საერთაშორისო ელექტრონული კომერციის სწრაფად განვითარებად გარემოში მომხმარებლებისა და ბიზნესების მთავარი მოთხოვნა აღარ არის მხოლოდ პროდუქციის მრავალფეროვნება. დღეს წარმატებას განსაზღვრავს ხელმისაწვდომობა, ეფექტიანობა, გამარტივებული პროცესები და სანდო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა.

სწორედ ამ ღირებულებებზეა დაფუძნებული Pinbaba.com-ისა და USA2GEORGIA-ს უკვე ორწლიანი წარმატებული პარტნიორობა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ჩინურ ბაზრებთან წვდომა, როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის საქართველოში.

Pinbaba.com წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში ისარგებლონ მილიონობით პროდუქტის ფართო არჩევანითა და კონკურენტული, საბითუმო ფასებით. ის, რაც წლების განმავლობაში ძირითადად მსხვილი იმპორტიორებისა და დიდი ბიზნესების პრივილეგიას წარმოადგენდა, დღეს უკვე ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

USA2GEORGIA-სა და Pinbaba.com-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ძლიერი ციფრული და ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლებს საერთაშორისო შესყიდვების სრულ პროცესს ერთიან, მარტივ და ეფექტიან სისტემაში სთავაზობს.

პარტნიორობის ძირითადი უპირატესობებია:

✔️ წვდომა ჩინეთის უმსხვილეს მომწოდებლებთან და მილიონობით პროდუქტთან;

✔️ კონკურენტული საბითუმო ფასები – როგორც ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნესებისთვის;

✔️ სრულად ლოკალიზებული და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილება;

✔️ USA2GEORGIA-ს ჩინეთის მისამართის სწრაფი და მარტივი ინტეგრაცია;

✔️ უსაფრთხო და მოქნილი გადახდის მექანიზმები;

✔️ შეკვეთების გამარტივებული მართვა და ტრეკინგი;

✔️ ეფექტიანი ლოგისტიკური გადაწყვეტილებები ნებისმიერი მასშტაბის შესყიდვისთვის.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს USA2GEORGIA-ს მრავალწლიანი ლოგისტიკური გამოცდილება და ინფრასტრუქტურა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს – როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გადაზიდვების სერვისს.

ეს შესაძლებლობა მომხმარებლებს აძლევს თავისუფლებას, საკუთარი საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად შეარჩიონ, როგორც პროდუქტი, ისე ტრანსპორტირების ოპტიმალური მეთოდი. სწრაფი მიწოდების საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საჰაერო გადაზიდვის არჩევა, ხოლო ხარჯების ოპტიმიზაციისთვის – სახმელეთო ტრანსპორტირების გამოყენება.

ორი წლის განმავლობაში პარტნიორობამ ნათლად აჩვენა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის მომავალი ეფუძნება – ტექნოლოგიების, ლოგისტიკისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების ეფექტიან სინერგიას.

Pinbaba.com-ისა და USA2GEORGIA-ს თანამშრომლობამ შექმნა ძლიერი საპარტნიორო ხაზი ჩინეთის მწარმოებლებსა და საქართველოს ბაზარს შორის, გაამარტივა საცალო და საბითუმო შესყიდვების პროცესი და მნიშვნელოვნად გაზარდა გლობალურ ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობა.

შედეგად, მომხმარებლები იღებენ მეტ არჩევანს, უკეთეს ფასებსა და უფრო მოქნილ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს, ხოლო ბიზნესები – ზრდის, განვითარების და კონკურენტული უპირატესობის ახალ შესაძლებლობებს.

როდესაც საბითუმო შესაძლებლობები ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის, საერთაშორისო ვაჭრობა აღარ არის მხოლოდ დიდი კომპანიების პრივილეგია – ის ხდება განვითარების შესაძლებლობა თითოეული მომხმარებლისა და ბიზნესისთვის.

Pinbaba.com-ისა და USA2GEORGIA-ს პარტნიორობა სწორედ ამ ხედვის წარმატებული რეალიზაციის მაგალითია – პარტნიორობა, რომელიც აგრძელებს ინოვაციური გადაწყვეტილებების შექმნას და საქართველოს ბაზრისთვის გლობალურ ვაჭრობას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს, ეფექტიანსა და კონკურენტულს ხდის.

Pinbaba.com და USA2GEORGIA – პარტნიორობა, რომელმაც საცალო და საბითუმო  შესაძლებლობები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!