Author: Tatia

11 თებერვალი ე.წ. “ბიო” არომატიზატორების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, USA2GEORGIA-ს შეზღუდვამ მომხმარებლებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, გვინდა, მცირედი განმარტება გავაკეთოთ: მიუხედავად იმისა, რომ ამ სახის პროდუქციის ტრანსპორტირება კანონით შეზღუდული არ არის, კომპანიამ მიიღო აკრძალვის გადაწყვეტილება, რადგან USA2GEORGIA-ს არ სურს არაჯანსაღი და საეჭვო წარმომავლობის ნივთიერებების ტრანსპორტირებაში მონაწილეობის მიღება. 7 თებერვალი გაცნობებთ, რომ 2013 წლის 7 თებერვლიდან მომსახურების პირობები შეიცვალა და შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალს ე.წ. “ბიო” არომატიზატორები დაემატა. შესაბამისად, აშშ-დან საქართველოში მსგავსი ტიპის შიგთავსით ამანათები არ გამოიგზავნება. იხილეთ შეზღუდული პროდუქციის ჩამონათვალი ასევე მომსახურების პირობები, პარაგრაფი 10

Read More

მოხარული ვართ, 2013 წლის კიდევ ერთ სასიამოვნო სიახლე გაგაცნოთ: 1 თებერვლიდან სუნამოების გამოგზავნაზე შეზღუდვა მოხსნილია. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მსგავსი ამანათების გადაფუთვა არ ხდება, შესაბამისად, წონის დაანგარიშება მოხდება რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. ასევე, შეგახსენებთ, რომ ნებადართულია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი (42 გრადუსამდე), ასევე ყავა, ჩაი, მზა საკვები პროდუქტები, ცოცხალი მცენარეები, ნერგები, მცენარის თესლები და სხვა. იხილეთ შეზღუდული და ნებადართული პროდუქციის ჩამონათვალიგთხოვთ, ასევე იხილოთ სტატიები: https://news.usa2georgia.com/2011/07/blog-post_18.html https://news.usa2georgia.com/2011/07/blog-post.html

Read More

„დახურული ფასდაკლებების“ ინტერნეტ-მაღაზია MYHABIT.com ინტერნეტ-გიგანტმა კომპანია “ამაზონმა” 2011 წლის მაისში შექმნა. შედარებით ახალ, მაგრამ უკვე საკმაოდ გახმაურებულ ამ ინტერნეტ-მაღაზიაში ამაზონის წევრ-მომხმარებლებს საყოველთად აღიარებული დიზაინერების ტანსაცმლისა თუ სხვა უამრავი პროდუქციის შეძენა, საწყის ფასთან შედარებით, საშუალოდ, 60%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ყველაფერი შედარებითია, განსაკუთრებით ფასები! MYHABIT.com-ზე შთამბეჭდავი ფასდაკლებებია ბრენდებზე. მაგალითად, Valentino-ს 100%-იანი აბრეშუმის თავსაფარი აქ $95 ღირს, ნაცვლად საწყისი $270-ისა, Bensoni-ის ვინტაჟური სტილის დახვეწილი კაბა შეგიძლიათ შეიძინოთ $100-200-ად, ნაცვლად $350-700-სა. Geox-ის უმაღლესი ხარისხის, კომფორტული ფეხსაცმელი MYHABIT.com-ზე $60-100 ღირს, რომლის საწყისი ფასიც $150-200-ის ფარგლებში მერყეობს. საიტზე ერთდროულად ათეულობით ფასდაკლება ცხადდება. ყველა ასეთი აქცია თბილისის დროით 20:00 საათზე იწყება და გრძელდება ან მითითებული დროის განმავლობაში (არაუმეტეს…

Read More

რა და, სამუშაო დღის ბოლოს ჩვენი ექსპრეს კურიერები ყოველდღე ჩიოდნენ: «на машине ехал, на поезде ехал, на лошаде ехал, пешком ехал…» და ასე შემდეგ… თავდადებით მიჰქონდათ ცხრა მთა, ცხრა ზღვის კი არა, მთელი ატლანტის ოკეანის იქიდან (ეს ციმბირზე შორია, გვერწმუნეთ!) ნარნარით ჩამოფრენილი ამანათები. ყველაზე სასოწარკვეთილი თხოვნა-მოთხოვნა ის იყო, რომ „ამანათს ნებისმიერ მისამართზე საკუთარი ზურგით მივიტანთ, ოღონდ ამ ჯაბახანა მანქანებს ნუღარ გვათრევინებთ ხელითო“. ჯარისკაცის მამის ჰიტად ქცეულ ფრაზას კი არა და, Uma2rman-ის „Я к тебе доплыву, долечу, доеду“-საც ვეღარ ღიღინებდნენ ის ქანცგამძვრალი, შუა გზაში მანქანისაგან დაღალატებული (არა და, ჯაგლაგ ცხენს ხომ ვერ მოსთხოვ ოლიმპიურ ჩემპიონობას?!) ექსპრეს კურიერები, რომლებსაც რამდენიმე ათეული კილოგრამიანი…

