ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, კენტუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა იულიუს კეისრის ოჯახის წევრის წერილის გაშიფვრა შეძლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მეცნიერული მტკიცებულებების მიხედვით, წერილი 2000 წლის წინანდელია და ის პაპირუსის გრაგნილზეა შესრულებული. წერილში კი საუბარია მუსიკასა და საკვებზე.
მეცნიერების თქმით, გრაგნილი 79 წელს ვეზუვის მთიდან ვულკანის ამოფრქვევის გამო, ნაწილობრივ დამწვარი იყო, რის გამოც გრაგნილის ხელით გაშლა და ექსპერტების მიერ მისი დეტალური შესწავლა ვერ ხერხდებოდა.
თუმცა, როგორც ვხედავთ, მოხდა “სასწაული” და წერილის გარჩევა ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო. როგორ? კენტუკის უნივერსიტეტში დოქტორ ბრენტ სეილსმა და მისმა გუნდმა, გრაგნილზე არსებული ტექსტის გასაშლელად მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება გამოიყენეს. უფრო ზუსტად, მათ შექმნეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელმაც შეძლო ასოების დამუშავება შაბლონის ამოცნობის გამოყენებით. საბოლოოდ კი, ხელოვნური ინტელექტის ამ მოდელის შექმნის გამო, სამ სტუდენტს სოლიდური ჯილდოც – $700,000 გადაეცა.