Author: Tatia

Google დიდ ბრიტანეთში მონაცემთა ბაზის პირველი დიდი ოფისის მშენებლობას იწყებს – ინვესტიციამ 1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, მშენებლობა ჰერტფორდშირში, Waltham Cross-ში 33 ჰექტარზე უკვე დაწყებულია. ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია იმედოვნებს, რომ ის 2025 წელს დასრულდება. ჯერ უცნობია, ბრიტანეთში აშენებულ მონაცემთა ბაზის ცენტრში დაზუსტებით რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება, თუმცა ახალ ოფისს ნამდვილად დასჭირდება ინჟინრები, პროექტის მენეჯერები, მონაცემთა ცენტრის ტექნოლოგები, ელექტრიკოსები, კვებისა და უსაფრთხოების თანამშრომლები. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კი ამბობს, რომ Google-ის ეს გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთს “განვითარების უზარმაზარ პოტენციალს აძლევს”. Google-ის პროექტი ბრიტანეთში მსხვილი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის უახლესი ინვესტიციაა მას შემდეგ, რაც Microsoft-მა გამოაცხადა, რომ დიდ…

Read More

გასულ კვირას ლას-ვეგასში Consumer Electronics-ის გამოფენა გაიმართა, სადაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა ხელოვნური ინტელექტის მქონე უცნაური გაჯეტები და ინოვაციური მოწყობილობები წარმოადგინეს. ყველაზე საინტერესო გაჯეტების სიაში აღმოჩნდა ბალიში, რომელიც ხვრინვის შემცირებას უწყობს ხელს; ასევე სარკე, რომელსაც ადამიანის სახიდან განწყობის ამოცნობის ფუნქცია აქვს. გამოფენაზე დამსწრეთა ყურადღება მიიქცია გამჭვირვალე ტელევიზორმა და, ასევე, ავტომობილის სარკეებმაც, რომელიც მძღოლის თვალებს აკონტროლებს. Consumer Electronics-ის გამოფენის შესახებ ვრცლად CNN წერს. ტექნოლოგიური ინდუსტრიით დაინტერესებულთა შეფასებით, ღონისძიება წლის ყველაზე დიდი კონფერენციაა, რომლის მიმდინარეობისას შოუს მოედანზე შეხვდებით არაერთ რობოტს. ისინი მოძრაობენ, ფანტასტიურ პრეზენტაციებს აწყობენ და მაყურებელს უამრავ უცნაურ პროდუქტს სთავაზობენ. ახლა კი გაგაცნობთ Consumer Electronics-ის გამოფენის ყველაზე “ხმაურიან” მოწყობილობებს: AI კომპანიონები AI…

Read More

ახალი, 2024 წელი ტექნოლოგიურმა სექტორმა ხელოვნურ ინტელექტში გაორმაგებული თანხების ინვესტირებით დაიწყო. ამის შესახებ CNN-ის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ. გამოცემის მიხედვით, ამ ამბავს პარალელურად ემთხვევა ისიც, რომ ინდუსტრია დასაქმებულებს სამსახურიდან ათავისუფლებს და ხალხი ამ ფაქტს სწორედ AI-ს უკავშირებს. AI-ის შემქმნელ ინდუსტრიაში ამ ყველაფერს შედეგად უკვე მოჰყვა ე.წ. “შრომითი აჯანყებები”, რადგან ტექნოინდუსტრია მკაფიოდ პროგნოზირებს, რომ “უახლოეს მომავალში ბიზნეს ლანდშაფტს სწორედ ხელოვნური ინტელექტი შეცვლის.” Layoffs.fyi-ს მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, 2024 წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ტექნოლოგიური სექტორიდან 5500-მდე დასაქმებული გათავისუფლდა. ეს რიცხვი თანაბრად ნაწილდება როგორც მსხვილ კომპანიებზე, ასევე – სტარტაპებზეც. სამსახურებრივი გათავისუფლებები Google-სა და Amazon-ში დასაქმებულებსაც შეეხოთ: საუბარია სხვადასხვა ბიზნეს დეპარტამენტიდან ასობით თანამშრომლის დათხოვაზე. ამ…

Read More

👛გაინტერესებთ, თქვენ მიერ მოწონებული Chanel-ის ჩანთა ორიგინალია თუ ყალბი? ამაზე პასუხი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ახლა უკვე მარტივად გექნებათ – AI-ს შეუძლია ამოიცნოს, არის თუ არა ნივთი ე.წ. “ფეიქი”. 💭 🤖Entrupy არის ტექნოლოგიური სერვისი, რომელიც იყენებს დიზაინერების ჩანთების და აქსესუარების მონაცემებს, რომელსაც სისტემატურად ანახლებს და სწორედ ამ სერვისის საშუალებით დგინდება, კონკრეტული პროდუქცია დიზაინერის მიერ შექმნილი რეალური ნივთია, თუ – არა. 💻Entrupy 2012 წელს დაარსდა და მას შემდეგ ეს ტექნოლოგია ასობით გადამყიდველში გამოიყენება; განსაკუთრებული პოპულარობით კი ვინტაჟური პროდუქციის გადამყიდველებში სარგებლობს.🎞ირკვევა, რომ AI-ის თანაკვეთა ამ სერვისთან ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიანია: ზრდადი ინტერესის კვალდაკვალ, დიზაინერების შექმნილი ნივთების ორიგინალობით დღითიდღე მეტი ადამიანი ინტერესდება და, შესაბამისად, Entrupy-იც…

