე თვითმართვადი ტაქსით სარგებლობა მხოლოდ Zoox-ის თანამშრომლებს შეუძლიათ და ამ გზით ისინი კომპანიის ორ საოფისე კამპუსს შორის…

Read More

კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. „ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი – ადამიანები, რომლებიც წლებია ჩვენთან ერთად მოდიან, ან თუნდაც პირველად ისარგებლეს USA2GEORGIA-ს სერვისით, გვიყვარს ყველა, ვისაც სჯერა ჩვენი, ათასობით კილომეტრის სიშორეზე გვანდობს თავის ნივთებს, რომლებიც ხშირად მათი ახდენილი ოცნებებია და სულმოუთქმენლად ელის როდის ჩამოვუტანთ აშშ-დან საქართველოში. 15 წელია დიდი სიყვარულითა და მონდომებით ვაშენებთ USA2GEORGIA-ს ბრენდს, ვცდილობთ ვიყოთ ადამიანების საიმედო დასაყრდენი, ერთგული პარტნიორი და მივცეთ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება განვითარებული ქვეყნების მოქალაქეთა მსგავსად ისარგებლონ ინოვაციური, პროგრესული სერვისებით და ამ გზით, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო მიზნის მიღწევაში – ყველამ…

Read More

მეგობრებო, საერთაშორისო წესის მიხედვით – საჰაერო გადაზიდვებისას ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ორგვარად: რეალური (სასწორის) და მოცულობითი წონით! აღნიშნული წესი არ გახლავთ USA2GEORGIA-ს შექმნილი. იხილეთ IATA – საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციის დებულება https://www.iata.org/en/publications/newsletters/iata-knowledge-hub/air-cargo-tariffs-and-rules-what-you-need-to-know/ “How Is Air Freight Cost Calculated? When it comes to how is air freight cost calculated, the weight and volume are determining factors. Air carriers can charge by volumetric weight, which is dimensional weight, or by actual weight. To determine the volumetric rate, the general rule is to divide the volume of the shipment in cubic centimeters by 6000. Whichever is higher, the volumetric weight or actual weight, that is the…

Read More

როგორც უკვე აღვნიშნეთ 8 ნოემბრის სტატიაში, მომხმარებელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის გამო – USA2GEORGIA-მ ამანათების გადაფუთვის მომსახურება დააბრუნა! სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ამერიკაში ონლაინ-მაღაზიების უმრავლესობა უზარმაზარი ყუთებით აგზავნის პროდუქციას, ხოლო მომხმარებელს უწევს საერთაშორისო ავია-გადაზიდვის სტანდარტების მიხედვით ამანათის მოცულობითი წონის გადახდა. ასე, რომ – შეგიძლიათ ისარგებლოთ <გადაფუთვის სერვისით> და ტრანსპორტირებისას დაზოგოთ მნიშვნელოვანი თანხა. ყუთით მიღებული ტანსაცმელი, გადალაგდება პოლიეთილენის პარკში და დაითვლება მხოლოდ სასწორის წონით. ასევე, პროდუქცია, რომელსაც უკვე გააჩნია მყარი პროდუქციის შეფუთვა და არ არის მსხვრევადი, გამოიგზავნება საფოსტო ყუთის გარეშე, ხოლო საფოსტო ყუთ(ებ)ი, რომელიც ძალიან დიდი ზომის არის, მაქსიმალურად შემცირდება ზომაში. პოლიეთილენის პარკით მიღებულ ამანათებს გადაფუთვის მომსახურება არ შეეხება, რადგან ასეთი…

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS და Android პლატფორმებისთვის, განახლებული შესაძლებლობებითა და ფუნქციებით: ჭკვიანი ჩატბოტი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, USA2GEORGIA-ს ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი თქვენს სამსახურშია! ის მყისიერად მოგიძებნით ინფორმაციას ამანათ(ებ)ზე, დაამატებს თრექინგ კოდს თქვენს ექაუნთში, ამოიცნობს სასურველ ინფორმაციას ფოტოდან და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებათ. ჩატბოტი ეტაპობრივად “დაჭკვიანდება”, ის ხომ მუდმივად მომხმარებლის მიერ დასმული კითხვებიდან ვითარდება. წერილების გაგზავნა და მიღება აპლიკაციიდან თუ თქვენ ვერ ახერხებთ ელ-ფოსტის შემოწმებას ტელეფონით, რათა საინფორმაციო განყოფილების მიმოწერა წაიკითხოთ, ან გსურთ რამდენიმე მიმოწერის უფრო იოლად მართვა, მაშინ, USA2GEORGIA-ს წერილების ფუნქცია თქვენთვისაა! ყველა წერილი უნიკალური რიცხვით არის დანომრილი, მიმოწერის საკითხები კი დაჯგუფებულია თემატურად. აპლიკაციიდან გაგზავნილი წერილი, სწრაფად და მარტივად მოხვდება საინფორმაციო…

Read More