კომპანია Anthropic-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელი Claude-ი, მის მიერ შექმნილ ყველა ტექსტურ კონტენტს წყლის ნიშნით მონიშნავს. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს AI-ის მიერ გენერირებული ინფორმაციის გამჭვირვალობის გაზრდას და მომხმარებლებისთვის მისი იდენტიფიცირების გამარტივებას.

აღნიშნული ნაბიჯი მნიშვნელოვანია, რადგან ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი კონტენტის რაოდენობა მუდმივად იზრდება და მისი ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევრებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება. წყლის ნიშნის გამოყენება ხელს შეუწყობს დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას და ციფრული უსაფრთხოების გაუმჯობესებას.

წყარო: New Atlas — https://newatlas.com/ai-humanoids/claude-will-now-watermark-all-content-generated-using-its-tools/