მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 2024 წლის 1 აპრილიდან, CHINA2GEORGIA ახალ მარშრუტს ჩინეთთან ერთად – ჰონგ-კონგიდანაც ხსნის! ჩინეთისგან განსხვავებით, ჰონგ-კონგის აეროპორტიდან შესაძლებელია, გამოიგზავნოს აქამდე აკრძალული პროდუქცია: ელემენტები, powerbank-ები და სხვადასხვა სახის ელექტრონული პროდუქცია, რომელიც ელექტროენერგიით იმუხტება. შესაბამისად, ჩინეთის ამჟამინდელ საწყობში მიღებული პროდუქცია დახარისხდება და ორი სხვადასხვა მარშრუტით ავტომატურად გამოიგზავნება. 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, ჩინეთის მსგავსად, ჰონგ-კონგიდან გამოგზავნაზეც იმოქმედებს სააქციო ტარიფი: 1კგ – $8 (მოცულობითი წონის გათვალისწინებით). მათ, ვისაც ამჟამად მსგავსი სახის აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირება შეჩერებული აქვს, კომპანია დამატებით ელ-ფოსტაზე დაუკავშირდება, რათა პროდუქციის გადმოგზავნა ჰონგ-კონგიდან ძველ ამანათებსაც შეეხოს. წარმატებებს გისურვებთ!
Author: Tatia
სულ რამდენიმე დღეა, რაც ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები მიიღო. კანონი მეტად მკაცრ საკონკურენციო პირობებს აწესებს, რაც ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლების გამოცდილება ტელეფონებთან, აპებთან, ბრაუზერებთან და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებით შეიცვლება. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მარეგულირებლების მხრიდან ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობის მიზეზად, ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებში კონკურენციის პირობების და, შესაბამისად, სამომხმარებლო გამოცდილოების გაუმჯობესება სახელდება. რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, კანონის შესასრულებლად კომპანია Apple-ს შემდეგ დათმობაზე წასვლა უწევს: ევროკავშირში მცხოვრებმა მომხმარებლებმა iPhone-ის აპლიკაციების მესამე მხარის App Store-იდან ჩამოტვირთვა უნდა შეძლონ და კომპანიამ IOS-ზე კონტროლი უნდა შეამსუბუქოს. Google-ის შემთხვევაში, ახალი რეგულაციის ფარგლებში, ძიების შედეგები შეიცვლება, რითაც მომხმარებელს სავაჭრო ან…
რამდენიმე დღის წინ, USA2GEORGIA-ს მომხმარებლებმა ელ-ფოსტაზე და სატელეფონო შეტყობინებებით მორიგი სიახლის შესახებ შეიტყვეს: კერძოდ ის ფაქტი, რომ ჩინეთში მიღებულ ამანათებზე ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვა სავალდებულოა და ამ პირობას ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტი აწესებს. ამჯერად, გაგაცნობთ, რატომ არის აღნიშნული პირობა აუცილებლად შესასრულებელი და ასევე, პროცედურის სიმარტივისთვის ვიდეოტუტორიალსაც გაგიზიარებთ. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩინეთის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესი თანაბრად მოქმედებს როგორც განსაბაჟებელ, ასევე განუბაჟებელ ამანათებზე. როგორც იცით, ამ დრომდე USA2GEORGIA-ს ადმინისტრაცია მომხმარებელს ამანათის ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვას მხოლოდ იმ შემთხვევაში სთხოვდა, თუ პროდუქცია, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, განბაჟებას ექვემდებარებოდა. ამჯერად, USA2GEORGIA-ს ექაუნთში, ამანათების მართვის პანელში, ჩინეთში მიღებული ამანათების გასწვრივ ინვოისის/შესყიდვის ორდერის ატვირთვა სავალდებულოა იმ…
სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ VR-სათვალის გამოყენებით, ადამიანებს უკვე ანტარქტიდის დათვალიერებაც შეუძლიათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს და დასძენს, რომ ყინულოვან პოლუსზე “პოლარული მკვლევარების ფეხსაცმლით სიარულიც შესაძლებელია”. პროექტი კემბრიჯში Anglia Ruskin University-ისა და UKAHT-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს და მისი მიზანია ანტარქტიდის წარსულის ისტორიების გაზიარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უფრო მეტიც – ამ ყველაფრის დასადასტურებლად, სულ რამდენიმე დღის წინ კემბრიჯის მუზეუმში ჩაძირული პოლარული კონტინენტის ფოტომასალა იყო გამოფენილი. VR სათვალით და ყურსასმენებით კი მსურველებს გაყინული კონტინენტის ხედებით ტკბობის და სამხრეთ ნახევარსფეროს ხმების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.
ჩინეთის ელექტრონული კომერციის ლანდშაფტი ფართო და მრავალფეროვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიაში პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. იმისთვის, რომ ჩინური ბაზარი თქვენთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, შევადგინეთ ონლაინ მაღაზიების ტოპ-ათეული, პროდუქციის კატეგორიებთან ერთად. მაშ ასე, სია ასე გამოიყურება: Alibaba/Tmall:ონლაინ მაღაზიას აქვს პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონიკას, მოდის, სახლისა და ბაღის პროდუქტებს, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს, მათ შორის ავტომობილის ნაწილებს და სამრეწველო საქონელს. Tmall უფრო მეტ ყურადღებას ბრენდულ პროდუქტებზე ამახვილებს. TaoBaoონლაინ მაღაზია გთავაზობთ ყველაფერს, ტანსაცმლიდან და აქსესუარებიდან დაწყებული გაჯეტებისა და სახლის პროდუქტების ჩათვლით. TaoBao ცნობილია ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო არჩევანით. JD.com (Jingdong)ონლაინ მაღაზია სპეციალიზებულია ელექტრონიკაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ამ…
“არავინ ბრუნდება მოგზაურობიდან ისეთი, როგორიც მანამდე იყო” – ჩინური აფორიზმი. ჩინეთში მოგზაურობიდან არც ჩვენ დავბრუნებულვართ ხელცარიელი – და, შორეულ აღმოსავლეთთან საჰაერო კავშირს ოფიციალურად გახსნილად ვაცხადებთ – ულტრათანამედროვე, მთლიანად ავტომატიზებული ლოგისტიკური საწყობით, რომელიც განთავსებულია ჩინეთის ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის მთავარ სექტორში! სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეიდან, 19 თებერვლიდან, CHINA2GEORGIA უკონკურენტო სააქციო ტარიფით დაიწყებს ოპერირებას ბაზარზე (1კგ. – $8) მოცულობითი წონის გათვალისწინებით! CHINA2GEORGIA – როგორც სანდო ბიზნეს-პარტნიორი შეგიძლიათ განიხილოთ ასევე კორპორატიული შეთავაზებებისთვის! პირველ ეტაპზე, ჩინეთიდან შესრულდება კვირაში 1 რეისი!სააქციო ტარიფი გაგრძელდება – 31 მაისის ჩათვლით!*სააქციო ტარიფის მეტად გახანგრძლივების შესახებ კი – აქციის დამთავრებამდე შეიტყობთ. აქციის გარეშე ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულება გახლავთ – (1კგ. -…