Author: Tatia

მორიგი სასიამოვნო სიახლე მათ, ვინც ჩინური ონლაინ მაღაზიებიდან შოპინგითაა გატაცებული – გაგაცნობთ Pinbaba.com-ს – პლატფორმას, სადაც 4 გიგანტი კომპანიის პროდუქციაა თავმოყრილი. ესენია: მოგეხსენებათ, ჩინეთში ონლაინ შოპინგი არც ისე მარტივია, რადგან ონლაინ მაღაზიების უმეტესი ნაწილი მხოლოდ ჩინურ ენაზე ფუნქციონირებს; ამასთან ხშირად გადახდის საშუალებები შეზღუდულია. სწორედ ამიტომ, CHINA2GEORGIA გახდა Pinbaba.com-ის პარტნიორი, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჩინეთში შოპინგი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს! პლატფორმა Pinbaba-თი სარგებლობა სტანდარტული ეტაპების გავლის შემდეგაა შესაძლებელი: მას შემდეგ, რაც Pinbaba-ზე პროდუქციას შეიძენთ, ის პირდაპირ თქვენს ჩინურ მისამართზე გამოიგზავნება, ხოლო CHINA2GEORGIA ამანათს საქართველოში ჩამოგიტანთ! გაითვალისწინეთ, რომ Pinbaba-ზე შეძენილი პროდუქციის შემთხვევაში, CHINA2GEORGIA-ს სერვისით სარგებლობისას, 2024 წლის 1 სექტემბრამდე ტრანსპორტირების ღირებულებაზე ფასდაკლებაა…

Read More

ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დაინტერესებული კომპანიების რიგებს ახლა უკვე სწრაფი კვების ინდუსტრიაც შეუერთდა: ამ შემთხვევაშიც AI-ს მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესება და რიგი ოპერაციების გამარტივება აკისრია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინდუსტრიაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ კარგი პროგრესი აჩვენა, რიგი გამოწვევები მაინც რჩება… CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ში McDonald’s-მა ცოტა ხნის წინ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ხმოვანი ავტომატური შეკვეთის ტექნოლოგიის გამოყენება დროებით შეაჩერა. ეს მოწყობილობა შტატების მასშტაბით McDonald’s Thru-ს 100-ზე მეტ ობიექტში გადიოდა ტესტირებას. სწრაფი კვების კომპანიის ინფორმაციით, რესტორნის ქსელებში AI-ის ინტეგრაციის შეჩერების მიზეზი “ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ამჟამინდელი შეზღუდვები და სირთულეებია”. შეკვეთების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, 2021 წლიდან McDonald’s-ი და IBM-ი შეკვეთების ავტომატური აღების ტექნოლოგიაზე მუშაობენ. “თუმცა, იმის მიუხედავად, რომ…

Read More

დიდიხანი არაა, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მსხვილმა კომპანიებმა ხარჯების შესამცირებლად რიგ სპეციალობებზე ხელოვნური ინტელექტის დანერგვა დაიწყეს. შედეგად, დღესდღეობით AI ყველაზე ხშირად ისეთ საპასუხისმგებლო სპეციალობაზე გამოიყენება, როგორიცაა მაგალითად Copywriting-ი. ამ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად დაკვირვების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო: კომპანიები პროგრამირებული ხელოვნური ინტელექტის და დასაქმებული ადამიანების ერთობლივ საქმიანობას აკვირდებოდნენ. ეფექტურობა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა Copywriting-ი სრულად ხელოვნურ ინტელექტს ანდო, ნათელი მაგალითი ChatGPT-ია – ხელოვნური ინტელექტის ყველაზე პოპულარული სახე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ადრე აღიშნულ პოზიციაზე მუშაობდნენ, BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა კომპანიაში მათი როლი ახლა AI-ის მიერ შექმნილი ტექსტების რედაქტირებით შემოიფარგლა. ეს ტენდენცია ყოველდღიურად კიდევ უფრო მეტ კომპანიაში მკვიდრდება:…