Read More

მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა და 5 ნოემბრიდან ახალ ლოკაციაში მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყება. გამოიკვეთა ფილიალის დადებითი მხარეებიც, განსაკუთრებით აღსანიშნია საცობების არარსებობა და, შესაბამისად, ამანათის მიღების სისწრაფე. შეგახსენებთ, რომ მიცკევიჩის ფილიალში ამანათების მისაღებად, მართვის გვერდზე საჭიროა ფილიალის მონიშვნა, რეისის გასწვრივ. თუ თქვენ მუდმივად გსურთ მიცკევიჩის ფილიალიდან ამანათების მიღება, ამანათების მართვის გვერდზე შესვლისას, გთხოვთ, დააჭიროთ ღილაკს “მიცკევიჩის ფილიალი”. ეს ფილიალის მოსანიშნს ყოველ მომდევნო რეისზე ავტომატურად გაააქტიურებს. დამატებით იხილეთ სტატია

Read More

მოგეხსენებათ, რომ USA2GEORGIA-ს ახალი ფილიალის ადგილმდებარეობის შესახებ ზაფხულში გამოკითხვა ჩატარდა, რომელში მონაწილე მომხმარებლებსაც დიდ მადლობას ვუხდით. გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ 15 ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს ახალი ფილიალი – მიცკევიჩის ქუჩაზე, N27-ში. ახალი ფილიალის გახსნა ქავთარაძის სათავო ოფისთან საცობებს განტვირთავს და ამანათის ოფისებიდან გატანას უფრო კომფორტულს გახდის. ფილიალის არჩევა შესაძლებელია ამანათების მართვის გვერდზე, რეისების გასწვრივ. გაგაცნობთ რამოდენიმე პირობას ფილიალის მუშაობის შესახებ: ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები; ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში; განსაბაჟებელი  და  დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება; ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული,…

Read More

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ორშაბათიდან ამანათების დარიგებას ექსპრეს-ბაზლაითიერი დაიწყებს. ის მოგართმევთ ამანათს პირდაპირ ფანჯრიდან ან აივნიდან. შესაძლებელია ამანათების სახურავზე მიწოდებაც. აშკარაა ამ მომსახურების უპირატესობა სისწრაფის თვალსაზრისით, რადგან ექსპრეს-ბაზლაითერი გამოძახებიდან 7 წუთში მოფრინდება. მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის ასევე საჭირო აღარ არის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა რადგან ბაზლაითიერის მაჯის ლაზერული სკანერი მოახდენს მომხმარებლის იდენტიფიკაციას თვალის გუგით. მომსახურების ღირებულება რჩება 3 ლარი და მასში შედის უფასო გასეირნება ღრუბლებში.

Read More

მომხმარებელთა თხოვნით, 2012 წლის 12 იანვრიდან, სისტემას SMS შეტყობინებების სერვისი დაემატა. შეტყობინება ამერიკაში ამანათის შესვლის და საქართველოში ჩამოსვლის შესახებ იგზავნება. თუ თრექინგ კოდი წინასწარ გაქვთ დეკლარირებული, ასევე მიიღებთ გამომგზავნის სახელს, კომენტარის შემთხვევაში კი – კომენტარს. მომსახურება უფასოა და მისი აქტივაცია შეგიძლიათ ამანათების მართვის გვერდზე, პარამეტრების განყოფილებაში -> შეტყობინებების მართვა.

Read More

USA2GEORGIA მომსახურების პირობების დახვეწას განაგრძობს და გაგაცნობთ პირველ სასიამოვნო ინფორმაციას დელავერის ახალი საწყობიდან: მოგეხსენებათ, ამერიკაში საკმაოდ ხშირად შემოდის ამანათები შტრიხ-კოდის გარეშე, შესაბამისად, ამგვარ ამანათებს ამერიკაშივე ენიჭება ჩვენი თრექინგ კოდი, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება: 1121131-401. რადგან მსგავსი ამანათების იდენტიფიკაცია და დეკლარირება რთული იყო, დღეიდან მიიღებთ დამატებით შეტყობინებას ამანათის აღწერილობით, ასევე ინფორმაცია აისახება ამანათის კომენტარშიც, თრექინგ კოდის გასწვრივ.

Read More

გაცნობებთ, რომ USA2GEORGIA-ს ტრანსპორტირების ხარჯის დაფარვა შესაძლებელია UniPAY-ის ელექტრონული საფულით: ონლაინ რეჟიმში – უნიფეის ვებ გვერდიდან www.unipay.ge ნაღდი ანგარიშსწორებით – უნიფეის სერვის ცენტრებში იხილეთ რუქა უნიფეის მეშვეობით ბალანსის შევსების საკომისიო შეადგენს 50 თეთრს. იხილეთ ვიდეო

Read More