ესენი არ არიან “ადამიანები შავებში”, ესენი ექსპრეს კურიერები არიან!
უცხოპლანეტელთა გასანადგურებლად მათ ვერ გამოიძახებთ, ამანათს კი სიამოვნებით მოგართმევენ.
ბოლო პერიოდში ექსპრეს საკურიერო სერვისზე მოთხოვნის ზრდის გამო, ჩვენს ინფრასტრუქტურას რამდენიმე საკურიერო მანქანა დაემატა, რაც ამანათების სწრაფად მიღებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ეს ფაქტი კი ექსპრეს კურიერის პოპულარობის ზრდითაა განპირობებული. მომხმარებლებისგან ხშირად გვესმის, რომ მანქანით გამოსვლა ზოგჯერ 3 ლარზე მეტი ჯდება, რომ არაფერი ვთქვათ დროის დაზოგვაზე.
ექსპრეს კურიერის მომსახურების პირობები ახლო მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეს კურიერი ყოველდღე მუშაობს.