Author: Tatia

2 მაისიდან, ვაჟა-ფშაველას #96-ში, ჩვენი ფილიალის მოპირდაპირედ, კიდევ ერთი ახალი ფილიალი გაიხსნა. დიდი სურვილი გვქონდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვენთან დამოუკიდებლად, მათთვის სრულად ადაპტირებულ ინკლუზიურ გარემოში შეძლებოდათ მოსვლა, ამიტომ ფილიალი შესაბამისად არის აღჭურვილი. ახალი ფილიალი, ისევე როგორც USA2GEORGIA-ს სხვა ფილიალები, დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე იმუშავებს. ამ ფილიალიდანაც შესაძლებელია როგორც საკურიერო, ასევე საბაჟო მომსახურებების მიღება. იმედი გვაქვს, ახალი ფილიალის დამატებით, ძველი ფილიალი განიტვირთება, რათა ამანათების მიღება მეტი კომფორტით შეძლოთ. სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

Read More

თუ არა შენ? – აბა ვინ?! თუ არა ახლა? – აბა როდის?! თქვენთვის ბევრი მოსაყოლი დაგვიგროვდა. “ჩვენი გუნდი წარმოუდგენლად ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა თავი დაფასებულად იგრძნოს და მომსახურების ისეთი მაღალი ხარისხი მიიღოს, რაზეც ბევრს ილაპარაკებთ, თანაც დაუღალავად!”

- ბევრჯერ გსმენიათ მსგავსი ტრაფარეტული ტექსტი? – ჩვენც! ჩვენც ხომ სხვადასხვა მომსახურების თქვენნაირი მომხმარებლები ვართ, კარგად გვესმის თქვენი განწყობა, სწორედ ამიტომ ჩვენი სლოგანია #თანსაქმე კი არა, #მხოლოდსაქმე ! მართალია, „ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ქარი, მაგრამ შეგვიძლია, რომ მოვმართოთ აფრა“, სწორედ ამ მოტივით, გადავწყვიტეთ, კომპანიის საქმიანობის „რადიუსიდან“ გამომდინარე, რამდენიმე სოციალური პროექტი დაგვეგეგმა, რომელიც გარკვეულ სოციალურ საკითხს უკეთესობისკენ შეცვლიდა და ერთერთი და, ვიტყოდით ყველაზე…

Read More

მოხარული ვართ, რომ ამერიკაში 26 დეკემბრამდე შესული ამანათები ჩამოფრინდა. USA2GEORGA-ს ფილიალები ღია იყო 31 დეკემბერს, 6 საათამდე, რათა ყველას მოესწრო გამოწერილი ამანათის გატანა. გასული კვირის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის მომხმარებელი დაფიქსირდა ყველა ფილიალში, რაც სავარაუდოდ კიდევ ერთი ფილიალის გახსნის აუცილებლობაზე მიუთითებს. ამანათის მიღებისას განცდილი სიხარული თქვენს სახეზე, სტიმულს გვაძლევს 2018 წელს გავხდეთ კიდევ უფრო უკეთესი, დავხვეწოთ მომსახურება, შოპინგი ამერიკაში კი უფრო სასიამოვნო და კომფორტული გავხადოთ. დიდი მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებთ! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ სიმშვიდეს და სიყვარულს!

Read More

ფილიალზე მუშაობა ზუსტად 2 კვირის და 2 დღის წინ დავიწყეთ. 2 დეკემბერს კი USA2GEORGIA ახალ ფილიალს ხსნის, ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, რათქმაუნდა 2 ნომერში. ეს უბრალოდ გამართლებაა! ვაკის ფილიალი, ისევე როგორც ჩვენი სხვა ფილიალები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00-მდე იმუშავებს, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე. ასევე, ამ ფილიალშიც შესაძლებელია განსაბაჟებელი ამანათების მიღება და ექსპრეს საკურიერო მომსახურებით სარგებლობა. სასიამოვნო შოპინგს და ბედნიერ დამდეგ ახალ წელს გისურვებთ! იხილეთ ფილიალის მისამართი Google Map-ზე.

Read More

დღეს 24 ნოემბერია, Black Friday! ამერიკაში გრანდიოზული ფასდაკლებები დაიწყო! ეს ყოველწლიური ფასდაკლების აქციაა, თითქმის ყველა მაღაზიაში. იჩქარეთ, ფასდაკლებები ხშირად ერთ დღიანია. იშოფინგეთ იაფად USA2GEORGIA-სთან ერთად! გთავაზობთ რამოდენიმე ცნობილ მაღაზიას: AMAZON.com ebay.com 6pm.com aliexpress.com forever21.com oldnavy.com yoox.com gap.com myhabit.com walmart.com bidz.com rockauto.com victoriassecret.com asos.com urbanog.com zappos.com carters.com childrensplace.com nordstrom.com hm.com/us bhphotovideo.com modnique.com ideeli.com jcpenney.com gilt.com urbanoutfitters.com

