გვსურს, გაგაცნოთ თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზება: 2025 წლის 1-ელ მარტამდე CHINA2GEORGIA პარტნიორი კომპანია PINBABA-ს ამანათებზე სახმელეთო შეკვეთის მიწოდებას – სრულიად უფასოდ გთავაზობთ! ონლაინ-მაღაზია PINBABA გთავაზობთ:▪️კონკურენტულ საბითუმო ფასებს – სანდო ჩინური მომწოდებლებისგან;▪️ათასობით საბითუმო პროდუქტზე წვდომას;▪️მოქნილ საგადახდო სისტემას (მათ შორის, ქართული საბანკო ბარათით);▪️და, რაც მთავარია აქციის ფარგლებში – უფასო სახმელეთო ტრანსპორტირებას PINBABA-ს ამანათებზე. აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობა მარტივია: პროდუქციის არჩევანი მოიცავს: *გთხოვთ, გაითვალისწინეთ – აქციის ფარგლებში უფასო ტრანსპორტირება ვრცელდება მხოლოდ – სახმელეთო გადაზიდვაზე! კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ელ-ფოსტაზე, E-mail: [email protected] პატივისცემით,CHINA2GEORGIA-ს გუნდი P.S. თუ კონკრეტულ პროდუქტებს ეძებთ, მოგვწერეთ და ჩვენ მოვიძიებთ მათ კონკურენტულ ფასად – უფასო სახმელეთო მიწოდების პირობით!
Author: Tatia
Amazon Nova – გიგანტი ამერიკული კომპანია Amazon-ის მორიგი ინოვაციური პროექტია. ის ბოლო თაობის გენერაციული ხელოვნური ინტელექტია, რომელსაც განახლებული შესაძლებლობები აქვს – Amazon Nova-ს საშუალებით, მომხმარებლებს შეუძლიათ AI სხვადასხვა ამოცანებისთვის გამოიყენონ (ვიდეოების, სქემების და დოკუმენტების გაგება ან მულტიმედიური კონტენტის შექმნა). ამ ინოვაციური უნარების წყალობით, Amazon Nova მომხმარელებისთვის, საწარმოებისა და დეველოპერებისთვის რთულ AI აპლიკაციებს გაამარტივებს. Amazon Nova სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ მოდელებს გვთავაზობს. მის ფუნქციებს შორისაა სწრაფი, მოკლეტექსტური შეტყობინებების შექმნა მაღალი სიჩქარით და დაბალი ღირებულებით. Amazon Nova Premier გამოირჩევა რთული მსჯელობითა და სხვადასხვა მოდელის სწავლებით, ხოლო Amazon Nova Canvas და Reel სპეციალიზირებულია სურათებისა და ვიდეოების გენერირებაში. ხელოვნური ინტელექტის ეს მოდელები, კონკურენტებთან შედარებით, რამდენიმე…
გსურთ, იცოდეთ, ზუსტად როდის მიიღებთ Amazon-ის ამანათს? ეს შეგიძლიათ, მარტივად შეამოწმოთ სხვადასხვა მოწყობილობის გამოყენებით. აი, რა უნდა იცოდეთ Amazon-ის ამანათების მდებარეობის კონტროლის შესახებ: თუ კომპიუტერს იყენებთ, შედით ვებ-გვერდზე amazon.com და შემდეგ დაკლიკეთ გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში – “Returns & Orders”-ზე. Amazon-ის ამანათის კონტროლი მობილურიდანაც შესაძლებელია: გადმოწერეთ Amazon-ის აპლიკაცია, დარეგისტრირდით, შემდეგ დაკლიკეთ person icon-ზე. განყოფილება “Your Orders”-ში შეგიძლიათ, არსებულ და სამომავლოდ მისაწოდებენ შეკვეთებს გადახედოთ, მეტი ინფორმაციისთვის კი დაკლიკეთ “see all”-ზე. თუ აპლიკაციის გადმოწერა არ გსურთ, შეგიძლიათ amazon.com-ზე ნებისმიერი მობილური ბრაუზერით შეხვიდეთ, მაგალითად, safari-ით. ამ შემთხვევაში, მარჯვენა ზედა კუთხეში დაკლიკეთ person icon-ზე და შემდეგ “Track & Manage Your Orders”-ზე. იცით თუ არა,…
ამანათის დეკლარაცია გაქვთ შესავსები და ამისთვის ვერ მოიცალეთ? არ იდარდოთ, ამას თქვენს ნაცვლად USA2GEORGIA-ს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი K-AI-A გააკეთებს! დღეიდან USA2GEORGIA-ს ექაუნთში ამანათების დეკლარაციის შევსება K-AI-A-ს საშუალებით შეგეძლებათ და ამისთვის თქვენგან მხოლოდ ამანათის შესყიდვის ორდერის ატვირთვაა საჭირო. გაგაცნობთ უფრო დეტალურ ინსტრუქციას: მარტივია, არა? სწორედ ესაა კომპანია USA2GEORGIA-ს მიზანიც – რომ თქვენთვის, მომხმარებლებისთვის ჩვენი სერვისებით სარგებლობა მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს! ვიდეო ინსტრუქციას იხილავთ აქ. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მრავალფეროვანი შოპინგი გისურვოთ!
