404 Media-ს გამოძიების თანახმად, Amazon-ი იშვიათ წიგნებს სკანირებს და შემდეგ ანადგურებს, რათა თავისი ხელოვნური ინტელექტის მოდელები გაავარჯიშოს. ერთ-ერთმა წიგნის გამყიდველმა, რომელმაც 1000 წიგნის შეკვეთა მიიღო Biblio-ს პლატფორმიდან, სადაც მყიდველები ანონიმურები არიან, ეჭვი შეიტანა, რომ შეკვეთა ხელოვნური ინტელექტის კომპანიისგან მოდიოდა. მან Apple AirTag-ი ერთ-ერთ წიგნში მოათავსა და ამან გამოავლინა, რომ წიგნები ნევადაში, Amazon-ის მასშტაბურ საწყობში მიდიოდა. იქ დასაქმებულები წიგნებს ხერხემალს აცლიან, გვერდებს სკანირებენ და შემდეგ ანადგურებენ.

Amazon-ის თანამშრომლების ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მათი სამუშაო წიგნების სკანირებაა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Amazon-ი წიგნებს კომერციული არხებით ყიდულობს პროდუქტებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ Anthropic-ის წინააღმდეგ აღძრულმა საქმემ გამოავლინა, რომ Claude ჩატბოტის შემქმნელი მილიონობით წიგნის გვერდებს ჭრიდა, სკანირებდა და შემდეგ ანადგურებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ფიზიკური ტექსტების ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ორიგინალების განადგურება "ტრანსფორმაციული" იყო და არ არღვევდა საავტორო უფლებებს. წიგნის გამყიდველები ეჭვობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ცდილობენ მსოფლიოში ყველა დაბეჭდილი წიგნის სკანირებას მათი სერიული ნომრების სიის გამოყენებით.

წყარო: Futurism — https://futurism.com/artificial-intelligence/amazon-destroying-rare-books-ai