Read More

【”მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამანათების შეფუთვის გაუმჯობესებას ინოვაციური გზებით, რათა უფრო მეტი გადამუშავებადი მასალა გამოვიყენოთ,”】 -✍️ამ ინფორმაციას ელექტრონული კომერციის მსოფლიო გიგანტი კომპანია Amazon-ი ავრცელებს. 📝Amazon-ის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისთვის ერთგვარი სტანდარტია მომხმარებლისთვის ამანათების მიწოდების გაუმჯობესებაზე მუდმივი ფიქრი. 📦 ბუნებრივია, როცა საქმე ამანათის შეფუთვას ეხება, მთავარი საკითხი პროდუქციის უსაფრთხოების დაცვაა, რათა ის მომხმარებელმა დაუზიანებელ მდგომარეობაში მიიღოს. სწორედ ამიტომ, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, ამანათები გონივრულად შეიფუთოს და, რაც მთავარია, მარტივად გადამუშავებადი მასალით.♻️ 【”ჩვენ ვეყრდნობით მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ინოვაციური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მივიღოთ მარტივი გადაწყვეტები, რომლებიც როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პლანეტისთვისაც საუკეთესო ვარიანტი იქნება,”】 – აცხადებენ Amazon-ის წარმომადგენლები. 🔜მათივე…

Read More

სადღესასწაულო სეზონის მოახლოებასთან ერთად, კომპანია USA2GEORGIA-ს თქვენთვის მორიგი სასიამოვნო სიახლე აქვს: ▪️თურქეთის სააქციო 2$ და 1$-იანი ტარიფი გახანგრძლივდა კიდევ – 6 თვით! შეგახსენებთ:50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება მხოლოდ – რეალური წონით!ტარიფი: 1️⃣კგ= 💲2️⃣ 50კგ-დან ამანათების/ტვირთის ტრანსპორტირების ტარიფი გახლავთ:1️⃣კგ=💲1️⃣ მოცულობითი წონის გათვალისწინებით! აქციის ხანგრძლივობა:2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით! ამანათის ტრანსპორტირების ზუსტი ღირებულების გამოსათვლელად, გთხოვთ, ისარგებლეთ – USA2GEORGIA-ს კალკულატორით. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის! *შემდეგ სტატიაში, ასევე, სასიამოვნო სიახლე ელოდებათ ჩვენს ერთგულ მეგობრებს!

Read More

წლის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა საშოპინგო დღესასწაულმა – Cyber Monday-იმ ჩაიარა. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო დღეა, თუმცა შოპინგის შემდეგ ალბათ ყველას გვაინტერესებს, რამდენად სწრაფად მივიღებთ ჩვენს ამანათებს. ახალი ამბავი არაა, რომ ამ პროცესების დასაჩქარებლად მსოფლიო გიგანტი სავაჭრო კომპანია Amazon-ი ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ AI ეხმარება Amazon-ს ყველა სერვისის წარმართვაში, რასაც იყენებენ. “ეს არის ის, რასაც მომხმარებელი ვერ ხედავს და გრძნობს, თუმცა ისეთივე კრიტიკული მნიშვნელობისაა, როგორც ჟანგბადი. როცა მომხმარებელი ვერ ხვდება, რომ AI აქაა, ეს ნიშნავს, რომ ის იდეალურად მუშაობს,” – ამბობს Amazon-ის ტექნოლოგიური დაგეგმვის დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტი კოტ ჰამილტონი. მისივე თქმით, სწორედ ხელოვნური ინტელექტი წარმართავს Amazon-ის ვებ-გვერდს,…

Read More

ვირტუალური რეალობის, იგივე VR სათვალის და ყურსასმენების გამოყენებით, სუფოკლის უნივერსიტეტის სტუდენტები ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეძლებენ. ეს ტრანსატლანტიკური კვლევითი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანსაც სტუდენტებისთვის ე.წ. Soft უნარების დაუფლება და გაუმჯობესება წარმოადგენს. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, VR სათვალეებით სტუდენტები ისეთი მნიშვნელოვანი უნარების დახვეწას შეძლებენ, როგორებიცაა საჯარო გამოსვლებში მონაწილეობა და სამსახურის გასაუბრებებში ვარჯიში. გარდა ვირტუალური სათვალეებისა, პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტს დამატებით 2 VR ყურსასმენიც გადაეცემა. პროექტის ორგანიზატორების თქმით, ყურსასმენები ნაკლებად თავდაჯერებულ სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რომ პრეზენტაციების წარმართვაში ივარჯიშონ ან მომავალი სამსახურების გასაუბრება ვირტუალურ რეალობაში გაიარონ და ყველა კრიტიკული შეკითხვისთვის მოემზადონ. პროექტი 6-თვიანია, რომლის დასრულების შემდეგაც სტუდენტები თამამად შეძლებენ მუშაობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა…

Read More