რა არის Rufus?

Rufus არის Amazon-ის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია, როგორც პროდუქციის მახასიათებლებისა და ფასების, ასევე – თქვენი ბოლო შეკვეთების შესახებ.

როგორ ვისარგებლოთ?

1. Amazon-ის აპლიკაციაში Rufus-ს მიწერეთ ჩათში:

2. მიღებულ შედეგებს გადაუღეთ სქრინი;

3. სქრინი გაუგზავნეთ K-AI-A-ს, დაადასტურეთ მოთხოვნა და პროცესიც დასრულებულია.

K-AI-A ავტომატურად ამოიცნობს თრექინგ-ნომრებს, დაამატებს მათ თქვენს ექაუნთში. შემდეგ შეავსებს პროდუქტის დასახელებებს, ფასებს, განსაზღვრავს საბაჟო კატეგორიას და თქვენი ამანათ(ებ)ის დეკლარირებას სრულად უზრუნველყოფს.

თქვენ შეგიძლიათ K-AI-A-ს გაუგზავნოთ შეკვეთის სქრინები სხვა ონლაინ-მაღაზიებიდანაც და ისარგებლოთ ავტომატური დეკლარირების ფუნქციით.

გაითვალისწინეთ, რომ K-AI-A ხელმისაწვდომია 24/7 რეჟიმში – USA2GEORGIA-ს ვებ-გვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით.