გაცნობებთ, რომ 9, 12 და 26 მაისს კომპანია USA2GEORGIA-ს ფილიალები, საკურიერო მომსახურება, ლოქერები, ცხელი ხაზი, მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი და საბაჟო დეპარტამენტი ვერ მოგემსახურებათ. გმადლობთ ყურადღებისთვის!
Author: Tatia
რა შეიძლება, $2-ად შეიძინოთ? საყოფაცხოვრებო ნივთი, წიგნი თუ რაიმე გემრიელი სასუსნავი? ალბათ სამივე, მაგრამ იფიქრებდით, რომ ამ თანხად ტრანსკონტიტენტური ქალაქიდან საქართველოში 1კგ ამანათების ტრანსპორტირება შეგიძლიათ? სწორედ ამიტომ, სიხარულით გაცნობებთ USA2GEORGIA-ს ახალი ბრენდის – TURKEY2GEORGIA-ს სააქციო სიახლეს – 2 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, თურქეთის საწყობში მიღებული ამანათების საქართველოში ტრანსპორტირების ღირებულება $2 იქნება. ეს თანხა გავრცელდება თქვენთვის სასურველ სხვადასხვა პროდუქციაზე: ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე, აქსესუარებზე, ავტომობილის ნაწილებზე და ა.შ. შეგახსენებთ, 50კგ-მდე მოცულობითი წონის ამანათების ტრანსპორტირების ღირებულება – მხოლოდ სასწორის/რეალური წონით ითვლება! თუ შოპინგის ხასიათზე დადექით, შეგახსენებთ იმ თურქულ ონლაინ მაღაზიებს, სადაც სხვადასხვა სახეობის პროდუქციის საკმაოდ ფართო ასორტიმენტიდან თქვენთვის სასურველს შეარჩევთ. ხოლო თუ რომელიმე თურქულ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას დახმარება გჭირდებათ, მიჰყევით ინსტრუქციას.
ალბათ, ძალიან მოკლეა იმ ადამიანთა სია, რომელთაც ონლაინ შოპინგით ერთხელ მაინც არ უსარგებლიათ. როგორც წესი, მთავარი მიზეზი, რის გამოც პროდუქციის შეძენისას უპირატესობა ელექტრონულ კომერციას ენიჭება, ადგილობრივ ბაზართან შედარებით, დაბალი ფასებია. სწორედ ამ და კიდევ სხვა უამრავი მიზეზის გამო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ონლაინ მაღაზიებში ვაჭრობა განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მომხმარებლებისთვის ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანა კი თურქეთია. რატომ? აი, მიზეზებიც: მიზეზი 1: იაფი შოპინგი მას შემდეგ, რაც კომპანია USA2GEORGIA-მ ახალი ბრენდი TURKEY2GEORGIA შექმნა, თქვენთვის კარგად ნაცნობ თურქულ ონლაინ მაღაზიებთან ერთად, სხვადასხვა ტიპის და სახეობის პროდუქტების ღირებულებაზე ინფორმაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. შესაბამისად, დღეს უკვე ყველას შეუძლია, შეადაროს სასურველი ნივთების ფასები ადგილობრივ ბაზრებზე და…
მორიგი სიახლე უნდა გაგაცნოთ – ეს USA2GEORGIA-ს ჩატბოტია, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაჭკვიანდა! ბოტის მუდმივი განვითარების მიზანი ხომ მომხმარებლებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. ახლა კი ცოტა შორიდან დავიწყოთ – მას შემდეგ, რაც ამანათების თურქეთიდან საქართველოში ტრანსპორტირების ახალი ბრენდი TURKEY2GEORGIA ამოქმედდა, თურქულ ონლაინ მაღაზიებში შოპინგით უამრავი მომხმარებელი დაინტერესდა და დარეგისტრირდა. ზოგიერთი ვებ-გვერდი რეგისტაციის სხვადასხვა ეტაპზე მომხმარებელს ვერიფიკაციისთვის SMS კოდს უგზავნის, ამ კოდის მიღება კი USA2GEORGIA-ს თქვენს ექაუნთში არსებულ ჭკვიან ჩატბოტთან ერთად, ახლა უკვე Facebook-ის Messenger-შიც შეგიძლიათ! Messenger ბოტი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომი იქნება და მისი საშუალებით 24/7-ზე შეძლებთ თურქული SMS კოდების მიღებას! სულ მალე კი ბოტი კიდევ უფრო მეტად დაჭკვიანდება! ასე რომ,…
გვინდა, სიხარულით გაუწყოთ, რომ თურქეთიდან საქართველოში პირველი ტვირთი უკვე გამოიგზავნა – TURKEY2GEORGIA-ს პირველი მომხმარებლები თურქეთის ონლაინ მაღაზიებში შეძენილ პროდუქციას სულ რამდენიმე დღეში მიიღებენ. ამანათების სწრაფად მიღების მიზეზი ისაა, რომ TURKEY2GEORGIA-ს საფოსტო საწყობი სტამბოლთან ძალიან ახლოს, სულ 1 საათის სავალზე – თექირდაგში – ინდუსტრიულ ზონაში, ჩქაროსნულ გზასთან მდებარეობს, სადაც უმსხვილესი სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციული ოფისებია მოწყობილი, რაც შიდა ტრანსპორტირებას ძალიან აადვილებს, შესაბამისად, ამანათების გადაზიდვა მინიმალურ ვადებში ხდება. მადლობას გიხდით ერთგულებისთვის!
თურქეთიდან საქართველოში ამანათების ტრანსპორტირების ახალი ბრენდის – TURKEY2GEORGIA-ს შემოსვლამ, ბუნებრივად გააჩინა კითხვა – რომელი ონლაინ მაღაზიებიდანაა შესაძლებელი პროდუქციის შეძენა. მართალია, არსებობს ის პოპულარული თურქული ონლაინ მაღაზიები, რომლებიც წლებია, ქართველი მომხმარებლებისთვის კარგად ცნობილია, თუმცა მათ გარდა კიდევ რამდენიმე ასეული მაღაზიაა, რაც ინტერესს ნამდვილად იმსახურებს. დღესდღეობით, ონლაინ შოპინგის არეალი უსაზღვროა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია, თუმცა მათი კატეგორიზება მაინც სასურველია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ იმ ონლაინ მაღაზიებს, რომლებმაც თავი სულ რაღაც 15 კატეგორიად მოიყარეს. მაგალითად, თუ ერთი ონლაინ მაღაზიიდან ბევრი უნივერსალური ნივთის შეძენა გსურთ, ამაში რამდენიმე ონლაინ მაღაზია დაგეხმარებათ: Trendyol Amazon Turkey Hepsiburada D&R Tchibo Turkey Hipicon Arket Morhipo Boyner…