გუშინ საღამოს ერთერთი კურიერი ოფისში დაბრუნდა, ამანათები დაარიგა და ფურცლები მოიტანა. როგორც წესი, ამ ფურცლებზე მიტანილი ამანათების ნუსხა და შტრიხკოდებია ხოლმე, თუმცა ფურცლის მეორე მხარეს ფანქრით დახატული კურდღელი აღმოვაჩინეთ.
– რა არის ეს? – ვეკითხებით კურიერს.
– კურდღელი.
– მერე, დოკუმენტებზე რა უნდა კურდღელს?
– რა მექნა აბა, ერთერთმა ჩვენმა მომხმარებელმა ბავშვი დამიტოვა, ახლავე მოვალო. ბავშვმა ტირილი დაიწყო და 30 წუთის განმავლობაში, როგორც შემეძლო, ვართობდი.
ამ ამბავში ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ აცრემლებული ბავშვი კურდღლის დანახვაზე ცოტა ხნით გაჩერდა, მიუტრიალდა კურიერს და გაოცებული ეკითხება: “კურდღელს კუდი არ უნდა???” და განაგრძო ტირილი.