სიხარულით გაცნობებთ, რომ დღეიდან ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში ლოქერები ამუშავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ LOCKER.GE-ს საშუალებით ამანათების მიღებას შეუფერხებლად შეძლებთ! ამასთან, ლოქერები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონშიც ჩაირთვება.
შეგახსენებთ, რომ ლოქერიდან ამანათის გატანა ფასიანია. სერვისის ღირებულება 4 ლარით განისაზღვრება, ამანათი კი ლოქერში 48 საათით განთავსდება, რეგიონების შემთხვევაში – 4 დღით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში იხილეთ LOCKER.GE – ხშირად დასმული კითხვების კატეგორია.
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!