ამერიკული გიგანტი კომპანია Amazon-ი მომხმარებლებთან გასაგზავნი ამანათების შიგთავსის შესამოწმებლად, ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. უფრო ზუსტად, AI კომპანიის თანამშრომლებს დეფექტური პროდუქციის აღმოჩენაში ეხმარება. ამის შესახებ თავად Amazon-ის საინფორმაციო პორტალზე წერენ.
Amazon-ის თანამშრომელთა განმარტებით, კომპანიის საწყობში განთავსების შემდეგ, თითოეულ ამანათზე ექვსპუნქტიანი ვიზუალური შემოწმების პროცედურა ტარდება. თანამშრომლების თქმითვე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი ამოცანაა, ამ საქმის შესრულება მათ ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცილებით ეფექტურია.
მსგავსი დავალებით დაპროგრამებული ხელოვნური ინტელექტი გერმანიაში, ბერლინში Amazon Fulfillment Technologies-ის მეცნიერთა გუნდის მიერ შეიქმნა. მკვლევარები AI-ის მოწინავე შესაძლებლობებს მუდმივად ავითარებენ, რათა საბოლოოდ Amazon-ის ამანათებმა მომხმარებლამდე სრულიად უდეფექტოდ მიაღწიოს.
რაც შეეხება უშუალოდ დაზიანების გამოვლენის ტექნოლოგიას, ის მონაცემთა ფართო ბაზას ეყრდნობა და პროგრამული უზრუნველყოფით მუშაობს. კვლევითი ჯგუფი ხელოვნურ ინტელექტს ამანათში არსებულ ყველა პროდუქციას აცნობს (შიგთავსის დეტალური აღწერით, ასევე სურათებით). ამ ყველაფრის მიზანია სურათის შედარება პროდუქტთან, რომელსაც AI “უყურებს”. ამ შედეგის მისაღწევად, Amazon-ის საწყობში მიღებული ყველა ნივთი სკანირდება, AI თითოეული ნივთის იდეალურ ფორმას და სტუქტურას ადარებს კონკრეტულთან და თუ მონაცემები არ დაემთხვა, ასეთ ამანათს დაზიანებულად მიიჩნევს. მეცნიერების თქმით, AI-ის ეს სისტემური უნარები მუდმივად უმჯობესდება.
“ხელოვნური ინტელექტის დაპროგრამება შემსწავლელი სისტემით დავიწყეთ, რა დროსაც AI-მ ნივთების ე.წ. გონებრივი მოდელები შექმნა დაზიანებული და დაუზიანებელი ნივთების მილიონობით გამოსახულების ნახვით. ექსპლოატაციაში ჩაშვების შემდეგ, ჩვენ ვუჩვენეთ მას კონკრეტული ელემენტის სურათი და იმავე პროდუქტის „გალერეის“ სურათი, რომლებიც AI-მ ერთმანეთს შეადარა. ეს კი რამდენიმე ათასჯერ მაინც შესრულდა, თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ პროდუქციის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ეს პროცესი მუდმივია,” – განაცხადა Amazon Robotics-ის გამოყენებითი მეცნიერების დირექტორმა ჯერემი უაიტმა.
ამ ყველაფრის შედეგი კი სწორედ ისაა, რომ მეცნიერთა თქმით, AI სისტემა სამჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე დაზიანებული პროდუქტების ხელით იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ბაზის ზრდასთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის ეს კონკრეტული მოდელი გაუმჯობესებას განაგრძობს, მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ტექნოლოგიის ნამდვილი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის ადამიანებს მუშაობაში ეხმარება.
ამასთან, თქვენ უკვე იცით, რომ კომპანია USA2GEORGIA წლებია, აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს იმისთვის, რომ აშშ-დან და ახლა უკვე თურქეთიდანაც საქართველოში ამანათების მიღება მაქსიმალურად სწრაფი, კომფორტული და ეფექტური იყოს. უფრო ზუსტად, USA2GEORGIA-ს AI-ის სკანირების სისტემით, მომხმარებლები საკუთარი ამანათების შესახებ სწრაფ შეტყობინებებს იღებენ. დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად, ამანათები სწრაფად იზომება და იწონება, რაც ასევე AI-ის მეშვეობით მიიღწევა. USA2GEORGIA-ს ხელოვნურ ინტელექტს კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა აქვს – ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვა, რითაც ჩვენი სისტემა ყოველ ჯერზე ამანათების დროულ და ეფექტურ მიწოდებას უზრუნველყოფს. ცალკე აღნიშვნის ღირსია საწყობის ეფექტური მენეჯმენტი USA2GEORGIA-ში და მომხმარებელთა მხარდაჭერის შეუდარებელი სერვისი. ასე რომ, AI-ის პოტენციალის გათვალისწინებით, USA2GEORGIA მომხმარებლებს გადაზიდვისა და ლოგისტიკური სერვისების შეუდარებელ ეფექტურობას და კომფორტს სთავაზობს. სრულ ინფორმაციას გაეცნობით ამ სტატიაში.