Read More

აქ უამრავი მაღაზიაა, დატვირთული ქუჩები, ლამაზი კაფე-ბარები და პოპულარული შაურმა, თუმცა გადავწყვიტეთ მის გემრიელ სურნელს ცოტა ამერიკული არომატიც შევმატოთ. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 13 ნოემბრიდან ფუნქიონირებას იწყებს USA2GEORGIA-ს კიდევ ერთი ახალი ფილიალი გლდანში. ფილიალი მდებარეობს ხიზანიშვილის ქუჩების დამაკავშირებელ მონაკვეთზე – Google Map. აქ თქვენ თავისუფალი საპარკინგე ადგილი, USA2GEORGIA-ს ხუთი ტერმინალი და უზარმაზარი საწყობი გელოდებათ. შეგახსენებთ, რომ გლდანის ფილიალი, ისევე როგორც ჩვენი სხვა ფილიალები, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 21:00-მდე იმუშავებს, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე. ასევე, ამ ფილიალშიც შესაძლებელია განსაბაჟებელი ამანათების მიღება და ექსპრეს საკურიერო მომსახურებით სარგებლობა. სასიამოვნო შოფინგს გისურვებთ!

Read More

ზაფხულში ჩატარებულ გამოკითხვას ფილიალების შესახებ, უშედეგოდ არ ჩაუვლია. სწორედ თქვენი აქტივობის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომდევნო ფილიალის შესარჩევად, ისანი-სამგორის რაიონი ერთერთი მოთხოვნადი იყო. ვითვალისწინებთ რა თქვენს სურვილს, 6 ნოემბრიდან, ისანში USA2GEORGIA-ს ახალ ფილიალს ვხსნით, რომელიც როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს სრულ საფოსტო მომსახურებას გაუწევს. შეგახსენებთ, რომ ისნის ახალი ფილიალიდან, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ფილიალიდან, შეგიძლიათ განსაბაჟებელი ამანათები მიიღოთ და ექსპრეს-საკურიერო მომსახურებით ისარგებლოთ. კვირის დღეებში ფილიალი დილის 9:00-დან 21:00-მდე, ხოლო შაბათს 11:00-დან 18:00-მდე იმუშავებს. ფილიალის მისამართია: აწყურის ქ. 45 – Google Map დაელოდეთ, მომდევნო სასიამონვო სიახლე სულ მალე იქნება!

Read More

საჩუქარია ყოველი დღე, რომელიც დგება და ძვირფასია ყოველი წამი, რომელსაც დაზოგავთ. 30 ოქტომბრიდან, საბაჟო ამანათების მისაღებად 15-30 წუთის ნაცვლად, 1 წუთი დაგჭირდებათ. ამისთვის, გასაბაჟებელ ამანათებზე ინვოისი წინასწარ ატვირთეთ. ფილიალში მოსვლისას მომზადებულ დეკლარაციას ოპერატორი გადმოგცემთ, ამანათს კი ტერმინალიდან გაიტანთ. ასევე, გაცნობებთ, რომ 30 ოქტომბრიდან განსაბაჟებელი ამანათების მიღება ნებისმიერ ფილიალში იქნება შესაძლებელი. სასიამოვნო შოპინგს გისურვებთ!

Read More

ახალი ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი  გრძელდება. დღეს სისტემას დაემატა მენიუ, ეკრანის მარჯვენა ზედა ნაწილში, საიდანაც ნებისმიერ დროს მარტივად გახსნით ტერმინალის შტრიხ-კოდს, შეავსებთ ბალანსს, შეცვლით პარამეტრებს და ა.შ. დესკტოპ ვერსიაში ეკრანის მარცხენა მხარეს, მენიუს ქვეშ დაემატა რეისების განრიგიც. შეგახსენებთ, რომ სასურველი ფილიალის გადართვა შეგიძლიათ როგორც პარამეტრებიდან -> ფილიალის პარამეტრები, ასევე ცალკეულ რეისზე, განყოფილებაში “გამოგზავნილი”. ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი კვლავ გაგრძელდება და მას უახლოეს პერიოდში სხვა დამატებითი ფუნქციებიც დაემატება. მადლობა ყველას საინტერესო რჩევებისთვის ფეისბუკზე და ელ-ფოსტაზე. სურვილები ფუნქციების დამატებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე [email protected] კვლავ მოგვწეროთ.

Read More

დღევანდელი დღე ჩვენთვის განსაკუთრებულია – დღეს USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდი, ახალი დიზაინით შეიცვალა. ვეცადეთ, შეგვექმნა მარტივი და მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც წარმატებით იმუშავებდა როგორც კომპიუტერზე, ასევე სმარტფონებზე. უცვლელი დავტოვეთ ნავიგაცია ამანათების მართვის პანელში, რათა წლების განმავლობაში მიჩვეული მომხმარებელი არ დაგვებნია. ვებ-გვერდის დახვეწის პროცესი მუდმივად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში მას დამატებითი ფუნქციებიც დაემატება. გთხოვთ, კითხვები ან შენიშვნები გამოგზავნოთ ელ-ფოსტაზე [email protected]

Read More