ძვირფასო მეგობრებო,

გვსურს გაცნობოთ, რომ 20 დეკემბრის ჩათვლით ამერიკის საწყობში მიღებული ყველა ამანათი უკვე საქართველოშია.

გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ათწლეულის განმავლობაში გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

საქართველოში ჩამოსული ამანათების დროულად მიღების მხარდაჭერისთვის, ჩვენი გუნდი – განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლასარეს ტერმინალს და შემოსავლების სამსახურს!