Author: Tatia

დაპირებისამებრ, ტერმინალების მოწყობა სხვა ფილიალებშიც გრძელდება და უკვე დღეიდან, 18 მაისიდან ტერმინალებით სარგებლობა მიცკევიჩის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

Read More

მოხარული ვართ, რომ USA2GEORGIA-ს ტერმინალებმა ვაჟა-ფშაველას ფილიალში ჩვენს მომხმარებლებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა! დაპირებისამებრ, მათი სხვა ფილიალებში განთავსება გრძელდება და უკვე ორშაბათს, 11 მაისიდან, ტერიმალებით სარგებლობა დიღმის ფილიალშიც იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ ამ ახალი მომსახურების საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მარტივად აიღოთ ამანათი პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ.

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-მ თვითმომსახურების ტერმინალების დანერგვა დაიწყო. მათი საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ, მარტივად აიღოთ ამანათი ფილიალებში, პირადობის მოწმობისა და ხელმოწერის გარეშე. ტერმინალის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: რეისის ჩამოსვლის შემდეგ, SMS-ით 10-ციფრიან კოდს მიიღებთ, რომელიც ტერმინალის ეკრანზე უნდა აკრიფოთ. რამდენიმე წამში კი ამანათებს ტერმინალიდან აიღებთ. ორი ასეთი ტერმინალი დღეიდან უკვე ფუნქციონირებს ვაჟა-ფშაველას ფილიალში. უახლოეს მომავალში კი მისი დანერგვა სხვა ფილიალებშიც იგეგმება. დამატებით იხილეთ ტერმინალით სარგებლობის პირობები ხშირად დასმული კითხვებიდან.

Read More

გაცნობებთ, რომ 1 აპრილიდან, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, ამანათის დეკლარირებისას ნაკლები თანხის მითითების შემთხვევაში, მომხმარებელი საბაჟო დეპარტამენტის მიერ დაჯარიმდება. ჯარიმის ოდენობა კი ასე განისაზღვრება: პირველი შემთხვევისას პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების 40%-ით, ხოლო მომდევნო ჯერზე – 100%-ით. მაგ.: თუ პროდუქცია $20 ღირს, ანუ მცირე ღირებულებისაა და მომხმარებელი $25 ან სულაც $15-ად დაადეკლარირებს, ეს არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს, ხოლო თუ პროდუქცია 300 ლარზე მეტი ღირს, მაგ.: $400 და მომხმარებელი $30-ს მიუთითებს, ამ შემთხვევაში, მომხმარებელი დაჯარიმდება. ანუ საბაჟოსთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არ დაფაროს თანხა, თუ პროდუქცია განბაჟებას ექვემდებარება. ასევე, დაგვიანებით დეკლარირების შემთხვევაში, ამანათის მიღება დეკლარირებიდან 1 კვირით შეფერხდება, ხოლო დეკლარირების გარეშე, ამანათის მიღება…

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ კომპანია USA2GEORGIA-მ აშშ-დან საქართველოში უკვე 3 მილიონამდე ამანათი ჩამოიტანა! მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მომხმარებელს ერთგულებისა და თანადგომისთვის!ეს ფაქტი აშშ-ში USPS ფოსტას უყურადღებოდ არ დარჩენია და მათ ახალი, საკუთარი ZIP კოდი: 19726 მოგვანიჭეს (ძველი ZIP კოდი 19720 ასევე ჩვეულებრივ ფუნქციონირებს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ZIP კოდით სარგებლობის შემთხვევაში, მაღაზიიდან ჩვენს მისამართამდე USPS-ით გამოგზავნილი ამანათების ტრანსპორტირების დრო შემცირდება. საკუთარი ZIP კოდი ამერიკაში საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და USPS მას მხოლოდ სახელმწიფო ორგანიზაციებს გადასცემს, ასევე კომპანიებს, რომელთა ამანათების ბრუნვა ჩვეულებრივზე საგრძნობლად დიდია. მათ შორისაა: თეთრი სახლი, “Empire State Building”, ვოლ-მარტის სათაო ოფისი, “Saks 5th Ave”, ამაზონი, ჯენერალ ელექტრიკი…

Read More

უამრავი ადამიანი ელის Black Friday-ის აქციას, რომელიც მომხმარებელს 28 ნოემბერს გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, გაგაცნობთ რამდენიმე პოპულარული ონლაინ მაღაზიის ბმულს, სადაც Black Friday-ის აქცია უკვე დაანონსდა. Amazon Kohl’s Old Navy Overstock RadioShack Sam’s Club Sports Authority Toys”R”Us Under Armour Walmart American Eagle Bon-Ton Cabela’s eBay Express Gander Mountain Gap HP Home JCPenney Lenovo Lowe’s Macy’s წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!

