სულ ახლახან გახდა ცნობილი, რომ VR-სათვალის გამოყენებით, ადამიანებს უკვე ანტარქტიდის დათვალიერებაც შეუძლიათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს და დასძენს, რომ ყინულოვან პოლუსზე “პოლარული მკვლევარების ფეხსაცმლით სიარულიც შესაძლებელია”.
პროექტი კემბრიჯში Anglia Ruskin University-ისა და UKAHT-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს და მისი მიზანია ანტარქტიდის წარსულის ისტორიების გაზიარება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
უფრო მეტიც – ამ ყველაფრის დასადასტურებლად, სულ რამდენიმე დღის წინ კემბრიჯის მუზეუმში ჩაძირული პოლარული კონტინენტის ფოტომასალა იყო გამოფენილი. VR სათვალით და ყურსასმენებით კი მსურველებს გაყინული კონტინენტის ხედებით ტკბობის და სამხრეთ ნახევარსფეროს ხმების მოსმენის საშუალება ჰქონდათ.