კომპანია USA2GEORGIA-ს ერთერთი სერვისი – ამანათების ზომაში შემცირება მოცულობით დიდი ამანათების დაპატარავებას გულისხმობს. ეს სერვისი მომხმარებლებისთვის უფასოა. თუ ამანათში ერთი ან ორი პროდუქციის ყუთია მოთავსებული – მაგალითად ფეხსაცმლის, როგორც წესი, საფოსტო ამანათიდან პროდუქციის ყუთის ამოღება, მასზე ორიგინალი შტრიხკოდის დაწებება ამერიკაშივე ხდება. შემდეგ ამანათი საქართველოში იმგვარად იგზავნება, რომ მისი მოცულობითი წონა მაქსიმალურად შემცირდეს. თუ ამანათის ყუთი დიდია, ხოლო შიგნით სიცარიელეა, ასეთი ყუთები ზომაში პატარავდება, მისი გადაჭრის ან გადაკეცვის გზით. ცხადია, უსაფრთხოების მიზნით, მსგავსი მანიპულაცია ადვილად მსხვრევად პროდუქციაზე ან ელექტრო ტექნიკაზე არ ვრცელდება. ამანათზე, რომელსაც ყუთის ფორმა აქვს, მოცულობითი წონა ანგარიშდება, რაც გადაფუთვის სერვისის მიუხედავად, მომხმარებლებისთვის ხშირ შემთხვევაში არაეკონომიურია, რადგან ზოგიერთი პროდუქციის…
Author: Tatia
აშშ-ის და საქართველოს საბაჟო დეპარტამენტებში პროდუქციის ჩამონათვალის წარდგენა ფასებთან ერთად აუცილებელი გახდა. ამის გამო, სისტემას პროდუქციის დასახელების და ფასის მითითების შესაძლებლობა დაემატა იმისთვის, რომ ყოველ თრექინგ კოდს მითითება ჰქონდეს, რა დევს შიგნით. თუ ამანათში რამდენიმე ნივთია, ჩამონათვალის დამატება შესაძლებელია ახალი უჯრის შექმნით და დამახსოვრებით. ამ ინფორმაციის შევსება ინგლისურ ენაზე ხდება, რათა ამერიკელებისთვის საჭირო მონაცემები გასაგები იყოს. პროდუქციის დასახელების ზუსტად ჩაწერა აუცილებელი არაა. მაგ.: თუ ამანათში ფეხსაცმელი დევს, უბრალოდ დაწერეთ Shoes, ან თუ ტანსაცმელია, დაწერეთ ზოგადად – Clothing. ანუ ბოლომდე დეტალები საჭირო აღარაა. ის ამანათები, რომლებსაც ინვოისი მოჰყვება, აშშ-დან საქართველოში ჩვეულებრივ გამოიგზავნება.
როგორც წინა სტატიაში ვახსენეთ, საბაჟო დეპარტამენტში რიგი პროცედურები შეიცვალა. ამ ცვლილებებმა კი გამოიწვია ის, რომ საერთო კომერციულ ინვოისში და ე.წ. ამანათების ნუსხაში პროდუქციის ღირებულების დაფიქსირება საჭირო გახდა. ამის გამო სისტემას ამანათის ღირებულების ჩასაწერი დაემატა. გთხოვთ, იხილოთ მიღებული და გამოგზავნილი ამანათების განყოფილება “ამანათების მართვის” პანელში. ყოველი თრექინგ კოდის გასწვრივ, ცარიელი უჯრაა, სადაც ამანათის საერთო ღირებულება უნდა დააფიქსიროთ (დოლარში). ინფორმაციის შევსების შემდეგ, Enter ღილაკის დაჭერა საჭირო არაა, რიცხვი ავტომატურად დამახსოვრდება. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ცვლილება დროულად მოახდინოთ. თანხის დაფიქსირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს – ამანათის მიღებიდან მის ჩამოსვლამდე თბილისში.
მასმედიის საშუალებით ალბათ უკვე მიიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფოსტო ამანათებზე საბაჟო შეზღუდვა მოქმედებს და ყველა ის ამანათი, რომლის ღირებულებაც 300 ლარს აჭარბებს, განბაჟებას საჭიროებს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ფაქტს ჩვენი მომხმარებლები გულისხმიერად მოეკიდნენ და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ერთი ამანათით ბევრ ნივთს აღარ გზავნის; ხოლო მათ, ვისაც ძვირად ღირებული პროდუქციის აშშ-დან საქართველოში გამოგზავნა მაინც სურთ, შეუძლიათ, ჩვენი სატვირთო გადაზიდვების კომპანიით http://www.gls.ge/ ისარგებლონ, რომელიც ბიზნეს ტვირთების ტრანსპორტირებას და სრულ საბროკერო მომსახურებას უზრუნველყოფს. თუ საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ USA2GEORGIA-ს საფოსტო ამანათის შეჩერება მაინც მოხდა, ჩვენ საბროკერო მომსახურებით დაგეხმარებით და პროცედურებს მაქსიმალურად გაგიმარტივებთ. გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით, მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ USA2GEORGIA-ს საინფორმაციო პორტალი გაიხსნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კომპანიისა და სერვისების შესახებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი კომენტარები და სურვილები. წინასწარ ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და თანადგომისთვის!