მეგობრებო,
საერთაშორისო წესის მიხედვით – საჰაერო გადაზიდვებისას ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ორგვარად: რეალური (სასწორის) და მოცულობითი წონით!
აღნიშნული წესი არ გახლავთ USA2GEORGIA-ს შექმნილი.
იხილეთ IATA – საერთაშორისო ავია-სატრანსპორტო ასოციაციის დებულება
https://www.iata.org/en/publications/newsletters/iata-knowledge-hub/air-cargo-tariffs-and-rules-what-you-need-to-know/
“How Is Air Freight Cost Calculated?
When it comes to how is air freight cost calculated, the weight and volume are determining factors.
Air carriers can charge by volumetric weight, which is dimensional weight, or by actual weight.
To determine the volumetric rate, the general rule is to divide the volume of the shipment in cubic centimeters by 6000. Whichever is higher, the volumetric weight or actual weight, that is the amount that will be used for pricing the air freight cost. This is most important when shipping lightweight items that take up significant space. For example, a metric ton of feathers would be more costly than a metric ton of steel, as its volumetric weight would be very high.”
ავია-კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან გადამზიდ კომპანიებს სწორედ საერთაშორისო წესის მიხედვით ითვლიან ტრანსპორტირების ღირებულებას.
საჰაერო გადაზიდვების საერთაშორისო წესდების მიხედვით: თუ ამანათის მოცულობითი წონა დიდია ამანათის რეალურ წონაზე, ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა ხდება – მოცულობითი წონის მიხედვით.
როგორ გამოითვლება მოცულობითი წონა:
სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 (სმ-ში)
გასულ წელს, თითქმის მთელი წელი – სააქციო პერიოდი იყო ჩვენი მომხარებლებისათვის და მხოლოდ რეალური წონით ითვლებოდა ტრანსპორტირების ღირებულება. თუმცა ტრანსკონტინენტური გადაზიდვების წესდების გამკაცრების შემდეგ კვლავ – საერთაშორისო სტანდარტს დაუბრუნდა ტრანსპორტირების ღირებულების გამოთვლა.
გაითვალსიწინეთ – ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველა და ყველანაირი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება მოცულობითი წონით დაითვლება.
არა!
მხოლოდ იმ ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება დაითვლება მოცულობითი წონით, რომელთა მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე.
ასევე, პოლიეთილენის პარკით გამოგზავნილი ამანათები დაითვლება რეალური (სასწორის წონით).
გარდა, ამისა კომპანიამ დააბრუნა გადაფუთვის (ამანათების ზომაში შემცირების) სერვისი.
“გადაფუთვის სერვისში” ერთვება – ექსპერტთა გამოცდილი გუნდი, რომელიც Cut-Down / “გადაფუთვის” სერვისში სპეციალიზებულია.
ისინი ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ ამანათების მოცულობა, რაც კომპანიისთვისაც ხელსაყრელია და მომხმარებლებისთვისაც.
500 000-მდე მომხმარებლისათვის “გადაფუთვის მომსახურება” – მინიმალური ღირებულებით განისაზღვრა.
– მოცულობით 10კგ-მდე წონის ამანათის შემთხვევაში, გადაფუთვის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს – 2 აშშ დოლარს.
– ხოლო 10კგ-ზე მეტი მოცულობითი წონის ამანათის გადაფუთვის შემთხვევაში, გადაფუთვის მომსახურება თითოეულ ამანათზე შეადგენს – 10 აშშ დოლარს.
რატომ არის “გადაფუთვის სერვისი” ფასიანი:
დავიწყებთ იქიდან, რომ USA2GEORGIA – 2022 წლის მონაცემებით 500 000-მდე მომხმარებელს ემსახურება.
მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე დიდი სისწრაფით იზრდება, მათ მომსახურებას კი დიდი დრო, ძალისხმევა და მატერიალური რესურსი სჭირდება.
სწორედ ამიტომ განისაზღვრა “გადაფუთვის მომსახურება” – მინიმალური ღირებულებით.
თუმცა, დანაზოგი რამდენიმეჯერ აღემატება – “გადაფუთვის მომსახურების” ღირებულებას, დაგვეთანხმებით ისინი, რომელთაც უკვე გამოიყენეთ – “გადაფუთვის სერვისი”.
* შეგახსენებთ: აღნიშნული მომსახურება – ნებაყოფლობითია.
ასევე მოგეხსენებათ, ბიუროკრატიული თვალსაზრისით – ურთულეს კოორდინაციას მოითხოვს საჰაერო გადაზიდვა და განსაკუთრებით მაშინ თუ მომხმარებელთა რიცხვი 500 000-ს მიუახლოვდა!
რატომ არის ხელსაყრელი ზომაში შემცირებული ამანათები USA2GEORGIA-სთვის:
ავია-კომპანია გადამზიდი კომპანიებისათვის ავია-ლაინერში ყოველთვის შეზღუდულ სივრცეს თმობს. შესაბამისად, თუ დიდი მოცულობის ამანათებით შეივსება თვითმფრინავი, რეისზე ტვირთები გაიყოფა და ცალ-ცალკე გამოიგზავნება საქართველოში.
თუმცა ავია-კომპანიისათვის გადასახდელი თანხა, ზუსტად იმ რაოდენობით ექნება USA2GEORGIA-ს, რაც მთლიანი რეისის გამოგზავნისას იქნებოდა საჭირო!
*რომ აღარაფერი ვთქვათ – გაჩერებულ ტვირთებსა და დაგვიანებულ ვადებზე.
რატომ არის შეზღუდული სივრცე გამოყოფილი ავია-ლაინერში:
USA2GEORGIA-ს არ ჰყავს საკუთარი ავია-ლაინერები, საქართველოში კი დიდი სატვირთო თვითმფრინავები არ დაფრინავენ. სულ რამდენიმე ავია-კომპანიაა შემოსული ბაზარზე, და მათგან საუკეთესო ემსახურება USA2GEORGIA-ს.
სწორედ, ამიტომ USA2GEORGIA და USA2GEORGIA-ს მომხმარებლები ავია-გადაზიდვის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით იხდიან ტრანსპორტირების ღირებულებას.
ასე, რომ მოცულობითი ტვირთის დაპატარავება და ზომაში შემცირება, როგორც თქვენი ისე ჩვენი დიდი მიზანია, და მეტსაც გეტყვით, USA2GEORGIA-სთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან რეისები არ გაიყოს, ვადები არ დაგვიანდეს და დროულად მოხდეს მათი ტრანსპორტირება საქართველოში.