როგორც იცით, ჩინეთის ბაზარი პროდუქციის მრავალფეროვნებით და ხელმისაწვდომობით გამოირჩევა. მთავარი გამოწვევა კი სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის ნივთებია. სად შეიძლება ვნახოთ ბევრი საინტერესო პროდუქტი იაფად და როგორ შევიძინოთ ონლაინ – სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ამ სტატიაში იპოვით.
pandabuy.com – ონლაინ შოპინგის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, რომ პროდუქცია პირდაპირ ჩინელი მომწოდებლისგან გაცილებით დაბალ ფასად შეიძინოს. ონლაინ პლატფორმა მხოლოდ მაღალხარისხიან პროდუქციაზე მუშაობს და კონკურენტუნარიანი ფასებიც აქვს. პროდუქციის ასორტიმენტიც საკმაოდ ფართოა: აქ შეხვდებით ტექნიკას, ტანსაცმელს, საოჯახო ნივთებს, თავის მოვლის საშუალებებს და ნებისმიერ სხვა ნივთს, რაც სტანდარტულ ონლაინ მაღაზიებში იყიდება.
როგორ მუშაობს Pandabuy?
Pandabuy-ის პლატფორმა მომხმარებელზე მორგებული და მარტივი გამოსაყენებელია. მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა კატეგორიიდან სასურველი პროდუქტი აარჩიოს, ფასების შედარება მოახდინოს და შემდეგ შეკვეთა განათავსოს. მომწოდებელი ამანათს პირდაპირ მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე, რამდენიმე დღის განმავლობაში მიიტანს.
Pandabuy-ით სარგებლობის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ პლატფორმის საშუალებით მომხმარებელს უამრავი სახეობის პროდუქციაზე წვდომა აქვს. პლატფორმას მომწოდებელთა ფართო ქსელი აქვს და აქ განთავსებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზრებზე ხელმისაწვდომი არ არის. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Pandabuy-ის ფასები ადგილობრივ ბაზრებზე არსებულზე ბევრად დაბალია.
როგორ გადავიხდით Pandabuy-ზე?
Pandabuy-ზე გადახდის მეთოდები უსაფრთხოა. პლატფორმა იღებს როგორც საკრედიტო ბარათებს, ასევე – paypal-ს.
როგორ ვიშოპინგო Pandabuy-ზე?
pandabuy.com-ის გამოყენების წესები ძალიან მარტივია. რეგისტრაციას, პროდუქციის შერჩევას, გადახდას და თრექინგ კოდის მიღებას კი ამ ვიდეოს დახმარებით შეძლებთ!