სიხარულით გაცნობებთ, რომ უკვე ბათუმშიც შესაძლებელია ქალაქის შიდა საკურიერო სერვისით – ექსპრესკურიერით სარგებლობა. USA2GEORGIA-ს მომსახურების პირობების თანახმად, ბათუმშიც, ისევე როგორც თბილისში, ექსპრესკურიერის მომსახურების ღირებულება ყოველ 10 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 6 ლარს. 10 კგ-დან 20 კგ.მდე – 12 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 20 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე – 1.00 ლარით.
ექსპრესკურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში “ჩამოსულია” უნდა გაკეთდეს მოთხოვნა “საკურიერო მომსახურება” ღილაკზე დაჭერით.
საკურიერო სერვისი ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 2 სამუშაო დღეს.