როგორც ჩანს, უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა Lockerz.com-ზე, სადაც საჩუქრების მიღება, პრაქტიკულად, უფასოდ შეიძლება. ყველაზე მარტივი მაისურის მიღებაა, რომელსაც lockerz-ი დარეგისტრირებულ მომხმარებელს მალევე გადასცემს. შემდეგ მომხმარებლები ამანათებს ამერიკაში, ჩვენს მისამართზე გზავნიან, თბილისში ჩამოსვლისას კი თანხას არ იხდიან და ნივთები არ გააქვთ, რაც კომპანიისთვის პირდაპირი ზარალია. სამწუხაროდ, 18 იანვრიდან, Lockerz.com-დან მიღებული მცირე ზომის ამანათები, რომელშიც მაისურია, თბილისში არ გამოიგზავნება და უკან, მაღაზიაში დაბრუნდება. Lockerz-ის სხვა ამანათებს შეზღუდვა არ ეხება.
Author: Tatia
გუშინ საღამოს ერთერთი კურიერი ოფისში დაბრუნდა, ამანათები დაარიგა და ფურცლები მოიტანა. როგორც წესი, ამ ფურცლებზე მიტანილი ამანათების ნუსხა და შტრიხკოდებია ხოლმე, თუმცა ფურცლის მეორე მხარეს ფანქრით დახატული კურდღელი აღმოვაჩინეთ. – რა არის ეს? – ვეკითხებით კურიერს. – კურდღელი. – მერე, დოკუმენტებზე რა უნდა კურდღელს? – რა მექნა აბა, ერთერთმა ჩვენმა მომხმარებელმა ბავშვი დამიტოვა, ახლავე მოვალო. ბავშვმა ტირილი დაიწყო და 30 წუთის განმავლობაში, როგორც შემეძლო, ვართობდი. ამ ამბავში ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ აცრემლებული ბავშვი კურდღლის დანახვაზე ცოტა ხნით გაჩერდა, მიუტრიალდა კურიერს და გაოცებული ეკითხება: “კურდღელს კუდი არ უნდა???” და განაგრძო ტირილი.
მომხმარებლების თხოვნით, TBC Pay-ის აპარატებში დავალიანების ნახვა უკვე შესაძლებელია. ამისთვის აპარატის განყოფილებაში სხვადასხვა, მოძებნეთ USA2GEORGIA-ს ლოგო, შემდეგ აკრიფეთ თქვენი ხუთციფრიანი U ნომერი. დავალიანება TBC Pay-ის 4%-იან საკომისიო გადასახადსაც მოიცავს.
თიბისი ბანკთან მოლაპარაკების შედეგად, ბანკის საკომისიო გადასახადი შემცირდა – 90 თეთრის ნაცვლად, მომხმარებელს გადასახდელი ექნება 50 თეთრი, ხოლო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას – 28 თეთრი. კომპანია USA2GEORGIA თიბისი ბანკს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის, რადგან მათ ჩვენი და მომხმარებელთა თხოვნა გაითვალისწინეს.აქვე, აღსანიშნია, რომ ახლო მომავალში USA2GEORGIA-ს გადახდების ჩართვა სხვა ბანკებშიც დაგეგმილია.
გილოცავთ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას და ჯანმრთელობას! საუკეთესო სურვილებით, USA2GEORGIA – GLS Group
2 დეკემბრიდან თიბისი ბანკში შესაძლებელია ბალანსზე თანხის შეტანა – როგორც კომუნალური გადასახადი. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ბალანსი ნემისმიერ დროს შეავსონ. თანხა ბალანსზე მომენტალურად აისახება, რაც ამანათის გაცემისას დაგვიანებას თავისთავად გამორიცხავს. იმისთვის, რომ თანხა ბალანსზე შეიტანოთ, საჭიროა თქვენი ოთახის U ნომრის მითითება (ბანკში მას აბონენტის ნომერსაც ეძახიან), შემდეგ ბანკის ოპერატორთან მოითხოვთ კომუნალური გადასახადის გადახდას “აშშ2საქართველო”-ზე. თუ იმ მომენტისთვის რაიმე ინვოისი გადასახდელი გექნებათ, ოპერატორი თანხის ოდენობას თავად გაცნობთ. შეტანილი თანხა თქვენს ბალანსზე ავტომატურად აისახება და ინვოისის გადახდა მოხდება. ასევე, შეგიძლიათ ბალანსი თქვენთვის სასურველი კონკრეტული ოდენობის თანხით წინასწარაც შეავსოთ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბანკის მომსახურების საკომისიო სატელეფონო ბანკინგით გადახდისას 50 თეთრია, ხოლო ოპერატორთან ბანკში…
ორიოდე თვის წინ სატესტო რეჟიმში ჩართული ამაზონის მაღაზია http://amazon.usa2georgia.com განახლდა. ეს არის ამაზონის კატალოგი, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზეა განთავსებული და მომხმარებელს ასეულობით ათასი პროდუქტის შეძენა შეუძლია. ინსტრუქცია მარტივია: მოძებნეთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და დაამატეთ კალათში, შემდეგ Checkout- ღილაკზე დაჭერით, გახსენით Amazon-ის ვებ-გვერდი, ჩაწერეთ ელ-ფოსტა და პაროლი. თუ რეგისტრაცია ჯერ არ გაგივლიათ, დარეგისტრირდით, დაამატეთ თქვენი პლასტიკური ბარათის მონაცემები და დაასრულეთ შეკვეთა. http://amazon.usa2georgia.com-ზე პროდუქციის შეძენისას, USA2GEORGIA სასაჩუქრე ფასდაკლების ქულებს გადმოგცემთ, რის შესახებაც დამატებით ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით.
