SpaceX-ის Starfall კაფსულა სამხედრო მიწოდების კოსმოსიდან განხორციელებას შეძლებს

SpaceX ემზადება Starfall-ის, ახალი ორბიტალური სატვირთო კაფსულის შესამოწმებლად, რომელიც მომავალში შესაძლოა ავტომატიზებული ორბიტალური ლაბორატორიებისთვის ან სამხედრო აღჭურვილობის კოსმოსში შესანახად გამოიყენონ, რათა საჭიროების შემთხვევაში დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაუყოვნებლივ განთავსდეს. 23 ივნისს, SpaceX გეგმავს Falcon 9 რაკეტის გაშვებას ფლორიდაში, კეიპ კანავერალის კოსმოსური ძალების სადგურიდან.
Starfall-ის კაფსულა, რომელიც გიგანტურ ჰოკეის საყინულეს ჰგავს, 3 მეტრი დიამეტრისა და 75 სანტიმეტრი სისქისაა, იწონის 2.1 ტონას და შეუძლია 1 ტონა ტვირთის გადაზიდვა. მისი ზედა ნაწილი ალუმინისა და თბოდამცავი მასალებისგან შედგება, ქვედა კი ნახშირბადის ბოჭკოსგან, მაღალი ხარისხის თბოდამცავი ფენით. კაფსულას არ აქვს სამოძრაო სისტემა, თუმცა აღჭურვილია აზოტის გაზის მფრქვეველებით და პარაშუტის სისტემით დედამიწაზე დასაბრუნებლად. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია კოსმოსში ტვირთის შენახვა და მისი სწრაფი მიწოდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
წყარო: New Atlas — https://newatlas.com/space-systems/starfall-capsules-orbital-supply-depot/



