მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 11 ნოემბრიდან, განსაბაჟებელ ამანათებზე პროცედურები მარტივდება. კერძოდ, ელ-ფოსტაზე და სატელეფონო ზარებით კომუნიკაციის ნაცვლად, ამოქმედდება დოკუმენტების წარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემა. აღნიშნული სისტემა გულისხმობს განსაბაჟებელ ამანათებზე, საჭირო დოკუმენტების ატვირთვას და მის წინასწარ, სწრაფ დამუშავებას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. კომპანია განაგრძობს თანამედროვე სისტემების დანერგვას. განსაბაჟებელი ამანათების გაზრდილი რაოდენობის გამო, ვფიქრობთ, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და 300 ლარზე მეტი ღირებულების ამანათების უფრო სწრაფად მიღებას.
Author: Tatia
გთხოვთ, გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ამერიკის ფოსტებთან დაკავშირებით: ბოლო დროს, საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც ამერიკის სხვადასხვა საფოსტო კომპანია, წინასწარ, მათ გამანაწილებელ პუნქტებში ამანათის დახარისხებისას, ამანათის თრექინგ კოდს ანიჭებს “მიტანილია” – (DELIVERED) სტატუსს, ხოლო რეალურად ამანათები ჩვენს საწყობში რამდენიმე დღის დაგვიანებით მოაქვთ. ასეთი შემთხვევები ყოველდღიურად ათეულ ამანათზე ფიქსირდება! მსგავსი პრობლემა ამერიკის რიგ შტატებში ჩვეული მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია. ბოლო ორიოდე წლის განმავლობაში, კერძოდ დელავერის შტატში, სხვადასხვა ქვეყნის საექსპედიტორო კომპანიების სიმრავლემ, ადგილობრივი საფოსტო კომპანიების გადატვირთვა განაპირობა, რის გამოც ისინი შეფერხებით მუშაობენ. ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ამანათები ჩვენს სასაწყობე ტერიტორიაზე შემოდის, მათ დახარისხებას და პროგრამულ იდენტიფიკაციას რამდენიმე წუთი ან საათი სჭირდება. როგორც წესი,…
აქცია – #არამოცულობას! მეგობრებო მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA 1-ლი ოქტომბრიდან 2021 წლის ბოლომდე აუქმებს მოცულობით წონას! ონლაინ-მაღაზიები სულ მალე თავბრუდამხვევ ფასდაკლებებს დაანონსებენ, თქვენ კი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ გამოიწეროთ სასურველი ნივთები კომფორტულად და მყუდროდ მოკალათებულებმა წარმატებულ საშემოდგომო და წინა საახალწლო “შოპინგს” გისურვებთ!
მეგობრებო, გაცნობებთ, რომ ალტერნატიული მისამართი,12 McCullough Dr. STE 2, რომელსაც გთავაზობდით წინასაახალწლო პერიოდში, იყო დროებითი. გთხოვთ, ონლაინ მაღაზიაში ნივთის შესყიდვისას მიუთითოთ USA2GEORGIA-ს ექაუნთში არსებული მისამართი: NAME: სახელი-გვარი (ლათინურად) ADDRESS 1: 8 McCullough dr. UNIT UXXXXX (სადაც UXXXXX თქვენი ინდივიდუალური ოთახის ნომერია) CITY: New Castle STATE: DE (Delaware) ZIP: 19720 USA Tel: +1(866) 411-9401 წარმატებულ შოპინგს გისურვებთ 🧡
გაიცანი USA2GEORGIA კიდევ უფრო ახლოს!
LOCKER.GE – ს ახალი ფუნქცია დაემატა! გთავაზობთ სიახლეს, რომელიც დიდ კომფორტს შეუქმნის თითოეულ თქვენგანს! ახლა უკვე, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია LOCKER.GE – ის 30-ზე მეტ ლოკაციაზე განათავსოს ნივთი! LOCKER.GE – მიიღე და განათავსე! გთხოვთ, იხილეთ ლოქერში გზავნილის განთავსების ინსტრუქცია: 👉 https://www.locker.ge/c2c_faq ნაწილი 1 ნაწილი 2
ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე – რეკომენდაციას გაძლევთ საახალწლო საჩუქრების შეძენა დეკემბრის პირველ კვირას დაასრულოთ. მართალია, ამ ეტაპზე ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ფიქსირდება, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებიდან ონლაინ-გამოწერებზე მოთხოვნის მნიშვნელოვნად გაზრდის ფონზე, შესაძლოა ტვირთები რამდენიმე რეისად განაწილდეს და ჩამოტანის დრო ცოტათი გაიზარდოს. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს: ✔️ გადატვირთები ონლაინ-მაღაზიებში; ✔️ გადატვირთები შიდა საფოსტო გადაზიდვებში; მადლობა ერთგულებისთვის! სასიამოვნო წინასაახალწლო შოფინგს გისურვებთ!
მეგობრებო, ჩვენი გუნდი თქვენ სამსახურში რჩება! შეგიძლიათ თამამად გამოიყენოთ – მასშტაბური ფასდაკლებების დღეები! 😊 USA2GEORGIA – ს სერვის-ცენტრებით სარგებლობას შეძლებთ, თუმცა შემცირებული სამუშაო გრაფიკით. ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით ერთგულებისთვის, ყველაფერი კარგად იქნება! 💛 * * * საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით – კომპანია გადადის შემცირებულ სამუშაო გრაფიკზე: დიდი დიღმის და გლდანის სერვის ცენტრები ყოველდღე: 10:00-19:00 დანარჩენი ფილიალები ორშაბათი-პარასკევი: 09:00-19:00 შაბათი: 10:00-17:00 კვირა: დასვენების დღე ლოქერები იხილეთ ლოქერის აპლიკაციაში. გრაფიკი ეტაპობრივად შეიცვლება. საკურიერო მომსახურება უცვლელი გრაფიკით, გადამეტებული მოთხოვნის ფონზე მცირედი შეფერხებებით. ცხელი ხაზი – ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას – 24/7
დაპირებების შესრულება გრძელდება! ვითვალისწინებთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების თხოვნას და ამჯერად, ჩვენს ახალ ფილიალს, ულამაზეს ქალაქ რუსთავში წარმოგიდგენთ. მის: 📍ქ. რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზ. #14 (Google Map) სასიამოვნო შოფინგს გისურვებთ! სამუშაო საათები ორშ-პარ: 9:00 – 21:00 შაბ: 10:00 – 17:00
დიახ, მეგობრებო – თქვენთვის ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს! სულ მალე, USA2GEORGIA ქუთაისში ფილიალს გახსნის, თუმცა “მანამდე რა მოითმენს”?! – ვითვალისწინებთ თქვენ თხოვნას, ჩვენო ქუთაისელო მეგობრებო 🧡 ამიტომ, ქუთაისში ფილიალის გახსნამდე, 1-ლი ნოემბრიდან ქუთაისს ჩვენი კომპანია უფასო საკურიერო სერვისით მოემსახურება, აშშ-დან პირდაპირ სახლში ✈️ E-mail: [email protected] TEL: 0322421818 (24/7-ზე მუშაობს) P.S. რაც შეეხება დანარჩენ რეგიონებს – “გაგრძელება იქნება..” 😁