ილონ მასკმა 55 წლის იუბილე აღნიშნა. მისმა დედამ, Maye Musk-მა, X-ზე გამოაქვეყნა მილოცვა და ორი ფოტო, სადაც ილონი Starship-ის ფორმის ტორტზე სანთლებს აქრობს და Lego-სგან აწყობილი კოსმოსური კოლონიაა გამოსახული. თუმცა, მომხმარებლებმა სწრაფად შენიშნეს "Made With AI" წარწერა, რომელიც მოგვიანებით გაქრა. ამან ეჭვები გააჩინა, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყო შექმნილი ან დამუშავებული, რამაც ბევრი გააღიზიანა.

ზოგიერთი მომხმარებელი კი დარწმუნებულია, რომ პოსტი თავად ილონ მასკმა გამოაქვეყნა დედის სახელით, რაც ადრეც გამხდარა მსგავსი სპეკულაციების მიზეზი. ეს თეორია გაამყარა Maye Musk-ის ანგარიშიდან გაგზავნილმა უცნაურმა ტვიტმა, სადაც ის მესამე პირში საუბრობდა. ამ ინციდენტმა კიდევ უფრო გაამძაფრა დისკუსია იმის შესახებ, თუ რამდენად ავთენტურია ცნობილი ადამიანების სოციალური მედიის აქტივობა.

წყარო: Futurism — https://futurism.com/future-society/elon-musk-mother-birthday-post-ai