Tesla-მ Environmental Protection Agency-ს (EPA) წარუდგინა Cybercab-ის სერტიფიცირების დოკუმენტები, საიდანაც ცნობილი ხდება ამ ავტონომიური ტაქსის ტექნიკური მახასიათებლები. დოკუმენტების მიხედვით, Cybercab-ს ექნება 500 ვოლტიანი ელექტრო სისტემა, 130 კვტ სიმძლავრის ძრავა და 50 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა, რაც დაახლოებით 400 კილომეტრის მანძილის დაფარვის საშუალებას მისცემს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დეტალები უკვე ცნობილია, Tesla-ს სრული ავტონომიის მიღწევის გეგმები და ვადები კვლავ ბუნდოვანი რჩება. Cybercab-ის მასობრივი წარმოება და ქალაქებში ინტეგრაცია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლება ურბანული ტრანსპორტის მომავლისთვის.

წყარო: New Atlas — https://newatlas.com/automotive/tesla-cybercab-specs/