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს IT სფეროში დასაქმებულებზე პოზიტიური გავლენა აქვს. კერძოდ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 60%-ს, რომლებიც რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, პროდუქტიულობის, სამუშაო კმაყოფილების და უსაფრთხოების გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Amazon-ის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. Amazon-ის მსგავსი მაღალტექნოლოგიური კომპანიები ყურადღებას ტექნოლოგიათა ინტეგრირებაზე ამახვილებენ – როგორც უსაფრთხოების, ისე თანამშრომელთა განვითარების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში ჩართულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილი აქვთ, ისინი ავტომატურად, ადამიანთა ხელით ჩარევის გარეშე ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს. Amazon-ს ერთი ძირითადი წესი აქვს – ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში კომპანიის თანამშრომელთა შეფასებები და შეხედულებები გადამწყვეტ როლს ასრულებს. MIT-ის გლობალური კვლევა ცხრა ქვეყანაში ხაზს…
როგორც იცით, კომპანია Amazon-ი გამუდმებით მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების განვითარება-გამოყენების მიმართულებით. ამჯერად გიგანტი კომპანია ისეთ AI ინსტრუმენტებს უზრუნველყოფს, რითაც გამყიდველებს (და განსაკუთრებით მცირე ზომის ბიზნესს) გაყიდვების ზრდაში და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ახლა კი სწორედ ამ ხუთ AI მოდელს გაგაცნობთ: მსოფლიო გიგანტ კომპანია Amazon-ს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეს ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფილია Amazon-ის ვებ სერვისებით, გამყიდველების მუშაობას დადებითად შეცვლის, ხოლო სამომხმარებლო გამოცდილებას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის.
CHINA2GEORGIA-ს მომხმარებლისთვის მორიგი სიახლე აქვს – ამანათების ჩინეთიდან ტრანსპორტირება უკვე სახმელეთო გზითაც შესაძლებელია და თანაც სპეციალურ ფასად!ხვალიდან, 14 სექტემბრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე, ამანათების/ტვირთის სახმელეთო გადაზიდვის ტარიფი ასეთი იქნება: 30კგ -მდე მოცულობითი წონის ამანათები – $3.5/კგ (მხოლოდ რეალური/სასწორის წონით).30კგ -ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათები – $2.5/კგ (მოცულობითი წონის გათვალისწინებით).სტანდარტული ტარიფი – $5.5/კგ.ამანათების სახმელეთო გზით ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა 45 დღე იქნება. ჩინეთიდან სახმელეთო ან ავია გადაზიდვის სახეობის არჩევა/ცვლილების პირობებთან დაკავშირდებით, გთხოვთ, გაეცნოთ ხელშეკრულებას (პარაგრაფები: 7.5.9; 7.5.10; 7.5.11; 7.5.12)ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!
მორიგი სააქციო შეთავაზება CHINA2GEORGIA-ს მომხმარებლებს – დღეიდან, 10 სექტემბრიდან – 2025 წლის 1 იანვრამდე ამანათების ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება 1კგ-ზე $9 იქნება (მოცულობითი წონის გათვალისწინებით!) შეგახსენებთ, რომ ჩინეთშიც, ისევე როგორც აშშ-ში, ამანათების გადაფუთვის/ზომაში შემცირების სერვისი აქტიურია! ბედნიერ შოპინგს გისურვებთ!