Amazon Prime წლებია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მომხმარებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. Prime-ის წევრებს ხელი მიუწვდებათ ამანათების სწრაფ და უფასო მიწოდებაზე, მნიშვნელოვან დანაზოგებზე, კომფორტულ მომსახურებასა და გასართობ კონტენტზე. თუ ჯერ არ გისარგებლიათ ამ სერვისით, ეს სტატია თქვენთვისაა – გასწავლით, როგორ უნდა დარეგისტრირდეთ Amazon Prime-ის საწევროში.

სმარტფონით Amazon Prime-ზე რეგისტრაციისთვის, მიჰყევით შემდეგ ეტაპებს:

  1. მობილურის ბრაუზერით შედით ვებ-გვერდზე amazon.com/prime
  2. Prime-ზე რეგისტრაციამდე, გჭირდებათ Amazon-ის ანგარიში. თუ უკვე გაქვთ, აირჩიეთ განყოფილება “ანგარიშის შექმნა”.
  3. შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია და დაკლიკეთ ღილაკზე “გაგრძელება”.
  4. ეკრანის ქვედა მარჯვენა მხარეს დაკლიკეთ სამი ხაზის მენიუს ღილაკზე და შემდეგ „სცადეთ Prime“.
  5. მომდევნო ეტაპზე დაკლიკეთ „Prime Free Trial“-ზე და მიჰყევით ეკრანზე არსებულ ინსტრუქციებს თქვენი წევრობის ასარჩევად, ასევე თქვენი ბილინგისა და მიწოდების მისამართის დასადასტურებლად.
  6. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ Prime-ის საფასური ავტომატურად ჩამოგეჭრებათ უფასო საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, თუმცა სერვისის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  7. უკეთესი გამოცდილებისთვის და Amazon-ის ყველა შეთავაზებით სარგებლობისთვის, შეგიძლიათ Amazon-ის აპლიკაცია გადმოტვირთოთ.

ამერიკული მისამართით რეგისტრაციისას, Amazon Prime-ის ყოველთვიური საფასური $14,99-ს შეადგენს, ხოლო ყოველწლიური – $139-ს. Amazon ასევე გთავაზობთ დამატებით, ფასდაკლებულ წევრობის ვარიანტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგულარული Prime წევრობის ზუსტად იგივე ღირებულ სარგებელს, პლუს ამას – 300 მილიონზე მეტი ნივთის შეძენის შემდეგ – უფასო მიწოდებას.

განსაკუთრებული ტარიფი მოქმედებს ახალგაზრდებისთვის – 18-24 წლამდე ასაკის ადამიანებს შეუძლიათ, სცადონ Prime-ის ფასდაკლებით წევრობა ექვსთვიანი საცდელი (უფასო) პერიოდით, შემდეგ გადაიხადონ ფასდაკლებული ტარიფი $7,49 თვეში, ან $69 წელიწადში.

წარმატებებს გისურვებთ!