Author: Tatia

AI, რომელიც ერთ დროს მოსწავლეებისთვის ესეების დასაწერად დამხმარე საშუალება იყო, ახლა უკვე დასავლეთის ქვეყნებში სასწავლო პროცესის ნაწილია. BBC წერს, რომ დიდი ბრიტანეთის სკოლებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მასწავლებლები და მოსწავლეები სხვადასხვა ფუნქციით დღეს უკვე თამამად იყენებენ. გამოცემის მიხედვით, დიდი ბრიტანეთის დასავლეთ სასექსის პანსიონატში მოსამზადებელ სკოლას ხელოვნური ინტელექტის უფროსი მასწავლებელი ჰყავს, რომელიც საქმიანობს როგორც „თანაპილოტი“ სკოლის ადამიანური რესურსების ხელმძღვანელ ტომ როჯერსონთან ერთად. ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ AI-ს “განათლების სფეროს გარდაქმნის ძალა აქვს”. დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის სკოლები ხელოვნურ ინტელექტს ისეთი ამოცანებისთვის იყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, სამუშაო ფურცლების ფორმატირება. ამასთან ერთად, Cottesmore-ის სკოლის AI მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს სასწავლო პროცესებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საჭირო რჩევას აძლევს…

Read More

გადაზიდვის და ინოვაციების სფეროს მოწინავე კომპანია USA2GEORGIA-მ თბილისში მორიგი ფილიალი გახსნა – წყალტუბოს ქ. #24ა-ში. ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ვიზუალის თვითმომსახურების ტერმინალებით, რომელიც გარე გამოყენებისთვის საქართველოში შეიქმნა. “ჩვენ დავნერგეთ და ჩვენვე განვავითარებთ!” – თითქმის 10 წლის წინ თვითმომსახურების ტერმინალების შექმნის მთავარი მოტივი ამანათების გაცემის პროცესის დაჩქარება და, შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნა იყო. ის, რაც დღეს უკვე არავის უკვირს, მაშინ თითქმის წარმოუდგენელ სერვისს უდრიდა – ათობით ამანათის წამებში შეგროვება! სწორედ ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა აღმოჩნდა რევოლუცია ლოგისტიკის სექტორში! შეგახსენებთ, რომ თვითმომსახურების ტერმინალების იდეა 2015 წლამდე მსოფლიოში არ არსებობდა. ის პირველად კომპანია USA2GEORGIA-მ შეიმუშავა და ჩვენს ქვეყანაში წარმატებით დანერგა. ამ სიახლის წყალობით, ამანათების…

Read More

Tesla ჰუმანოიდი რობოტის Optimus-ის გაყიდვების დაწყებას აანონსებს. ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, ელონ მასკმა სამშაბათს ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ჰუმანოიდი რობოტი გაყიდვაში მომავალი წლის ბოლოს ჩაეშვება. Tesla-ს დამფუძნებელი იმედს იტოვებს, რომ ის რობოტებისგან უფრო მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე – ავტომობილებისგან. Tesla-ს Optimus-ი ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფი ჰუმანოიდი რობოტია. წინასწარი ცნობებით, 2024 წლის ბოლოს ის ქარხანაში საჭირო დავალებების შესრულებას შეძლებს, ხოლო მომავალ წელს – ბაზარზე გასაყიდად გამოვა. ელონ მასკი თვლის, რომ Tesla არის „ყველაზე კარგად აღჭურვილი კომპანია ჰუმანოიდური რობოტების მწარმოებლებს შორის“. ჯორჯიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ხელოვნური ინტელექტის რობოტიკის ასისტენტ-პროფესორის ანიმეშ გარგმის შეფასებით, ჰუმანოიდი რობოტის გამოშვების თარიღი რეალურია, თუმცა მას კითხვა აქვს: “რამდენად სასარგებლოა…