Read More

ხელოვნური ინტელექტის მოწინავე მოდელების მომზადება, როგორიცაა OpenAI, ChatGPT და Google-ის Gemini Ultra, მილიონობით დოლარს მოითხოვს, ხარჯები სწრაფად იზრდება. გამოთვლითი მოთხოვნების ზრდასთან ერთად, ასევე იზრდება მათი გადამზადებისთვის საჭირო გამოთვლითი სიმძლავრის ხარჯები. მოთხოვნასთან გასამკლავებლად, ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი კომპანიები ფიქრობენ, როგორ დაატრენინგონ გენერირებადი AI სისტემები. ხშირ შემთხვევაში, ეს “ფიქრი” გულისხმობს სტრატეგიებს გამოთვლითი ხარჯების შესამცირებლად. Visual Capitalist-მა სულ ახლახან გამოაქვეყნა სტენფორდის უნივერსიტეტის 2024 წლის AI ინდექსის ანგარიში. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ანგარიშში გაანალიზდა, მოიცავს ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტრენინგის ხანგრძლივობას, ტექნიკის გამოყენების სიჩქარეს და სასწავლო ტექნიკის ღირებულებას. ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ გასულ წელს OpenAI-ს GPT-4-ის მომზადება დაახლოებით 78,4 მილიონი დოლარი დაჯდა, რაც მკვეთრად განსხვავდება Google-ის PaLM…

Read More

ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც Amazon-ის ძირითადი სამუშაო ცენტრები მდებარეობს, ყოველდღიურად მილიონობით ამანათის დახარისხება ხდება. დახარისხების პროცესი მრავალფეროვანია და ერთერთი საფეხური სხვადასხვა ტიპის პროდუქციის ვიზუალური დათვალიერებაა, ვიდრე ამანათს საბოლოოდ მომხმარებელი მიიღებს. კომპანია Amazon-ში ამ პროცესს ხელოვნური ინტელექტი – სახელად Project P.I წარმართავს, რომელიც ნივთებზე დეფექტებს ამოწმებს. კომპიუტერული ხედვის ტექნოლოგიების გამოყენებით, Project P.I. ამოწმებს ისეთ დეფექტებს, როგორიცაა დაზიანებული პროდუქტები ან არასწორი ფერები ან ზომები, სანამ ამანათები მომხმარებლამდე მივა. ეს სისტემა ასევე ცდილობს პრობლემის ძირეული მიზეზების დადგენას, რაც Amazon-ს საშუალებას აძლევს, მომდევნო ჯერზე პრევენციული ზომები მიიღოს. ეს ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა შემდეგი პრინციპით სრულდება: Amazon-ის მიერ შემუშავებული ხელოვნური ინტელექტი ნივთებს ასკანერებს და მიღებულ მონაცემებს…

Read More

ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთი, ჩინეთი და აშშ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სიაში წამყვან პოზიციებს უცვლელად იკავებენ. სწორედ ამიტომ, ამანათების გადაზიდვის სფეროს ლიდერმა კომპანია USA2GEORGIA-მ მომსახურების გაფართოება გადაწყვიტა – კომპანია ახალ ბრენდს CARGO2GEORGIA-ს აფუძნებს. CARGO2GEORGIA მომხმარებელს ჩინეთიდან და ამერიკიდან საზღვაო/საკონტეინერო, ხოლო თურქეთიდან სატრაილერო გადაზიდვებს სთავაზობს, როგორც სრული, ისე – ჯგუფური ტვირთებისთვის. CARGO2GEORGIA საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის სისტემის ოპტიმიზაციას ისახავს მიზნად, რაც გულისხმობს როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილი ბიზნესისთვის მომსახურების ფართო სპექტრის შეთავაზებას, კერძოდ – კომპანიის საწყობებიდან ტვირთის ტრანსპორტირებას ან ადგილიდან დატვირთვას, საქართველოში საბაჟო მომსახურების გაწევის ჩათვლით. რამდენადაც თურქეთიდან, ჩინეთიდან და აშშ-დან იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა სულ უფრო და უფრო მზარდია, CARGO2GEORGIA…

Read More