Author: Tatia

ვაგრძელებთ მომსახურების გაუმჯობესებას და დღეიდან საკურიერო სერვისით სარგებლობა ჩვენი ნებისმიერი ფილიალიდან იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექსპრეს საკურიერო მომსახურება 13:00 სთ-მდე გამოძახებულ ამანათებზე იმავე დღეს სრულდება და მომსახურების საფასური 15კგ-მდე ამანათებზე 3 ლარს შეადგენს.

Read More

სწრაფი სერვისი, მშვიდი გარემო, განახლებული ინტერიერი და მეტი კომფორტი –  სწორედ ეს დაგხვდებათ USA2GEORGIA-ს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. 24 ივლისიდან ამანათების განბაჟებას ქავთარაძის ოფისის ნაცვლად, ვაჟა-ფშაველას ფილიალში შეძლებთ. შეგახსენებთ, რომ ფილიალთან მარტივია პარკირება, რაც, დაგვეთანხმებით, დღევანდელ დღეს ნამდვილ ფუფუნებად იქცა. ფილიალის მისამართი უცვლელია, ვაჟა-ფშაველას გამზ. #91.

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მიცკევიჩის ფილიალი დღეიდან 12-საათიანი მუშაობის განრიგზე გადავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ამანათების გატანას შესძლებთ 9:00-დან 21:00-მდე, ხოლოს შაბათს 11:00 დან 18:00-მდე. შეგახსენებთ, რომ ასეთივე განრიგით მუშაობს ვაჟა-ფშაველას ფილიალიც. უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სასიამოვნო სიახლეს გპირდებით.

Read More

ჯერ კიდევ შარშან ანონსირებული იდეა დღეს უკვე რეალობად იქცა და კომპანია StarShip Technologies-მა დაიწყო უპილოტო, ავტონომიური რობოტების გამოცდა, რომლებიც ქალაქის ქუჩებში ივლიან და ამანათებს დაარიგებენ. ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს რამოდენიმე ათეული ასეთი რობოტის გამოცდა. რობოტები საბაზისო ცენტრიდან 3-5 კმ-ის რადიუსით იმოძრავებენ და მიიტანენ ამანათს ადრესატამდე. გადაუჭრელი რჩება საკითხი, ივლიან თუ არა რობოტები ქუჩაში მანქანებთან ერთად. რამდენად არის საქართველო მზად ამ სიახლის მისაღებად?

Read More

USA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობა კომფორტულთან ერთად სასიამოვნოც გახდა. დღეიდან USA2GEORGIA-ში ნატურალური ეთერზეთებით გაჟღენთილი კიდევ უფრო სუფთა და ჯანსაღი გარემო გელით. ნატურალური ეთერზეთების სასარგებლო თვისებების შესახებ კაცობრიობამ უკვე რამდენიმე ათასი წელია, იცის. ის მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებას, სტრესს და აგიმაღლებთ იმუნიტეტს. ჩვენი სურვილია, ის რამდენიმე წუთი, რასაც USA2GEORGIA-ში გაატარებთ,  თქვენთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო გახდეს. იმედი გვაქვს, ნატურალური სურნელი, რომელიც სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის შეიქმნა, პოზიტიურად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და ის მთელი დღის განმავლობაში გაგყვებათ.

Read More

ახალი დრონი 89კმ/სთ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. ინტერნეტ-მაღაზია Amazon-მა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგინა, რომელიც ამანათების მომხმარებლებისთვის მიწოდებას შეკვეთიდან 30 წუთის განმავლობაში შესძლებს. დრონი-კურიერი შვეულმფრენის და თვითფრინავის ტექნოლოგიების ერთგვარი ჰიბრიდია, რაც საშუალებას აძლევს მას გადაფრინდეს 24კმ-ზე 89კმ/სთ სიჩქარით. წინა პროტოტიპისგან განსხვავებით, ახალი მოდელი შედარებით დიდი ზომისაა. ის ხმელეთიდან ვერტიკალურად ფრინდება, შემდეგ კი ჰორიზონტალურად მიფრინავს დანიშნულების პუნქტისკენ. ადგილზე მიფრენისას დრონი ასკანერებს მიმდებარე ტერიტორიას და არჩევს შესაბამის ადგილს დასაჯდომად.

Read More

USA2GEORGIA-ს ტერმინალებით სარგებლობა კიდევ უფრო გამარტივდა – 24 ივლისიდან ტერმინალის კოდთან ერთად ასევე მიიღებთ შტრიხ კოდს, რომელიც შეგიძლიათ ტერმინალს მობილურიდან პირდაპირ მიანათოთ და ამანათები ტერმინალის კოდის აკრეფის გარეშე გაიტანოთ.

Read More

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ექაუნთიდან პლასტიკური ბარათებით გადახდები აღდგენილია. დამატებით შეგახსენებთ, რომ პლასტიკური ბარათებით გადახდა ასევე შეგიძლიათ ვებ-გვერდებიდან: www.paybox.ge, www.gadaixade.ge, www.ipay.ge, www.mypay.ge, www.pay.ge, www.unipay.com

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ტერმინალების დადგმა დასრულდა და 25 მაისიდან ახალი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ ჩვენს ფილიალში იქნება შესაძლებელია ამ ინოვაციური სერვისის დანერგვით, ამანათების მოლოდინის დრო მომსახურების ოფისებში 3-ჯერ შემცირდა. კომპანიამ საქართველოში დააპროექტა და დაამზადა თვითმომსახურების ტერმინალები, რომელთაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. მათი საშუალებით, მომხმარებელს შეუძლია მარტივად აიღოს ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი მარტივია. მომხმარებელს ელ-ფოსტით და SMS-ით ეგზავნება 10 ციფრიანი კოდი, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოს. რამოდენიმე წამში კი ამანათს ტერმინალიდან აიღებს. 
კომპანია მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი. 
თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვის შედეგად, სერვის-ოპერატორები გაცილებით მეტ დროს დაუთმობენ მომხმარებელზე ზრუნვას, ხოლო ამანათების რეგისტრაციისა და გაცემის რუტინულ პროცესზე…

Read More

დაპირებისამებრ, ტერმინალების მოწყობა სხვა ფილიალებშიც გრძელდება და უკვე დღეიდან, 18 მაისიდან ტერმინალებით სარგებლობა მიცკევიჩის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

Read More