გადაზიდვის და ინოვაციების სფეროს მოწინავე კომპანია USA2GEORGIA-მ თბილისში მორიგი ფილიალი გახსნა – წყალტუბოს ქ. #24ა-ში. ფილიალი აღჭურვილია თანამედროვე ვიზუალის თვითმომსახურების ტერმინალებით, რომელიც გარე გამოყენებისთვის საქართველოში შეიქმნა.
“ჩვენ დავნერგეთ და ჩვენვე განვავითარებთ!” – თითქმის 10 წლის წინ თვითმომსახურების ტერმინალების შექმნის მთავარი მოტივი ამანათების გაცემის პროცესის დაჩქარება და, შესაბამისად, მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნა იყო. ის, რაც დღეს უკვე არავის უკვირს, მაშინ თითქმის წარმოუდგენელ სერვისს უდრიდა – ათობით ამანათის წამებში შეგროვება! სწორედ ეს მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა აღმოჩნდა რევოლუცია ლოგისტიკის სექტორში!
შეგახსენებთ, რომ თვითმომსახურების ტერმინალების იდეა 2015 წლამდე მსოფლიოში არ არსებობდა. ის პირველად კომპანია USA2GEORGIA-მ შეიმუშავა და ჩვენს ქვეყანაში წარმატებით დანერგა. ამ სიახლის წყალობით, ამანათების მიღება კიდევ უფრო გაიოლდა და ასწრაფდა. კომპანია მოხარულია, რომ წლებია, ეს პროდუქტი მისაბაძია როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიებისთვის.
USA2GEORGIA-ს ტერმინალების წარმატებამ არა მხოლოდ გაზარდა მომხმარებელთა კმაყოფილება, არამედ დაადგინა ეტალონი, რომელსაც დღეს უკვე არაერთი სხვა ქართული და უცხოური კომპანია ასრულებს. სწორედ ეს გარემოება უსვამს ხაზს USA2GEORGIA-ს მუდმივ ვალდებულებას – გააძლიეროს მომხმარებელთა გამოცდილება ინოვაციური გადაწყვეტილებების მეშვეობით.
ამანათების რაოდენობის და გაზრდილი მოთხოვნის გამო, კომპანია მსგავსი ტერმინალების განთავსებას ქალაქის სხვადასხვა უბნებშიც გეგმავს.
ფილიალის მისამართი: თბილისი, წყალტუბოს ქ. 24ა
სამუშაო საათები: ორშ-პარ 9:00 – 21:00, შაბ 10:00 – 17:00