2009 წლის 1 ნოემბრიდან ნებადართულია შემდეგი სახის პროდუქციის გამოგზავნა: ისრები, მშვილდი, არბალეტი და მათი აქსესუარები. საკვები დანამატები სპორტსმენებისთვის. ვიტამინები და მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში შემოტანისთვის სპეციალურ რეცეპტს ან ნებართვას არ საჭიროებს. პნევმატური თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე. აირსოფტის პნევმატური თოფები, ელექტრო პნევმატური სათამაშო თოფები ოპტიკური სამიზნის გარეშე. პეინტბოლის თოფები დატუმბული აირის ბალონის და ოპტიკური სამიზნის გარეშე. წყალქვეშა ნადირობისთვის სპორტული თოფები და მათი აქსესუარები. კრემი, პარფუმერული პროდუქცია, რომელიც აალებადი არ არის შეზღუდვაში რჩება შემდეგი სახის პროდუქცია: სუნამო, “სპრეი”. საბურავები. საღებავი, ალკოჰოლური სასმელები და ა.შ. საკვები პროდუქცია – ნებისმიერი ფორმით და შეფუთვით. ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია (მაგ. სანთებელა, საახალწლო მაშხალა…
ბალანსის შევსება უკვე ნებისმიერი ქართული ბანკის VISA ან MASTER CARD -ის მეშვეობითაც შეგიძლიათ. მომსახურებას “ქართუ ბანკი” ახორციელებს და ტრანზაქციის საკომისიო 2.5%-ს შეადგენს. თქვენ შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეავსოთ ბალანსი, შემდეგ კი ინვოისის გამოგზავნისას თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკში სიარული და ქვითრების წარდგენა აღარ მოგიწევთ. ბალანსის შესავსებად, ამანათების მართვის პანელიდან, დააჭირეთ ბმულს “ბალანსის შევსება”, შემდეგ შეიტანეთ სასურველი თანხა და დაადასტურეთ. გაიხსნება “ქართუ ბანკის” გვერდი, სადაც პლასტიკური ბარათის ნომერი და დამცავი 3-ციფრიანი CVV2 კოდი უნდა ჩაწეროთ, რომელიც ბარათის უკანა მხარეს წერია. ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, 2-3 წუთის განმავლობაში, თქვენს ბალანსზე თანხა აისახება. ახლო მომავალში სისტემას გადახდის კიდევ რამდენიმე მეთოდი დაემატება.
2009 წლის 23 ოქტომბრიდან სისტემაში ახალი ფუნქცია – ბალანსის შევსება გაჩნდა. ტრადიციულ – ბანკში ინვოისით გადახდასთან ერთად, თქვენ უკვე USA2GEORGIA-ს ბალანსის შევსებაც შეგიძლიათ. ინსტრუქცია მარტივია: TBCPAY -ს აპარატებში, განყოფილებაში “სხვადასხვა”, აირჩიეთ USA2GEORGIA, შემდეგ აკრიფეთ თქვენი ხუთნიშნა ოთახის ნომერი და შეავსეთ თანხა. თანხა ავტომატურად აისახება თქვენს ბალანსზე, მისი ნახვა კი ამანათების მართვის პანელიდანაა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც ბალანსს შეავსებთ, მიღებული ტრანსპორტირების ინვოისების გადახდა ავტომატურად მოხდება. იმ შემთხვევაში, თუ ბალანსი ინვოისის თანხის დასაფარად საკმარისი არაა, სისტემა დამატებით შეტყობინებას გამოგიგზავნით. გთხოვთ, გაითვალიწინოთ, რომ TBCPAY-ის მომენტალური გადახდის აპარატით თანხის შეტანის საკომისიო 4%-ია. ანუ თუ თქვენ 50 ლარს ჩარიცხავთ, ბალანსზე 48 ლარი დაგერიცხებათ. ახლო მომავალში…