Read More

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ში ახალი მომსახურება – დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება დაინერგა. ამ მომსახურების საშუალებით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ამანათი მარტივად, წინასწარ განაბაჟოთ, დრო დაზოგოთ და ამანათი თქვენთვის სასურველი ოფისიდან გაიტანოთ. ამისთვის საჭიროა ამანათების მართვის გვერდზე, განყოფილებაში ჩამოსული დააჭიროთ ღილაკს დისტანციური განბაჟება და ფილიალში გადამისამართება და მიუთითოთ ამანათის მიღების სასურველი ოფისი. ქავთარაძის სათავო ოფისში განსაბაჟებელი ამანათის მიღების დრო მოთხოვნიდან 4 სამუშაო საათია, ხოლო სხვა ფილიალებში – 1 სამუშაო დღე. ფილიალში ამანათის გადაგზავნის შემდეგ, SMS შეტყობინებას მიიღებთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ და ამანათი გაიტანოთ. გთხოვთ, გადაამოწმოთ დეკლარირების სისწორე და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ ახალი მომსახურებით, რათა ამანათების მიღება არ შეფერხდეს.

Read More

გაცნობებთ, რომ დღეიდან შესაძლებლობა გაქვთ Express Pay-ის ტერმინალებში USA2GEORGIA-ს მომსახურების ღირებულება გადაიხადოთ ნებისმიერი პლასტიკური ბარათით, მათ შორის, უკონტაქტო ექსპრეს ბარათით. ტერმინალები განთავსებულია როგორც ჩვენს ოფისებში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით. ექსპრეს ბარათების შემთხვევაში ბარათის იდენტიფიკაცია წამკითხველზე მიდებით მოხდება, სხვა ბარათების შემთხვევაში კი – წამკითხველში ბარათის მოთავსებით.

Read More

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ 10 სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი ფილიალი იწყებს ფუნქციონირებას – დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე, N1-ში. იმედი გვაქვს, დამატებითი ფილიალის გახსნა ამანათის ოფისებიდან გატანას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ასევე, დღეიდან ფილიალებში შესაძლებელია როგორც ავტომატური გადამისამართების არჩევა, ასევე სათითაოდ, რეისების მიხედვით გადამისამართება. ამანათების მართვის გვერდზე იხილეთ: პროფაილი -> ფილიალის პარამეტრები ფილიალის მუშაობის შესახებ გაგაცნობთ რამდენიმე პირობას: ფილიალში მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგანსაბაჟებელი ამანათები გაიცემა; ავტომატური გადამისამართება უკვე გამოგზავნილ რეისებზე არ გავრცელდება; რეისების მიხედვით გადამისამართება შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში; განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება; ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ…

Read More

საერთაშორისო ონლაინ გადახდის სისტემა – PayPal უკვე საქართველოშია. PayPal ონლაინ გადახდების მოსახერხებელი და სწრაფი საშუალებაა. თუ თქვენ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიაში და აუქციონზე, როგორიცაა, მაგალითად, eBay, პროდუქციას ვერ ყიდულობდით, საქართველოში PayPal–ის შემოსვლის შემდეგ, გადახდას მარტივად შეძლებთ. აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ მიერ Ebay-ზე საცდელი შესყიდვა წარმატებით განხორციელდა. რეგისტრაცია და შეკვეთის გაგზავნა თქვენს USA2GEORGIA-ს ამერიკულ მისამართზე დელავერში უკვე დღესვე შეგიძლიათ. PayPal-ის ზოგადი ინსტრუქციისთვის იხილეთ ვიდეო გისურვებთ წარმატებულ შოფინგს!

Read More