Read More

ბრიტანულმა სამაუწყებლო კომპანია BBC-მ ახალი გადაცემა წამოიწყო – AI v the Mind, რომლის ფარგლებშიც მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის საზღვრებს შეისწავლიან და მას პლანეტის ყველაზე მძლავრ სააზროვნო “მოწყობილობას” – ადამიანის ტვინს უპირისპირებენ. ჩვენც დაგვაინტერესა მეცნიერების კონკრეტულმა მიგნებებმა და გადავწყვიტეთ, თქვენთვის გაგვეზიარებინა. ჩვენი ვებ-გვერდის მკითხველებმა უკვე იცით, რომ ამ დრომდე შესწავლილი ფაქტების მიხედვით, AI-ს შეუძლია, კიბოს ისეთი ნიშნები აღმოაჩინოს, რომლებიც ხშირად ექიმების ყურადღების მიღმა რჩება; ხელოვნურმა ინტელექტმა ასევე გაშიფრა ისეთი უძველესი ტექსტები, რომლებიც მკვლევარებმა შესწავლის პროცესში შემთხვევით დააზიანეს; AI-სვე შეუძლია ამინდის პროგნოზირება და ადამიანებს ცხოველებთან კომუნიკაციის ამოხსნაშიც კი გვეხმარება! მრავალი თვალსაზრისით, ხელოვნური ინტელექტი უკვე იმდენად განვითარდა, რომ საინტერესოა, რისი გაკეთება არ შეუძლია მას!…

Read More

ონლაინ შოპინგისას ხშირად ვხვდებით პარადოქსულ სიტუაციაში, როცა ისეთ პატარა ნივთს, როგორიცაა მაგალითად სავარცხელი, დიდი ზომის ყუთით ვიღებთ. როგორც BBC ამტკიცებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. სპეციფიკური მასალის მწარმოებელი/გამყიდველი მაღაზიები, როგორც წესი, პროდუქციის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უფრო დიდ შესაფუთ მასალას იყენებენ, ვიდრე – კონკურენტები. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არაა. BBC-ის ინფორმაციით, კომპანიები პროდუქციის შესაფუთი ყუთების ზომის დასადგენად ალგორითმებს და პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, მაგრამ საწყობებში არსებული შეფუთვების შეზღუდული მარაგები დასაქმებულებულს ხშირად აიძულებს, უფრო დიდი ყუთები აირჩიონ. მაშინ, როცა ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ამანათების დიდი შეფუთვით მიღება დამატებით ხარჯებთან ასოცირდება, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიდი ზომის ყუთების გარემოზე ზემოქმედება პირდაპირპროპორციულად…

Read More

“პროდუქცია წარმატებით შეიძინეთ!” – ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ცოტაა ისეთი მყიდველი, რომელიც ონლაინ შეკვეთის დასრულების შემდგომი პროცედურებით ზედმიწევნით დაინტერესდება. არადა ამანათის მისაღებად საჭირო მოქმედებები ხომ სწორედ ახლა იწყება – საქმეში ერთვება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური პროგრამები, რობოტები, ფურგონები და ა.შ. … და ეს ყველაფერი დიდ “ფერხულს” ჰგავს, ცეკვას, რომელშიც თითოეული მოძრაობა ძალიან სწრაფად უნდა შესრულდეს. დღესდღეობით ბევრ ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანიას “დასაქმებული ჰყავს” რობოტები! დიახ, შეცდომით ნამდვილად არ წაგიკითხავთ და ამაზე ჩვენც არაერთხელ გიამბეთ. სწორედ რობოტები აგროვებენ მომხმარებლის მიერ ონლაინ შეკვეთილ თითოეულ პროდუქტს თავბრუდამხვევი სისწრაფით და, რაც მთავარია, სიზუსტით! სულ თავიდან, როცა ონლაინ შოპინგის ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისთანავე,…

Read More

თითქმის აღარ დარჩა ადამიანი, ვისაც ხელოვნური ინტელექტის შესახებ არ სმენია. თუმცა, ჩვენ შორის მაინც არიან ისეთები, რომლებსაც ჯერ AI-ის მიმართ ეჭვები აქვთ და მაინცდამაინც არ ენდობიან. ამ სტატიაში გაგაცნობთ ხელოვნური ინტელექტის ერთერთი საკმაოდ პოპულარული კომპანიის – ChatGPT-ის 5 ძირითად ფუნქციას, რითაც ის ყოველდღიურ საქმიანობას გვიმარტივებს და ამით მის მიმართ ჩვენი ნდობაც მატულობს! საქმიანმა საზოგადოებამ კარგად იცის ელ-ფოსტით მიღებული შეტყობინებების მნიშვნელობა, რომელიც რაც უფრო გამართულია, მით მეტი ძალა აქვს. თუმცა, თითქმის იდეალური შეტყობინების მომზადება საკმაო დროს მოითხოვს, რაც ხშირად ჩვენთვის ფუფუნებაა. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ყველა სიტყვა უამრავჯერ დავწეროთ, შემდეგ წავშალოთ, ბოლოს ისევ დავწეროთ და ასე დაუსრულებლად … – მიეცით…

Read More