ნიუ-ჯერსიში კანონპროექტი განიხილება, რომელიც ავტონომიურ მანქანებს კამერების გარდა, სულ მციმრე ორი სხვა სენსორული ტექნოლოგიის, მაგალითად, ლიდარისა და რადარის გამოყენებას ავალდებულებს. ეს კანონპროექტი, თუკი მიღებული იქნება, ეფექტურად აკრძალავს Tesla-ს სრულად ავტონომიურ რობოტაქსებს, რადგან კომპანია, Elon Musk-ის მითითებით, მხოლოდ კამერებსა და AI-ზე დაფუძნებულ აპარატურას იყენებს, რადარისა და ლიდარის გარეშე. კანონმდებლები უსაფრთხოების მიზეზებით ხსნიან ამ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნიათ, რომ მხოლოდ კამერები არ არის საკმარისი რთულ სიტუაციებში.

Tesla-ს კონკურენტები, მათ შორის Waymo, წარმატებით იყენებენ როგორც კამერებს, ასევე სხვა სენსორულ ტექნოლოგიებს, რაც უკეთეს შედეგებს იძლევა ცუდ ამინდსა და სიბნელეში. ნიუ-ჯერსის კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სხვა შტატებმაც, მაგალითად, ნიუ-იორკმა, შესაძლოა მსგავსი ნაბიჯები გადადგან, რაც Tesla-ს ავტონომიური მართვის სტრატეგიას სერიოზულად შეაფერხებს. Tesla აქტიურად ლობირებს კანონპროექტის წინააღმდეგ და მოუწოდებს ნიუ-ჯერსის მაცხოვრებლებს, დაუკავშირდნენ კანონმდებლებს.

წყარო: Futurism — https://futurism.com/advanced-transport/new-jersey-poised-ban-self-driving-teslas