【”მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენ ვაგრძელებთ ამანათების შეფუთვის გაუმჯობესებას ინოვაციური გზებით, რათა უფრო მეტი გადამუშავებადი მასალა გამოვიყენოთ,”】 -✍️ამ ინფორმაციას ელექტრონული კომერციის მსოფლიო გიგანტი კომპანია Amazon-ი ავრცელებს.
📝Amazon-ის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისთვის ერთგვარი სტანდარტია მომხმარებლისთვის ამანათების მიწოდების გაუმჯობესებაზე მუდმივი ფიქრი. 📦 ბუნებრივია, როცა საქმე ამანათის შეფუთვას ეხება, მთავარი საკითხი პროდუქციის უსაფრთხოების დაცვაა, რათა ის მომხმარებელმა დაუზიანებელ მდგომარეობაში მიიღოს. სწორედ ამიტომ, კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, ამანათები გონივრულად შეიფუთოს და, რაც მთავარია, მარტივად გადამუშავებადი მასალით.♻️
【”ჩვენ ვეყრდნობით მეცნიერებაზე დაფუძნებულ მიდგომას, რომელიც გულისხმობს ინოვაციური მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას, რათა მივიღოთ მარტივი გადაწყვეტები, რომლებიც როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პლანეტისთვისაც საუკეთესო ვარიანტი იქნება,”】 – აცხადებენ Amazon-ის წარმომადგენლები.
🔜მათივე ცნობით, 2024 წელს ამ პროცესის გაუმჯობესება კვლავ გაგრძელდება, რა დროსაც ამანათების შეფუთვის ახალი მეთოდებიც გაიტესტება. რაც შეეხება პროგრესს, რომელიც გიგანტმა კომპანიამ ათეულობით წლის განმავლობაში განიცადა, ასე გამოიყურება:
✅ 2015 წლიდან დღემდე Amazon-ის თითო ამანათის შეფუთვის წონა საშუალოდ 41%-ით შემცირდა. კომპანია ამას იმით ხსნის, რომ წლის განმავლობაში შესაფუთი მასალის მოცულობა 2 მილიონ ტონამდე შემცირდა, რაც ჩვენი პლანეტისთვის უდავოდ დიდი შვებაა.
✅2022 წელს Amazon-მა გლობალური ოპერაციების ფარგლებში, ერთჯერადი გამოყენების პლასტიკური მასალა 11.6%-ით შეამცირა.
✅ამავე წელს კომპანიის მთლიანი შეკვეთების 11% მომხმარებლამდე დამატებითი შეფუთვის გარეშე გაიგზავნა.
✅ევროპაში Amazon-ის ამანათების ერთჯერადი პლასტიკური შეფუთვა 100%-ით გადამუშავებადი ქაღალდით და მუყაოთი ჩანაცვლდა.
✅ინდოეთში კომპანიამ საერთოდ აღმოფხვრა ამანათების ერთჯერადი, თხელი პლასტმასის მასალით შეფუთვა.
📦როგორც Amazon-ში ამბობენ, ამ მიღწევების მთავარი შედეგი ისაა, რომ მკვეთრად შემცირდა ამანათების დამატებით შეფუთვის ფაქტები და პრიორიტეტი გადამუშავებად მასალას მიენიჭა; გლობალურად გაიზარდა ქაღალდისა და მუყაოს მასალის გამოყენება, რაც მეტად ეფექტური აღმოჩნდა როგორც მომხმარებელთა გამოცდილებისთვის, ასევე დედამიწაზე დამატებითი ნარჩენების დაგროვების აღმოსაფხვრელად. რაც ყველაზე მთავარია, მსოფლიოს მასშტაბით Amazon-ის ამანათებს ყველა მომხმარებელი ახლა მეტად დაკორექტირებული ზომით იღებს, ამას ალბათ თქვენც შეამჩნევდით. პროგრესი კი გრძელდება – ამით მომხმარებელიც კმაყოფილია და ჩვენს დედაპლანეტასაც ნაკლებ ნარჩენთან მოუწევს გამკლავება!🙌